ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე

1789475210

ამ მასალაში განათლებისა და მეცნიერების კატეგორიაში 2024 წლის გამარჯვებულს, მარიამ მაღლაკელიძეს გაგაცნობთ. მარიამი წარმატებული არქიტექტორი, ლანდშაფტის დიზაინერი, მკვლევარი და კოლუმბიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პროფესორია.არქიტექტურა და კრიტიკული აზროვნებამარიამის აზრით, თანამედროვე არქიტექტურა ეკოლოგიურ, სოციალურ და ტექნოლოგიურ პროცესებს აერთიანებს. ამ რთული კავშირების დასანახად და გასააზრებლად კი განათლებაა ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. სტუდენტებთან ურთიერთობისას ცდილობს, მათ არა მხოლოდ მშრალი ცოდნა მიაწოდოს, არამედ კრიტიკულად ფიქრიც ასწავლოს:ჩემს პრაქტიკაში კვლევა ურთიერთკავშირების გამოვლენის, გააზრებისა და არქიტექტურულ ცოდნად გარდაქმნის მეთოდოლოგიური საფუძველია. ჩემთვის მთავარი ღირებულება კრიტიკული აზროვნებისა და მიდგომის ჩამოყალიბებაა - უნარი, რომ სტუდენტებმა გადაიაზრონ არსებული სისტემები და თანამედროვე გარემოსდაცვით გამოწვევებზე ახალი სივრცითი და მატერიალური პასუხები იპოვონ.საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნის გაზიარებამარიამის პროფესიული გზა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დაიწყო, ლისაბონისა და ესტონეთის უნივერსიტეტებში გაგრძელდა, შემდეგ კი კოლუმბიის უნივერსიტეტის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო განათლების მიღებით ახალ ეტაპზე გადავიდა. დღეს  ცოდნას ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს უკვე თავად უზიარებს.Forbes 30 Under 30-ში გამარჯვება სწორედ ამ გამოცდილების, იდეებისა და განსხვავებული პერსპექტივების გაზიარების მნიშვნელოვანი სივრცეა. ასეთი პლატფორმები ახალგაზრდა პროფესიონალებს შორის აუცილებელ კავშირსა და დიალოგს აყალიბებს.ინდივიდუალური განვითარებიდან უკეთეს გარემომდემარიამისთვის განათლებაში ჩადებული რესურსი მხოლოდ პირად წარმატებას არ ემსახურება. ეს, პირველ რიგში, უკეთესი გარემოსა და საერთო კეთილდღეობის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია:განათლების მხარდაჭერა მხოლოდ ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა არ არის. ის ქმნის გარემოს, სადაც ახალი ცოდნა, კრიტიკული აზროვნება და განსხვავებული პროფესიული ხედვები შეიძლება ჩამოყალიბდეს და განვითარდეს.მათ, ვისაც არქიტექტურისა და მეცნიერების მიმართულებით სურთ საკუთარი გზის პოვნა, მარიამი ურჩევს, რომ მუდმივად შეინარჩუნონ ცნობისმოყვარეობა. განათლება ამ სფეროში არ ნიშნავს მხოლოდ მზა პასუხების დაზეპირებას, ის ექსპერიმენტებსა და განსხვავებულ სფეროებთან დიალოგს მოითხოვს:მნიშვნელოვანია, არ ეძებოთ მხოლოდ მზა პასუხები, დასვათ ზუსტი კითხვები, გამოცადოთ საკუთარი იდეები და ჩამოაყალიბოთ დამოუკიდებელი კრიტიკული პოზიცია. ვფიქრობ, სწორედ ეს ქმნის საფუძველს საკუთარი პროფესიული მიმართულებისა და პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად.მარიამის მსგავსი პროფესიონალების აღმოჩენა და წახალისება საქართველოს ბანკისთვის მთავარი პრიორიტეტია. ახალი თაობის იდეების მხარდაჭერა ის საფუძველია, რომელიც რეალობას უკეთესობისკენ ცვლის, ამიტომ ბანკის მიზანია, ახალგაზრდებს  მისცეს მოტივაცია, რომ განათლების  გზაზე არ გაჩერდნენ.  

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

1789469639

ფორუმის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია წარედგინა. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა ინიციატივებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურის დანერგვას, რაც ადგილობრივ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს, ბაზარს  რისკის ჰეჯირების უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტები შესთავაზონ.ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ საკითხს ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი წარმოადგენდა, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება. საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში ,,თიბისი’’, „საქართველოს ბანკი“,  „ლიბერთი ბანკი“, „ტერაბანკი“ და „ბაზისბანკი“ სახაზინო ოპერაციებს  განახორციელებენ Nasdaq Calypso-ს ბაზაზე, რომელიც ფარავს სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს.  საზიარო სისტემა წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად.საერთაშორისო ფორუმში  მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ოფიციალური პირები, მათ შორის ცენტრალური ბანკები, სახელმწიფო უწყებები, კომერციული ბანკები, საბაზრო ინფრასტრუქტურის პროვაიდერები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მონაწილეები.GMAP ფორუმის ჩატარება  ყოველწლიურად იგეგმება. ამასთან, GMAP-ის პროგრამის მიზნების მხარდასაჭერად, წლის განმავლობაში სხვა ტიპის დამატებითი აქტივობებიცაა დაგეგმილი.

"საქართველოს ბანკმა" "GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

1789469258

ფორუმის ფარგლებში საზოგადოებას წარედგინა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა ინიციატივებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურის დანერგვას, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომერციულ ბანკებს,  ბაზარს  რისკის ჰეჯირების უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტები შესთავაზონ.ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი იყო, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება. საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკი სახაზინო ოპერაციებსNasdaq Calypso-ს ბაზაზე განახორციელებს, რომელიც  სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს ფარავს.  საზიარო სისტემა  პრაქტიკულ ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც  GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად არის საჭირო.ფორუმი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა. ფორუმის მონაწილეების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ GFMTA-ის აღმასრულებელი მდივანი ლაშა ჯუღელი და Nasdaq-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ბრედ უილმოტი.საერთაშორისო ფორუმში  მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ოფიციალური პირები, მათ შორის ცენტრალური ბანკები, სახელმწიფო უწყებები, კომერციული ბანკები, საბაზრო ინფრასტრუქტურის პროვაიდერები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მონაწილეები, რომლებმაც საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) ფარგლებში მიღწეული პროგრესი და შემდგომში დაგეგმილი ნაბიჯები განიხილეს. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბაზრების განვითარების საერთაშორისო გამოცდილება, ქართული ბანკების სახაზინო ოპერაციების ტრანსფორმაცია, ლარში დენომინირებული დერივატივების ბაზრის სამართლებრივი საფუძვლები და პრაქტიკული მექანიზმები. ასევე, ობლიგაციების ბაზრის ლიკვიდობის ზრდის საკითხები.

თიბისი და AD BLACK SEA - 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

1789465709

AD BLACK SEA-ის უცვლელი პარტნიორი უკვე ათი წელია თიბისია. ფესტივალის მხარდაჭერით, თიბისი წლებია ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ხედვების გასავითარებლად, პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად და ადგილობრივი ინდუსტრიის საერთაშორისო შემოქმედებით საზოგადოებასთან დასაკავშირებლად.AD BLACK SEA 2026 კონკურსში თიბისის კამპანიებმა ჯამში 9 ჯილდო მიიღო:სანტა ემიგრანტია:Advertising Campaigns | PR Campaigns – ვერცხლიFilm | TV & Cinema – ბრინჯაოFilm Craft | Script – ბრინჯაოდაარქვი შენს მიზანს სახელი:Creative Strategy | Audience Insight – ვერცხლიCreative Strategy | Products / Services – ბრინჯაოვინ არის სანტა?Visual Craft | Photography – ვერცხლიDesign & Branding | Posters – ბრინჯაო100 დამალული ჩანაწერი | ინოლა გურგულიაDesign & Branding | Packaging – ბრინჯაოფესტივალის გრან-პრის მფლობელები სააგენტოები Playmakers და Windfor’s Tbilisi გახდნენ. კონკურსის 13 ძირითად კატეგორიაში წარმოდგენილი ნამუშევრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეულმა 30-ზე მეტმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა.თიბისის მხარდაჭერის ნაწილია Young Creative-ის ნომინაციაც, რომელიც უკვე მეოთხედ გაიმართა და ახალგაზრდა ქართველ შემოქმედებს პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ძალების წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. წელს ამ კატეგორიაში გამარჯვება ანასტასია ბეჟიტაძემ კამპანიისთვის „Flags of Victory“ მოიპოვა.ფესტივალის წლევანდელი კონცეფციის მთავარი თემა იყო „ON THE EDGE“ - იქ სადაც ცვლილებები იწყება, გაურკვევლობა კი ახალი იდეებისა და ინოვაციების წყაროდ იქცევა და სწორედ ამ ზღვარზე იბადება ის, რაც გუშინ შეუძლებელი ჩანდა. ფესტივალის მთავარ სცენაზე მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, მათ შორის დევიდ დროგა, სინდი გელოპი, ნატაშა ჯენი, იოჰანა იასკოვსკა  და სხვა პროფესიონალები წარდგნენ.მე-10 საიუბილეო გამოშვებამ AD BLACK SEA-ის ათწლიანი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი შეაჯამა და კიდევ ერთხელ გამოკვეთა თიბისის გრძელვადიანი მხარდაჭერის როლი საქართველოს კრეატიული ეკოსისტემის განვითარებაში. 

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
16 სექტემბრის ანონსი

1789500638

11:00 საათზე - პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) 11:00 საათზე - პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართებაპირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) 11:00 საათზე - ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს თემაზე: „საყოველთაო და სამართლიანი ამნისტია“მისამართი: ჭავჭავაძის 37 მსაკონტაქტო პირი: ლაშა ტყეშელაძე - 557 559 559 11:30 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.მისამართი: ვაჟა ფშაველას 45ა, "ფორმულას" შენობა სართული - 3.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644 11:55 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართებადავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12:00 საათზე - პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.პლენარულ სხდომათა დარბაზი 13:00 საათზე - პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართებაკომიტეტის სათათბირო ოთახი N439(C კორპუსი, IV სართული) 13:10 საათზე - პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართებაკომიტეტის სათათბირო ოთახი N515(C კორპუსი, V სართული) 13:20 საათზე - პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის 2026-2027 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართებაკომიტეტის სათათბირო ოთახი N515(C კორპუსი, V სართული) 14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში სუსის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. 15:00 საათზე - ბოლნისში „გეოგლობალ აკადემია“ პირველ საგანმანათლებლო დაწესებულებას ხსნის, სადაც სწავლას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს.მისამართი: ბოლნისი, დავით აღმაშენებლის 13ა / 17.საკონტაქტო პირი: ლევან მორჩიაშვილი - 551 38 38 00

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1789500412

კუროყურადღება სამუშაოსა და პრაქტიკულ საქმეებზე გადაიტანეთ. დღეს დაწყებულ საქმეს კარგი პერსპექტივა აქვს. საღამოს სასიამოვნო ამბავი ან მოულოდნელი შეხვედრაა მოსალოდნელი.ტყუპებიკომუნიკაციისთვის ხელსაყრელი დღეა. ახალი ნაცნობობა ან საინტერესო შეთავაზება შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ნუ იჩქარებთ დაპირებების გაცემას.კირჩხიბიემოციურად დატვირთული დღე შეიძლება იყოს. ნუ მიიღებთ ყველაფერს ზედმეტად პირადად. ოჯახის წევრის ან ახლობლის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება.ლომითქვენი ინიციატივა ყურადღებას მიიქცევს. კარგი დროა ახალი იდეების გასაჟღერებლად და პროფესიული შესაძლებლობების გამოსაყენებლად. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზიც არ არის გამორიცხული.ქალწულიდეტალებზე კონცენტრირება წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა, საკითხი, რომელიც ბოლო დროს გაწუხებდათ, საბოლოოდ მოგვარდეს. საკუთარ თავს დასვენების დროც დაუთმეთ.სასწორიურთიერთობებში ბალანსის შენარჩუნება მთავარი ამოცანა იქნება. კომპრომისი უკეთეს შედეგს მოგიტანთ, ვიდრე დაპირისპირება. ფინანსურად საინტერესო შესაძლებლობა შეიძლება გამოჩნდეს.მორიელიინტუიციას ენდეთ, განსაკუთრებით ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებში. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ. გეგმები ყველას წინასწარ არ გაუზიაროთ.მშვილდოსანიცვლილებებისა და ახალი გამოცდილების დღეა. მოულოდნელმა შეთავაზებამ შესაძლოა გეგმები შეგიცვალოთ. კარგი პერიოდია სწავლისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისა და ახალი მიზნების დასახვისთვის.თხის რქაპასუხისმგებლობები მოიმატებს, თუმცა თქვენი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება. ფინანსებთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილება შეგიძლიათ მიიღოთ. საღამოს მეტი სიმშვიდე გჭირდებათ.მერწყულიშემოქმედებითი იდეებით სავსე დღეა. არასტანდარტული მიდგომა პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია გულწრფელი საუბარი ან საინტერესო ნაცნობობა.თევზებიდღეს საკუთარ შეგრძნებებს ყურადღებით მოუსმინეთ. ნუ აჰყვებით სხვის ნეგატიურ განწყობას. კარგი დღეა დაუმთავრებელი საქმეების დასასრულებლად და მომდევნო დღეების დასაგეგმად.

EUSA Combat Sports Championships Tirana 2026-ზე ქართველმა სტუდენტმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

1789495682

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, ოქროს მედლები თორნიკე მოსიაშვილმა (73 კგ), ჯუმბერ მელაძემ (81 კგ) და ვლადიმერ ახალკაცმა (90 კგ) მოიპოვეს, ვერცხლის მედლებს თენგიზ ხიდაშელი (73 კგ) და ვაჟა ავაზნელი (90 კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მფლობელი კი დავით ჭიკაძე (+100 კგ) გახდა.ამასთან, გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

1789459049

განახლებული ავტო კომფორტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ჯარიმები პირდაპირ მობაილბანკიდან, საკომისიოს გარეშე გადაიხადოს, მათი სტატუსი და დეტალები მარტივად ნახოს, ხოლო ახალი ჯარიმის დარიცხვისთანავე შეტყობინება მიიღოს. აპლიკაციაში ჯარიმის მიზეზისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ნახვაც მარტივად არის შესაძლებელი.საქმე კიდევ უფრო მარტივდება პარკირების ბალანსის მობაილბანკიდან შევსებითაც - აღარ არის საჭირო სხვადასხვა პლატფორმაზე გადასვლა ან დამატებითი ნაბიჯების გავლა. ავტომობილთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები ერთ სივრცეშია თავმოყრილი, მარტივი ნავიგაციითა და მაქსიმალურად გამარტივებული პროცესებით.ავტო კომფორტი მხოლოდ ყოველდღიური საქმეების გამარტივებას არ გულისხმობს. მომხმარებლებს ავტომობილთან დაკავშირებულ პარტნიორ კომპანიებთან სპეციალური შეთავაზებებით, ფასდაკლებებითა და ქეშბექებით სარგებლობაც შეუძლიათ - მათ შორის საწვავის, დაზღვევისა და ტექ-მომსახურების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ერთი სივრცე მომხმარებელს არა მხოლოდ დროსა და ენერგიას უზოგავს, არამედ დამატებით სარგებელსაც აძლევს.განახლებული ავტო კომფორტი განსაკუთრებით მათთვისაა შექმნილი, ვისაც სურს, ავტომობილთან დაკავშირებული რუტინა ნაკლები ძალისხმევით მართოს - შეტყობინებიდან გადახდამდე, პარკირების ბალანსიდან - სპეციალურ შეთავაზებებამდე და ეს ყველაფერი - მობაილბანკში.ავტო კომფორტით სარგებლობის პირველი 3 თვე უფასოა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფუნქციონალს 31 ოქტომბრამდე გაიაქტიურებენ.თიბისი აგრძელებს მობაილბანკის განვითარებას, რომ გაგიმარტივოს ცხოვრება და ყოველდღიური რუტინული საქმეები კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს. 

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და "საქართველოს ბანკის" ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე - STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ

1789454875

STEM სკოლა უკვე 2000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან 500-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.ციფრულ ეპოქაში STEM მიმართულებით ცოდნა სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება: ელექტრული ინჟინერი, პროგრამისტი, მონაცემთა მეცნიერი, ავტომატიზაციის ინჟინერი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი – ეს მომავლის პროფესიების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია,  რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის სამყაროში ყოველთვის მოთხოვნადი იქნება.STEM სკოლის მიზანია, ახალი თაობა გახდეს ტექნოლოგიების შემქმნელი და არა მხოლოდ მომხმარებელი, რისთვისაც სკოლა მოსწავლეებს აძლევს საბაზისო ცოდნას, მომავალში მათთვის საინტერესო პროფესიების დასაუფლებლად.ვის შეუძლია STEM სკოლაში სწავლა?STEM სკოლა განკუთვნილია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების (კომაროვის გარდა) მე-7-დან მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებიც ქართულ ენას კარგად ფლობენ.როგორი ფორმატით ასწავლიან STEM სკოლაში?STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს. მოსწავლეები კვირაში ერთხელ ესწრებიან გაკვეთილებს, რომლებსაც კომაროვის სკოლის და მოწვეული პედაგოგები ატარებენ. ონლაინ ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რადგან ის გეოგრაფიულ ბარიერს ხსნის და მაღალი ხარისხის განათლებას ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის.მთლიანი კურსი 8-თვიანია, გაკვეთილები კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას, 2 ცვლად ტარდება.STEM სკოლის სასწავლო პროგრამაSTEM სკოლის კურიკულუმი და სასწავლო პროგრამა უნიკალურია – იგი არ არის რომელიმე სასკოლო საგნის ანალოგი.სასწავლო პროცესი ორ მოდულად იყოფა და ორ სემესტრზე ნაწილდება.პირველ მოდულში  მოსწავლეები ეუფლებიან ელექტროინჟინერიის, მიკროკონტროლერებისა და მათი სენსორების მართვის საწყისებს. სწავლის პროცესში ისინი იყენებენ სპეციალურ ონლაინ პლატფორმას Tinkercad, სადაც Arduino მიკროკონტროლერის დაპროგრამებას (C++ ენის გამოყენებით) და სხვადასხვა ელექტრული წრედის აწყობას ვირტუალურ გარემოში სწავლობენ.  ამ მოდულის ფარგლებში მოსწავლეები ასევე იღრმავებენ ცოდნას ფიზიკასა (ელექტრობა) და პროგრამირებაში.მეორე მოდულში მოსწავლეები  პრაქტიკულ სამუშაოზე გადადიან და პროექტებს რეალური ელექტრონული კომპონენტების საშუალებით ასრულებენ. ამ ეტაპზე მათ საშუალება აქვთ, ონლაინ შექმნილი სქემები რეალურად ააგონ და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.სწავლის პროცესში მოსწავლეები მუშაობენ ისეთ პრაქტიკულ პროექტებზე, როგორიცაა, მაგალითად, შუქნიშნის მოდელის აწყობა, მოძრაობის სენსორის ამუშავება, ან სენსორების გამოყენებით ტენიანობის, წნევისა და ქარის სიჩქარის გაზომვა.  ეს პროცესი მათ არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას, არამედ კრეატიულ და კრიტიკულ აზროვნებას უვითარებს.STEM სკოლაში სწავლის საფასური და დაფინანსებასწავლის პროცესში ჩართულობისთვის, მოსწავლეს ესაჭიროება წვდომა ინტერნეტსა და პერსონალურ კომპიუტერზე ან ლეპტოპზე. სკოლა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ყველა საჭირო სახელმძღვანელოსა და საგანმანათლებლო რესურსს.საქართველოს ბანკი, მისაღები ტესტირების შედეგების საფუძველზე, ყოველწლიურად  90 საუკეთესო მოსწავლეს ავლენს, რომლებსაც სწავლას უნაზღაურებს. კერძოდ, 60 სტიპენდიატი  100%-იან, ხოლო 30 – 50%-იან დაფინანსებას იღებს.რეგისტრაცია STEM სკოლაშირეგისტრაცია წელიწადში ორჯერ, გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრების დასაწყისში ცხადდება. STEM სკოლაში მოსახვედრად მოსწავლეებს ჩართული ვიდეოკამერებით,  ონლაინ ტესტირება უტარდებათ, რომელიც ლოგიკური აზროვნების უნარს, ალგორითმულ აზროვნებასა და მათემატიკის ცოდნას ამოწმებს. გაითვალისწინე, რომ რეგისტრაცია 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.დარეგისტრირდი STEM სკოლაში 

"სახელმწიფოებრივი განცხადებებს გამო, რომელიც შემდგომში გახდა მტრისთვის წისქვილზე წყლის დამსხმელი, ადამიანები რომ ისჯებოდნენ, ივანიშვილის რეჟიმის ყველა სპიკერი იქნებოდა პატიმრობაში"

1789415442

მისივე თქმით, პოლიტიკური განცხადება არ არის გიორგი ბარამიძის დაკავების საბაბი."გიორგი ბარამიძე არის საქართველოს პატრიოტი. სახელმწიფოებრივი განცხადებებს გამო, რომელიც შემდგომში გახდა მტრისთვის წისქვილზე წყლის დამსხმელი, ადამიანები რომ ისჯებოდნენ საქართველოში, პირველ რიგში, ივანიშვილის რეჟიმის ყველა სპიკერი იქნებოდა პატიმრობაში, გამომდინარე იქიდან, რომ იგივე საოკუპაციო რეჟიმები, კრემლი იყენებს ხოლმე ძალიან ხშირად კობახიძის, პაპუაშვილის და სხვების განცხადებებს, რომ საქართველომ ომი დაიწყო და სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა. ამიტომაც გასაგებია, რომ ეს მოტივაცია მათ არ აქვს, უბრალოდ მოახდინეს 1 წლის წინანდელი რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების კოპირება და ამ მიზნით არის დაჭერილი ბატონი გიორგი ბარამიძე, ამიტომაც ყველას კარგად გვესმის, რომ არანაირი სამართლებრივი ელემენტი არ ფიგურირებს.პოლიტიკური განცხადება არ არის ბარამიძის დაკავების საბაბი, არამედ ამის საბაბია ამ პოლიტიკური განცხადების ინტერპრეტაცია. მან მკაფიოდ განმარტა, რომ ის შინაარსი მას არ უგულისხმია. ამის მიუხედავად დააკავეს, რატომ? იმიტომ, რომ ბარამიძის დაკავების ბრძანება რუსულმა იმპერიამ გასცა 1 წლის წინ. ფაქტობრივად, მას პატიმრობა მიესაჯა რუსეთის მიერ, როგორც ყველაფერში, აქაც მოახდინეს დაკოპირება პუტინის ინსტრუქციის და რუსეთის მსგავსად შეუფარდეს პატიმრობა უკვე საქართველოში", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.