უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს ვირტუალურად დაესწროს G7-ის მომავალ სამიტს იაპონიაში.

ზელენსკის თქმით, ის იაპონიის პრემიერ-მინისტრის ფუმიო კიშიდას მიწვევის შემდეგ მაისის სამიტში მონაწილეობას მიიღებს.

ეს იქნება მეორე შემთხვევა, როდესაც ზელენსკი ვირტუალურად გაესაუბრება G7-ის დელეგატებს. უკრაინის პრეზიდენტი დიდი შვიდეულის სამიტს პირველად 2022 წლის ივნისში ჩაერთო.