ჰოროსკოპი
24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1708717168

კუროდაკავდით ოჯახის საკითხების მოგვარებით. ნურაფერს შეეჭიდებით ახალს. მეტი მოთმინება და წინდახედულობა გამოიჩინეთ.ტყუპებისაოჯახო საკითხების გადაწყვეტის გამო, გჭირდებათ მეტი თვითკონტროლის და მოთმინების გამოჩენა. ფინანსებთან დაკავშირებით, დაიცავით ზომიერება.კირჩხიბინებისმიერ სიტუაციაში, მთავარია, ფლობდეთ საკუთარ თავს. რჩევებისთვის და მხარდაჭერისთვის, სჯობს, მეგობრებს მიმართოთ.ლომიდღეს, ძირითადად, საქმეზე ხართ ორიენტირებული , თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება სჯობს, კარგად აწონ-დაწონოთ და დასკვნის დადებამდე იყოთ რაციონალური.ქალწულიმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სამომავლოდ გადადეთ. განსაკუთრებით, თავი შეიკავეთ ფინანსური საკითხების წარმოებისგან.სასწორითვალი გადაავლეთ განვლილ გზას, ძველი სიტუაციებიდან და შეცდომებიდან შესაძლოა, ახლებური ხედვით საინტერესო დასკვნები გააკეთოთ. გამოიჩინეთ კეთილგონიერება და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.მორიელიდროა, მიუბრუნდეთ ძველ საქმეებსა და პროექტებს, მეტად დაეყრდენით სანდო გარემოცვას და საკუთარ გამოცდილებას.მშვილდოსანიდღეს, დაგეგმილი ნებისმიერი ნაბიჯი, დიდი ალბათობით, წარმატებული იქნება. მეტი ყურადღება დაუთმეთ ახლობლებს. ნუ იქნებით დაუდევრები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.თხის რქაგამოიყენეთ თქვენი ენერგია მიზანმიმართულად, თუმცა არც დასვენება დაივიწყოთ. კარგად განსაზღვრეთ ყოველი ნაბიჯი. ახლა შეგიძლიათ, ჩანაფიქრების რეალიზებაზე აქტიურად იფიქროთ.მერწყულიიდეების რეალიზაცია მარტივი არაა. პირველ რიგში, თქვენი თვითშეფასება დაგეხმარებათ დაბრკოლებების გადალახვაში.თევზებიდაფიქრდით იმაზე, რა უნდა მოხდეს, თქვენი ცხოვრებით კმაყოფილი რომ იყოთ, რა არის თქვენი ჭეშმარიტი მისწრაფება. მთავარია, სწორად განსაზღვროთ, რა გინდათ და შემდეგ ეტაპობრივად მიჰყვეთ გეგმების შესრულებას. ყველაფრის ერთბაშად გაკეთების მცდელობა სწორი არ იქნება.

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1708631048

კურომეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. ახალი საქმეების წამოწყებისთვის დღე რეკომენდებული არ არის.ტყუპებიეცადეთ, ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმეები. დღის მეორე ნახევარში, მოდუნდით და დაკმაყოფილდით მიღწეული შედეგებით.კირჩხიბიიყავით ზომიერი ნებისმიერ ურთიერთობაში. გულახდილი საუბრები მეტად დაათბობს ურთიერთობებს ახლობლებთან.ლომიემოციური დღეა, დაიცავით ზომიერება როგორც სახლში, ასევე, სამსახურში, დღის ბოლოს, თავს ხალისიანად და ენერგიულად იგრძნობთ.ქალწულინუ გადაიტვირთებით, მიჰყევით დინებას, შესაძლოა, სწორედ დღეს მიიღოთ ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდით.სასწორიშესაძლოა, დაგჭირდეთ გარკვეული გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, რაც თქვენში გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევს, თუმცა, ეს გადაწყვეტილება სასიკეთოდ აისახება თქვენს საქმიანობაზე.მორიელიდღეს, მეტად იზრუნეთ თქვენს ახლობლებსა და ირგვლივ მყოფებზე. მათ თქვენი ყურადღება სჭირდებათ.მშვილდოსანიწარმატების შანსები იზრდება, თქვენი იდეები პერსპექტიულია და კარგ შემოსავლებს გპირდებათ.თხის რქანებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, დაეყრდენით საკუთარ თავსა და გამოცდილებას.მერწყულითქვენს ნიჭზე ბევრი რამაა დამოკიდებული. გამოიყენეთ თქვენი ორგანიზატორული უნარები და ქარიზმა.თევზებიგაგახალისებთ დიდი ხნის უნახავი ადამიანის სტუმრობა. შესაძლოა, დღეს რაღაც ფორმით, თქვენს ცხოვრებაში წარსული დაბრუნდეს.

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1708544677

კუროდღეს რომანტიულ ტალღაზე ხართ, ფანტაზიები და ოცნება კარგია მხოლოდ შემოქმედებით საქმიანობაში, სხვაგვარად, ეს იმედგაცრუებას მოგიტანთ.ტყუპებიდღეს, მატულობს თქვენი ავტორიტეტი, როგორც სამსახურში, ასევე გარემოცვაში ზოგადად, კარგი იქნება, ცოტა მეტ დროს საკუთარ ჯანმრთელობას თუ დაუთმობთ.კირჩხიბიშესაძლოა, დღეს ბავშვებთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა წამოიჭრას, გონიერებითა და გულახდილობით მშვიდობიანად გადაჭრით ნებისმიერ საკითხს.ლომიეცადეთ, დღეს მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში, იყავით ფრთხილი და წინდახედული.ქალწულიმეტი დრო დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, აიმაღლეთ ენერგოტონუსი და ნუ გამოიფიტებით სამსახურებრივი თუ სახლის რუტინით.სასწორიდღეს, შესაძლოა, ოჯახში გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი, იყავით ზომიერი და წინდახედული.მორიელიდღევანდელი დღე უამრავი საქმეებითაა დახუნძლული, თქვენ გჭირდებათ გონების მობილიზაცია. ფინანსებთან დაკავშირებით, მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები.მშვილდოსანიმოუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ გადაიტვირთებით, ეცადეთ, დაისვენოთ და მეტი დრო გაატაროთ ოჯახის წევრებთან ერთად.თხის რქადღე სასურველია, ფინანსური ოპერაციების წარმოებისთვის, აკეთეთ ის საქმე, რასაც თქვენთვის სიხარული და კმაყოფილება მოაქვს.მერწყულიდღეს, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები მეტ ყურადღებას გაქცევენ, მატულობს თქვენი შარმი.თევზებიშესაძლოა, გარკვეულმა შიშებმა იჩინოს თავი, სასურველია, დღე დაუთმოთ სულიერ პრაქტიკებს. საღამო, უმჯობესია, მეგობრების წრეში გაატაროთ.

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1708458310

კუროყოველგვარ გაუგებრობებს იოლად მოაგვარებთ, როგორც სამსახურში, ასევე ახლობლებთან, გულწრფელი, გულახდილი საუბრით არა მარტო ტვირთს მოიცილებთ მხრებიდან, არამედ სწორადაც გაგიგებენ, ეს კი კარგად აისახება თქვენს ურთიერთობებზე.ტყუპებიდღეს, სასურველია შეამციროთ კომუნიკაციები. ნუ გასცემთ თქვენს გეგმებს, სხვებისგან რაიმე ინფორმაციის გაგებასაც ნაკლებად ელოდეთ. იმოქმედეთ რაციონალურად და დაკვირვებულად. დასვენებაც არ დაგავიწყდეთ.კირჩხიბიპირად საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა, არჩევანის წინაშე დადგეთ. როგორც არ უნდა ეცადოთ, ნეიტრალურ პოზიციას ვერ დაიკავებთ, ამიტომ, კარგად დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ.ლომიმთელი დრო, სჯობს, გარემო სივრცის მოწესრიგებას მიუძღვნათ. დასვენება და განტვირთვა ახლა ძალიან გჭირდებათ.ქალწულიწარმატებული და შედეგიანი იქნება თქვენი გადადგმული ნაბიჯები, სტატუსის განმტკიცების მიზნით. პრაქტიკულად, ნებისმიერი ამბიციური ჩანაფიქრი შეგიძლიათ გამარჯვებით დააგვირგვინოთ.სასწორინუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, დაკავდით ადამიანებთან ურთიერთობების დალაგებით და, ზოგადად, სირთულეების გადაწყვეტით. ასე, სამომავლოდ, ბევრი რამ უფრო მარტივად წარიმართება.მორიელიყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, ახლა საჭიროა, მოახდინოთ ორიენტირება ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი და იპოვოთ საუკეთესო გზა პრობლემების მოსაგვარებლად.მშვილდოსანიმოაწესრიგეთ ანგარიშები და ფინანსური საკითხები, თქვენი სიფრთხილე, ერთი მხრივ, აგაცილებთ უსარგებლო ხარჯებსა და დანაკარგებს, მეორეს მხრივ, არ უნდა გამოგეპაროთ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია, ამიტომ, იყავით ყურადღებით.თხის რქადღეს, შესაძლოა დაუგეგმავი საქმეები გამოჩნდეს, რომელსაც ბრწყინვალედ გაართმევთ თავს, თუმცა, დღის ბოლოს დასვენება აუცილებელია ენერგიის აღსადგენად,მერწყულიდღეს, არაფერი გამოგეპარებათ, შეამჩნევთ მნიშვნელოვან დეტალებს. ეცადეთ სიტუაციის სწორი ანალიზი გააკეთო და სამართლიანად იმოქმედეთ. საღამოს აუცილებლად განიტვირთეთ.თევზებიმოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, ახალ წამოწყებებს, ხელშეკრულებების დადებას, დიდ ფინანსურ ხარჯებს. სერიოზული საკითხების გადაწყვეტა სამომავლოდ გადაიტანეთ, რათა თავიდან აიცილოთ გართულებები.

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1708371798

კუროდღეს, შედეგიანი იქნება მოლაპარაკებები. ადვილად მოიპოვებთ ყველას მხარდაჭერას. მოიგებთ პარტნიორთა გულებს და აიმაღლებთ ავტორიტეტს.ტყუპებიარ შეუშინდეთ წინააღმდეგობებს და ხელი არ ჩაიქნიოთ თქვენს ჩანაფიქრზე, მიუხედავად კონკურენტების გამძაფრებული აქტიურობისა, განაგრძეთ თქვენი გზა, გჯეროდეთ, გამარჯვება აუცილებლად მოვა.კირჩხიბისიზამრაცე ხელს შეგიშლით დაგეგმილი საქმეების ნორმალურად შესრულებაში. ბიძგის გარეშე, გაგიჭირდებათ მობილიზება და დავალებების შესრულება, მაგრამ თუ რაიმე საინტერესო იპოვეთ, სწრაფად მოახერხებთ მწყობრში ჩადგომას.ლომითქვენი აქტიურობა და ენერგია დღეს არ არის სათანადო დონეზე, შესაძლოა, პასიურობით რაიმე მნიშვნელოვანი გამოგეპაროთ, მაგრამ თუ საქმეს გულს დაუდებთ და თავს ხელში აიყვანთ, საინტერესო შედეგებს მიიღებთ.ქალწულითავი დაანებეთ ღრუბლებში ფრენას და მიწაზე დაეშვით, თვალი მიადევნეთ ცვალებად ვითარებას და გარშემომყოფთა რეაქციებს, თუ არ კონცენტრირდებით საქმეზე, შეცდომებს დაუშვებთ და ძალიან ინანებთ ხელიდან გაშვებულ შანსებს.სასწორიდაბნეულობამ, ან ყურადღების მოდუნებამ, შესაძლოა, დღის ჩვეულ რიტმს მოგწყვიტოთ, ამიტომ, გააკონტროლეთ ყველა შესრულებული დავალება, რათა დროულად შეამჩნიოთ შეცდომები და მიიღოთ ზომები მათ გამოსასწორებლად.მორიელითამამად დანიშნეთ მოლაპარაკებები და შეხვედრები. დღეს კარგად მოაგვარებთ რთულ საკითხებს და მონახავთ კომპრომისის გზებს. შეგიძლიათ, გაიუმჯობესოთ ურთიერთობები ახლობლებთან და მეგობრებთან.მშვილდოსანინუ დარჩებით მხოლოდ საკუთარი ძალებისა და გამოცდილების იმედად, სასურველია, საჭირო დროს მიმართოთ უფრო გამოცდილ პროფესიონალებს, მათი გამოცდილების გათვალისწინებით და კავშირებით, თავიდან აიცილებთ სერიოზულ შეცდომებს.თხის რქალიდერული თვისებების გამოვლენით და შეუპოვარი მოქმედებით გაააქტიურებთ არაკეთილმოსურნეებს. თუ გონივრულად მოიქცევით, შანსი გექნებათ, თავიდან აიცილოთ მოშურნეების და კონკურენტების დაპირისპირება.მერწყულიშესაძლოა, თქვენს გარშემო ხდებოდეს ისეთი რამ, რაც თქვენ არ იცით, ან ყველაფერი არ იცოდეთ მიღებულ დავალებაზე. ნუ აჰყვებით ემოციებს, ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე და ისე იმოქმედეთ.თევზებიშესაძლოა, ფიქრების ტყვეობაში აღმოჩნდეთ, თავი იჩინოს აზრთა დაპირისპირებამ. იყავით მოზომილი და მშვიდობიანად გაარკვიეთ წარმოქმნილი უთანხმოებები.

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1708285311

კურორაც უნდა მოხდეს, არ ჩაერიოთ კონფლიქტებსა და კამათში. შეეცადეთ, გაანეიტრალოთ დაძაბული ატმოსფერო და აკონტროლეთ მოვლენები, რათა თავი დაიცვათ ემოციური გადაღლილობისგან.ტყუპებიიყავით ყურადღებით და არავითარ შემთხვევაში არ დათმოთ პოზიციები. იყავით მზად, რათა დროული რეაგირება მოახდინოთ კონკურენტების შეტევაზე და თუ საჭირო გახდება, ბრჭყალებიც გამოაჩინეთ.კირჩხიბიდღევანდელ თქვენს განწყობას არანაირი საქმიანობა არ შეესაბამება, ძალისხმევის შედეგადაც შესაძლოა, ვერ მიიღოთ სასურველი შედეგი. ამიტომ, სჯობს, ეს დღე დასვენებასა და ძალების აღდგენას დაუთმოთ.ლომიპროდუქტიული დღეა, იმოქმედეთ გონივრულად და მშვიდად, დროის სწორი დაგეგმვით, მნიშვნელოვანი, პირველხარისხოვანი საქმეების წინ წამოწევით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მოაგვარებთ ყველაფერს.ქალწულიყველანაირად ეცდებით და მოახერხებთ კიდეც თავი დაიძვრინოთ სერიოზული საქმეებიდან და დაარწმუნოთ სხვებიც, რომ საქმეების გადადება უფრო სასიკეთოა. ახლა სჯობს, დაისვენოთ, სამომავლოდ უფრო სარგებლიანად იმოქმედებთ.სასწორივითარებიდან გამომდინარე, საჭირო გახდება, პირადი ინტერესების წინ წამოწევა. წარმატებას რომ მიაღწიოთ, საჭიროა იმოქმედოთ დიპლომატიურად და დელიკატურად. ახლა ინტრიგების დრო არ არის.მორიელითვალი გაუსწორეთ რეალობას და ნუ იჩქარებთ თქვენი გრანდიოზული გეგმების სწრაფად რეალიზებას. ახალი იდეები სჯობს, ნელ-ნელა, თანდათანობით განახორციელოთ.მშვილდოსანიშესაძლოა, მოულოდნელად წარმოქმნილმა საყოფაცხოვრებო პრობლემებმა ახალი თავსატეხი გაგიჩინოთ. მაგრამ თქვენი უნარები დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ყოველივეს და წარმატებით დაასრულოთ ყველა საქმე.თხის რქადანაკარგების ალბათობაა, შესაძლოა, გაქრეს დოკუმენტები, ან რაიმე ნივთი, თუმცა, ასევე, შესაძლოა, დაკარგოთ ავტორიტეტი, ან რაიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შანსი. ამიტომ, იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული.მერწყულიმოულოდნელობების ალბათობაა, ელოდეთ სიურპრიზებს ყველგან, იქნება ეს ადამიანებთან შეხვედრა, ურთიერთობები, საკითხები, რომელიც უნდა გადაჭრათ, თუ არასასიამოვნო სიტუაცია, რომელთან შეჯახებაც მოგიწევთ. გახსოვდეთ, ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებას გამოაცოცხლებს.თევზებიმოთმინება და თავდაჭერილობა დღეს ძალიან საჭიროა თქვენთვის. აკონტროლეთ ყველა ის საკითხი, რომელზეც პირადად თქვენ ხართ პასუხისმგებელი. ნუ შეეცდებით სხვებისთვის საკუთარი აზრის მოხვევას.

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1708199463

კუროპირად ცხოვრებაში წარმატება გელით,მაგრამ ნუ იქნებით ზედმეტად გულახდილი სხვებთან, ერიდეთ ჭორებს.ტყუპებიყველა გაუგებრობა და უსიამოვნება უკან დარჩა, შეგიძლიათ გაიხაროთ და დატკბეთ ცხოვრებით.კირჩხიბიმოულოდნელი შეხვედრა სასიამოვნო მოგონებებისა და გულღია საუბრების ტალღაზე დაგაყენებთ და ძალიან დიდი პოზიტივით დაიმუხტებით.ლომისაქმეები დიდ დროს წაგართმევენ და პირადი ცხოვრებისთვის ვეღარ მოიცლით. ნუ მისცემთ საყვარელ ადამიანს ეჭვისა და გაურკვევლობის საბაბს.ქალწულიპირად ამბებში, მღელვარება გელოდებათ, გაუგებრობის შემთხვევაში, დახმარება მეგობარს სთხოვეთ.სასწორიწვრილმანების გამო, ნუ აუხირდებით პარტნიორს, არაა გამორიცხული, ბობოქარი გრძნობების ამოფრქვევა.მორიელიგაუბედაობამ შესაძლოა, სიტუაცია არასწორად დაგანახვოთ, შეეცადეთ, სწორი გზა აირჩიოთ და ცხოვრება სასიამოვნო სიურპრიზით დაგაჯილდოებთ.მშვილდოსანისაინტერესო ნაცნობობა და შეხვედრებია ახლა აქტუალური, სიახლეები ახალი ემოციებით დაგმუხტავთ.თხის რქასაყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო მოულოდნელობას ელოდეთ. გააკეთეთ რაიმე განსაკუთრებული თქვენც მისთვის.მერწყულიეცადეთ, თქვენი ფილოსოფიური საუბრებით არ გაირთულოთ დამოკიდებულება ირგვლივ მყოფ ადამიანებთან.თევზებიპირად ურთიერთობაში სიხარული და წარმატებაა მოსალოდნელი, ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ქედმაღლობა კარგს არაფერს მოგიტანთ.

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1708111781

კურომოსალოდნელია საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ. კარგად გააანალიზეთ, რა პერსპექტივა ექნება, თუ დადებით პასუხს გასცემთ. გახსოვდეთ, ახლა სტაბილურობა აუცილებელია.ტყუპებისასიამოვნო საჩუქარი და სასიამოვნო სიახლე გელოდებათ პირად ურთიერთობაში. გახსოვდეთ, ხანდახან დასვენება აუცილებელია.კირჩხიბიმებრძოლი სული და შეუპოვრობა ნებისმიერ სიტუაციაში გამარჯვებას მოგიტანთ. საღამოს აუცილებლად განიტვირთეთ.ლომიურთიერთობებში მოულოდნელ, პოზიტიურ შემობრუნებას ელოდეთ. კარგი დროა შენაძენის გასაკეთებლად.ქალწულიარ ღირს ყოველდღიურ წვრილმანებზე შფოთი და აყალმაყალი, დამშვიდდით და გამოიძინეთ.სასწორინუ დაგეგმავთ რომანტიულ შეხვედრას. მიხედეთ საოჯახო საქმეებს, ან განიტვირთეთ მეგობრების წრეში.მორიელიმშვიდი დღეა და კარგი იქნება, თუ მეტ დროს დაუთმობთ საკუთარ თავს. ახლა ენერგიის აღდგენა ძალიან გჭირდებათ.მშვილდოსანიმაქსიმალური შედეგისა და მოგების მისაღებად, მეტი მოქნილობა და სითამამე გჭირდებათ. აუცილებლად განიტვირთეთ.თხის რქათავს ნუ მოიტყუებთ, ნუ ეცდებით, შელამაზებულად წარმოაჩინოთ სინამდვილე, იყავით მეტად ლმობიერი სხვების მიმართ.მერწყულიდღეს მოსალოდნელია არჩევანის წინაშე დადგეთ და რადიკალური გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.თევზებიზომიერება და ისევ ზომიერება საქმეებში. ყური მიუგდეთ საკუთარ თავს და დაზოგეთ ძალები.

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1708026089

კურონუ გარისკავთ, შესაძლოა, ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომელსაც იოლად ვეღარ გამოასწორებთ. მოთოკეთ ემოციები.ტყუპებიარის ალბათობა, მოწვევა მიიღოთ უცხოეთიდან. სამსახურში მეტი ყურადღება დაუთმეთ საბუთებს.კირჩხიბიკარგი დღეა, სიახლეების და წინსვლის დიდი ალბათობაა, მობილიზდით, რათა შანსი ხელიდან არ გაუშვათ.ლომიიღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ, დიდი ალბათობით, ყველაფერი რასაც დაგეგმავთ, კარგ შედეგს მოგიტანთ.ქალწულიმოთოკეთ ემოციები, სხვების საქმეებს თავშეუკავებლად ნუ განიხილავთ. ახლა დროა, საკუთარ საქმეებს მიხედოთ.სასწორითქვენი შრომითა და ძალისხმევით, შთამბეჭდავ შედეგებს მიიღებთ და შექებასაც დაიმსახურებთ.მორიელისამსახურში საინტერესო მოვლენებს ელოდეთ, ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.მშვილდოსანიარის ალბათობა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, იზრდება ინტერესი თქვენს მიმართ.თხის რქაძველი საქმეები თავს შეგახსენებენ, სჯობს, მათი ახლა დასრულება.მერწყულითქვენში დამალული შესაძლებლობები, ან უნარები გაიღვიძებს. მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას.თევზებიშეგიძლიათ, მოიძიოთ დამატებითი ფინანსური შემოსავლების წყაროები. აკონტროლეთ ემოციები.

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1707939480

კუროეცადეთ, კონცენტრაცია ერთ კონკრეტულ საკითხზე მიმართოთ. დღეს, სჯობს, ბოლომდე შეინარჩუნოთ თქვენი პრინციპები. იფიქრეთ თქვენი ბიზნესის განვითარებაზე.ტყუპებირთული, მაგრამ პროდუქტიული დღეა. ნებისმიერი საქმის განხორციელებამდე, სწორად განსაზღვრეთ საჭირო დრო და რესურსი და დაუყოვნებლივ გადადით მოქმედებაზე, ნუ დაკარგავთ ბევრ დროს დეტალებზე.კირჩხიბიმიენდეთ ინტუიციას და შეგრძნებებს, გარშემომყოფების მიმართ მეტად ლმობიერი და კეთილგანწყობილი იყავით. აკონტროლეთ სიტყვები და ემოციები, რათა არ გაართულოთ ურთიერთობა თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან.ლომიგარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ნუ დაღონდებით ყველაფერი, შესაძლოა, იმაზე კარგად განვითარდეს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.ქალწულიმიიღეთ სიამოვნება ყველაფრისგან, რასაც აკეთებთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ, ბედნიერება დეტალებშია. საქმიანობაში მეტად დაკვირვებული იყავით, შეინარჩუნეთ ზომიერება და ემოციური ბალანსი.სასწორიმშვენიერი დღეა, კარგი შესაძლებლობა გექნებათ, საკუთარი პოტენციალისა და უნარების გამოსავლენად. შეგიძლიათ გარისკოთ კიდეც. რაც შეეხება პირად საკითხებს, სჯობს, ურთიერთობა საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე გაარკვიოთ.მორიელიეცადეთ, მეტი ყურადღება და სითბო გამოიჩინოთ საყვარელი ადამიანებისადმი. საქმიანი სფერო კი მშვენივრად წარიმართება.მშვილდოსანიშესაძლოა, შფოთი დაგეუფლოთ, თუმცა, არ მისცეთ ნეგატიურ განწყობას თქვენი მართვის საშუალებას. პროფესიულ საკითხებში სირთულეების შემთხვევაში, სჯობს, გამოცდილ ადამიანებს მიმართოთ.თხის რქანუ შეუშინდებით წინაღობებს, ყველაფერი, საბოლოოდ, თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება. ოპტიმისტური განწყობითა და ინიციატივის საკუთარ თავზე აღებით, ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდებით.მერწყულიცვლილებების დღეა, იყავით მზადყოფნაში და მიენდეთ სამყაროს, საკუთარ ხელში აიღეთ მართვის სადავეები და სანამ მოქმედებაზე გადახვალთ, რჩევისთვის კომპეტენტურ ადამიანებს მიმართეთ.თევზებიშესაძლოა, თანამშრომლებთან გარკვეულმა დაძაბულობამ იჩინოს თავი, გამოიჩინეთ დიპლომატია, ამგვარად, უფრო მარტივად შეძლებთ სიტუაციის დალაგებას. პირად ურთიერთობებს რაც შეეხება, ნუ მოიტყუებთ თავს, თვალი გაუსწორეთ რეალობას.