ქართველი მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენას ეხმაურება.

"ამ “პატივცემულმა” მთავრობამ უკვე ყველა სამარცხვინო ლიმიტს გადააჭარბა! რუსეთთან ფრენების აღდგენა?! მართლა?! როდესაც მთელმა მსოფლიომ შეწყვიტა მათთან ფრენები?! საუბარია იმაზე, რომ ყველა ევროპული საჰაერო კომპანია გავა საქართველოს ბაზრიდან! სად ვიფრენთ იცით მარტო? მინსკი, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი და ა.შ.

Welcome to USSR Georgia

საქართველოს “ოცნება” თქვენ “საქართველოს დასასრული” უნდა გერქვათ!

დანარჩენი პარტიების დიდი უმრავლესობის წარმომადგენლებიც ჩემი აზრით უმაქნისი და გაყიდული პოლიტიკოსები ხართ!

ფაქტი ერთია: ქვეყანა და ერი თქვენ არ გაღელვებთ! რა გაღელვებთ დიდი ხანია გავიგეთ უკვე! უნდა ვიბრძოლოთ?! არ უნდა დავნებდეთ?!

რა თქმა უნდა! წინააღმდეგ შემთხვევაში დასრულებულია ჩვენთვის ყველაფერი! გული მაქვს გახეთქვაზე!", - წერს ანიტა რაჭველიშვილი.