კონფლიქტები
სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა

1695759844

ქართულ შენაერთებს აფხაზებთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის და არაოფიციალურად გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთები ებრძოდნენ.სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა.ამ დღეს სეპარატისტებმა ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. საქართველოს კი, შეთანხმების თანახმად, ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი ჰყავდა. მასობრივ შემოტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს. ქალაქი საბოლოოდ დაეცა.სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს, ალექსანდრე ბერულავა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს – ოჩამჩირე, 30 სექტემბერს კი გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 300 ათასი ადამიანი კი დევნილი გახდა.

რუსეთმა საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა

1695670603

როგორც "ეხო კავკაზა" წერს, როგორც მანამდე გახდა ცნობილი, რუსეთის მთავრობის მიერ 21 სექტემბერს მიღებული დადგენილება „რუსეთის ფედერაციიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის დროებითი აკრძალვის შესახებ“ „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ექსპორტირებულ საქონელს“ არ ეხებოდა. თუმცა, დოკუმენტში 23 სექტემბერს ცვლილებები შევიდა და „კ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.რუსეთის ამ გადაწყვეტილებაზე დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

"ბიჭვინთაში X-XI საუკუნეების ქართული ტაძარი რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებეს, თეატრის სკამები დაამონტაჟეს და ლოცვის ნაცვლად მუსიკა ისმის"

1695641185

"კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ შეშფოთებას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ განადგურების ფართომასშტაბიანი პროცესის გამო."მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) აქტივისტებმა, გალის და ოჩამჩირის რაიონების შემდეგ, სექტემბერში, მოახერხეს სოხუმში, გულრიფშში, გუდაუთასა და ბიჭვინთაში ძეგლების მდგომარეობის გაცნობა, ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება. ადგილზე სიტუაციის შესწავლამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარეობს ქართული კვალის წაშლის ორგანიზებული პროცესი, რაც უნიკალური მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება-განადგურებასა და ისტორიული ფაქტების დამახინჯებაში გამოიხატება.განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია საერო, მათ შორის, საინჟინრო და საფორტიფიკაციო ძეგლები. მაგალითად, ბესლეთის (ბაგრატის) ციხე - V-XIV საუკუნეში ცხუმის ერისთავთა რეზიდენცია და იქვე, მდინარე ბესლეთზე, მდებარე ე.წ. თამარის ხიდი რომლებსაც ჯაგნარი „ჭამს“. მეტიც, ხიდის მძიმე მდგომარეობის გამო, აღარ იკითხება ქართული ასომთავრული წარწერა - “ქრისტე მეუფეო, ადიდე ორთავე მიწასა შინა სუფევით უძლეველი მეფეთ-მეფე ბაგრატი.“ნგრევის პროცესშია შარვაშიძეების სასახლე სოფელ ლიხნში (გულრიფშის რაიონი), რომლის შემორჩენილ კედლებს, ბუნებრივ პროცესებთან ერთად, ქვებში ამოსული ხე-მცენარეებიც ანადგურებენ. საუკუნეების მანძილზე შარვაშიძეების სასახლის სახელით ცნობილი ძეგლი დღეს "ჩაჩბას რეზიდენციად" იწოდება (რასაც გალავანზე გაკრული დაფაც მოწმობს).განსაკუთრებით შემაშფოთებელია X-XI საუკუნეების ბიჭვინთის უნიკალური ტაძრის მდგომარეობა, რომელშიც ამჟამად საკონცერტო დარბაზია მოწყობილი (?!), რის შედეგადაც, ბგერითი ტალღების არასათანადო რეგულაცია ჯერ კიდევ შემორჩენილი კედლის მხატვრობის და მოზაიკის ფრაგმენტებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.ქართული კვალის წაშლის პროცესი მიმდინარეობს სოხუმის ე.წ. ეროვნულ მუზეუმშიც, სადაც ქართველ მეფეთა ფრესკების ასლები შესაბამისი ინფორმაციის გარეშეა წარმოდგენილი, ასევე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის სხვა არტეფაქტებსაც არ ახლავს სათანადო აღწერილობა."მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის,“ ჯერ კიდევ 3 მაისს, საგანგებო წერილით მიმართა ლურჯი ფარის საერთაშორისო წარმომადგენლობას და ICOMOS-ს, რა დროსაც, მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მოუწოდა მათ, ემოქმედათ ომის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ჰააგის 1954 წლის კონვენციის შესაბამისად და მეტი ყურადღება და აქტიურობა გამოეჩინათ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად."მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს ხელისუფლებას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ასევე, აკადემიურ წრეებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები და ჯერ კიდევ არსებული კავშირები მეორე მხარესთან, აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის დაუყოვნებლივ შესაჩერებლად", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

სუსი - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოძისის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

1694772632

"ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - აღნიშნულია სუსის განცხადებაში.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 1 ნოემბერს გაიმართება

1694537011

სუსის ინფორმაციით, შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი  ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები."შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებები და იმსჯელეს მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე. ამასთან, იმსჯელეს ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებული პრაქტიკისა და აღნიშნულის მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო.ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2023 წლის 1 ნოემბერს ჩაინიშნა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინალ არძინბას სავარაუდო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება"

1693923853

"აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას სავარაუდო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.

რუსული მედიის ცნობით, ინალ არძინბა თანამდებობას ტოვებს

1693902114

მისივე ცნობით, არძინბამ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება 4 სექტემბერს შეიტანა. ე.წ. პრეზიდენტ ბჟანიას განცხადებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია.აფხაზური ინტერნეტგამოცემები წერენ, რომ არძინბამ უკვე აცნობა "საგარეო საქმეთა სამინისტროს" თანამშრომლებს თანამდებობის დატოვების და რუსეთში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების შესახებ.არძინბა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა.ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, 4 სექტემბერს თანამდებობა დატოვა ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯანსუღ ნანბამ. ბჟანიას ხელი ჯერ არც მის განცხადებაზე მოუწერია.ნანბა ამ "თანამდებობაზე" 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის დე ფაქტო ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

კრამონი - სამწუხაროა, რომ ეს ქვეყნის მთავრობის პასიური ქმედებების შედეგებია

1693745713

ისინი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ."პირველად არ ვარ საოკუპაციო ხაზთან, აქ უკრაინაში ომის დაწყებამდეც ნამყოფი ვარ და სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებებმა ნულოვან შედეგს მიაღწია. სამწუხაროა, რომ ყველა ჩამოსვლაზე ვრწმუნდები, რომ ამ მოლაპარაკებების გზით სასურველ შედეგებს ვერ ვიღებთ და ოკუპაცია გრძელდება. სამწუხაროა, რომ ეს ქვეყნის მთავრობის პასიური ქმედებების შედეგებია. სამწუხაროა ისიც, რომ თავის დროზე რუსეთს მკაცრი სანქციები არ დაეკისრა. ახლა უკრაინის მაგალითზე სიტუაცია შეიცვალა და რუსეთს საკმაოდ მკაცრი სანქციები დაეკისრა. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საოკუპაციო ხაზთან.  

"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ"

1693296917

"საკითხი იოლი არ არის, რადგან დასავლეთი ქვეყნებს საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს, თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან აღიარება იქნება.სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ვითარდება, არავის ემუქრება და სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოების წევრი გახდეს. ეს ადვილი არ არის, მაგრამ მიღწევადია“, - განაცხადა კარასინმა.

"ლომისის ტაძრის შესასვლელი კარი აჭედეს, ამ ღორისშვილებთან ათბობთ ურთიერთობებს?"

1693221875

"დღეს, პატრულირებისას აღმოვაჩინეთ, რომ ღორმა ოკუპანტებმა, გორის რაიონის სოფელ კირბალის წმინდა ლომისის ტაძრის შესასვლელი კარი აჭედეს.მართალია, ეს ტაძარი ოკუპირებულია, მაგრამ იცვლება ამით რამე? აი, ამ ღორებს უწოდებთ ერთმორწმუნეებს?ამათთან გაქვთ საერთო ქრისტიანული ღირებულებები?აი, ამ ღორისშვილებთან ათბობთ ურთიერთობებს???" - წერს ქაცარავა.