10:00 საათზე - საქართველოს პარლამენტში "მსოფლიო თამბაქოს გარეშე" - დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

10:30 საათზე - სასტუმრო რუმსში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დისკუსიას თემაზე: „შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში: კარგი პრაქტიკა, გამოცდილება და გამოწვევები“ გამართავს. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მისამართი: მ. კოსტავას #14

 

11:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, 8 მარტის აქციაზე დაკავებული, პარტია “საქართველოსთვის” წევრის და ბორჯომის საკრებულოს დეპუტატის, კოკა კობალაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:00 საათზე - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2023 წლის აპრილი

მისამართი: ცოტნე დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

11:00 საათზე - "საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

თემა: პურის ფქვილზე საბაჟო მოსაკრებელი წესდება - რა შეთანხმება შედგა და იქონიებს თუ არა გავლენას არსებული ცვლილება პურის ფასზე.

მისამართი: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო ნომერი: 599726565

 

11:30 საათზე - "მეხორბლეთა ასოციაციის" წევრი, წისქვილკომბინატ „ბარაქას" დირექტორი ლადო ბიძინაშვილი "მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

თემა: რა პირობებით და როდის იწყებს წისქვილკომბინატები მიშაობას; რა ვალდებულება დააკისრა მათ მთავრობამ ადგილობრივი ხორბლის გასაღების კუთხით.

მისამართი: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო ნომერი: 599726565

 

11:55 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

12:00 საათზე - პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი