უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ვახტანგ ბარაბაძე დღეს გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს.

ის  4 აპრილს,  ბახმუტთან, ოკუპანტების საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა, თუმცა ფრონტის ხაზზე არსებული მძიმე ვითარების გამო ცხედრის გამოსვენება 24 მაისამდე ვერ მოხერხდა.

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიას 42 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.