ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ ვერ ხედავს რუსეთის განზრახვას გამოიყენოს ბირთვული იარაღი მას შემდეგ, რაც დაიწყო შესაბამისი საბრძოლო მასალის ბელარუსში გადატანა, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ გააგრძელებს რუსეთის და ბელარუსის ამ ნაბიჯის მონიტორინგს.

"ჩვენ ჯერ არ გვინახავს რაიმე მიზეზი, რომ შევცვალოთ ჩვენი ბირთვული ძალების მდებარეობა, როგორც ადრე ვთქვით, ისევე როგორც არანაირი ნიშნები იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ბელარუსის ტერიტორიიდან“, - განაცხადა ჟან-პიერმა.

მისივე თქმით, მინსკისა და მოსკოვის ასეთი ქმედებები არის "უპასუხისმგებლო და პროვოკაციული გადაწყვეტილებების მიღების კიდევ ერთი მაგალითი“.

ალექსანდრე ლუკაშენკომ 25 მაისს განაცხადა, რომ რუსული ატომური იარაღის ბელარუსში გადატანა დაიწყო.