ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპანტების საჰაერო თავდაცვამ, სავარაუდოდ, ჩამოაგდო საკუთარი თვითმფრინავი СУ-35 ტოკმაკის (ზაპოროჟიეს რეგიონი) მახლობლად.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ საკუთარი ავიაციის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მოდელი სავარაუდოდ, 28 სექტემბერს გაანადგურა. მათი თქმით, ეს იქნება СУ-35-ის მეხუთე დანაკარგი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

"მთლიანობაში, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა თავისი აეროფლოტის სულ მცირე 90 თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლებში", - მიიჩნევს ბრიტანეთის დაზვერვა.

29 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებს სამიზნე აერია და ზაპოროჟიეს ოლქში რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკის მიდამოებში რუსული გამანადგურებელი Су-35 ჩამოაგდო.

СУ-35-ის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარია.