წალკაში ტექნიკური მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით არის დაწყებული, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თავდაპირველად ინფორმაცია გამოცემა Tok TV-მ გაავრცელა.