სპორტი
2 მარტს გუდაური Wissol Snow Games-ს უმასპინძლებს - პროექტის მხარდამჭერია SOLO

1708606603

ღონისძიების ფარგლებში მოთხილამურეები ერთმანეთს ბიატლონსა (თხილამურებით სრიალი და მიზანში სროლა) და სხვადასხვა სახალისო ბარიერის გადალახვაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებული ოლიმპიური მეთოდით გამოვლინდება და მოიგებს ის გუნდი, რომელიც პირველი დაასრულებს ესტაფეტას. ტურნირის მასპინძელია „ახალი გუდაური რედკოსგან“, შეჯიბრის სპორტულ ნაწილს კი MTA („მთის ტრასების სააგენტო“) და TRIFECTA SPORTS მართავს.Wissol Snow Games-ში მონაწილეობის მსურველებმა ონლაინ უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია ან ადგილზე დარეგისტრირდნენ 2 მარტს, დილის 10:30 საათიდან 11:30 საათამდე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს."მაშინ, როცა „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური და „სმარტის“ სუპერმარკეტი გუდაურში გაიხსნა, კურორტის განვითარება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო. ერთადერთი სივრცე, სადაც სრიალის დაწყებამდე კომფორტულად შეგეძლო ყველა საჭირო პროდუქტის ყიდვა, გათბობა, გემრიელი ყავის მირთმევა, საწვავით ავტომობილის გამართვა და უსაფრთხოდ სახლში დაბრუნება, სწორედ ეს ობიექტი იყო. დღემდე „ვისოლი“ და „სმარტი“ გუდაურის სათხილამურო კურორტისთვის მნიშვნელოვანი თავშეყრის ადგილია, შესაბამისად, „Wissol Snow Games“ ტურნირით გვინდა მოთხილამურეებს ისეთი დაუვიწყარი, სახალისო და საინტერესო დღე ვაჩუქოთ, რომელსაც ყოველწლიურად დაელოდებიან“, - აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორი სალომე გველესიანი."SOLO მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებების შექმნას განაგრძობს, რომელიც ხელს შეუწყობს მათ, გაატარონ დაუვიწყარი დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ Wissol Snow Games-ის პარტნიორები ვართ. ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა მოთხილამურეებისთვის დასამახსოვრებელი ზამთრის სეზონის შექმნის საუკეთესო შესაძლებლობაა. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ტურნირის მონაწილეებს და ვიმედოვნებთ, რომ Wissol Snow Games-ის ფარგლებში ისინი სასიამოვნო მოგონებებს შეიქმნიან“, - აღნიშნავენ SOLO-ს გუნდში.Wissol Snow Games-ის ფარგლებში მონაწილეებსა და გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ „სმარტის“ კუთხეს, სადაც მათ დახვდებათ გლინტვაინი, ლუკა ნაჭყებიას რეცეპტებით დამზადებული ხემსები, ექსკლუზიური პროდუქტები. ამასთან, ტურნირს მუსიკალურად გააფორმებს DJ. ღონისძიება კი SALIO-ს კონცერტით დასრულდება. 

მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ჰენრი სეხუდო დაამარცხა

1708243758

ყოფილი ჩემპიონის დასამარცხებლად დვალიშვილს 3 რაუნდი დასჭირდა.სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა. აქამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანსაც მოუგო.დიდი ალბათობით, დვალიშვილის მორიგი ბრძოლა UFC-ში სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.დვალიშვილს მოგება პირველმა Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მიულოცა, რომელიც ბრძოლას ესწრებოდა.

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

1708243704

საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, ორივე მებრძოლი თავის შანსს ელოდებოდა და არ რისკავდა. მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო.ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელს ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული.ბრძოლის დასრულების შემდეგ თოფურიამ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

1708181397

"ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის ნაკრებს ანგარიშით 38:3 სძლიეს.2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 17 მარტს პარიზში, „ჟან ბუინზე“ გაიმართება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ახალი მწვრთნელი წარადგინა - ნაკრების მხარდამჭერი "საქართველოს ბანკია"

1708091352

ალეკსანდარ ჯიკიჩი სერბი სპეციალისტია, რომელიც 20 წლიანი კარიერის  განმავლობაში, სხვადასხვა დროს სერბულ (პარტიზანი, ბეოვუკი), სლოვენიურ (ოლიმპია, კრკა), ლიტვურ (რიტასი), მონტენეგროულ (ბუდუჩნოსტი), ესპანურ (ესტუდიანტესი) და ისრაელურ (აპოელი) კლუბებს წვრთნიდა. 2014-2015 წლებში კი ის ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო.აღსანიშნავია, რომ 2005 წელს ჯიკიჩი NBA-ში წავიდა და 2 წლის განმავლობაში მინესოტა ტიმბერვულვზის მწვრთნელის ასისტენტი იყო. გასულ, 2023 წელს კი ჯიკიჩი ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.„ჩვენი მიზანი ევრობასკეტი 2025-ზე მოხვედრაა. რაც შეეხება ზაფხულში გასამართ ოლიმპიადის შესარჩევს, დაპირებები არ მიყვარს. არც წინასწარმეტყველი ვარ. კალათბურთელებისგან ერთს ვითხოვ – მოედანზე ყველაფერი ჩადონ გამარჯვებისთვის... ლეგიონერების გამოსვლასა და საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ყურადღებით ვადევნებდი თვალს. გავიარე კონსულტაციები მწვრთნელებთან და ასე შევარჩიე გაფართოებული შემადგენლობა. თუ რომელიმე კალათბურთელი თამაშით დაამტკიცებს, რომ მე შევცდი და ნაკრებში თამაშს იმსახურებს, მას აუცილებლად მივიწვევთ”, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე ალეკსანდარ ჯიკიჩმა."კონტრაქტი 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული - მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირსა და ფინალურ ეტაპს. 2025 წლის შემოდგომაზე მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებენ". - აცხადებენ კალათბურთის ფედერაციაში.საქართველოს ნაკრებში ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტები ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი იქნებიან, რომლებიც ამ პოზიციაზე წინა მწვრთნელთან, ილიას ზუროსთან ერთადაც მუშაობდნენ.საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები წინა, ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა გასული წლის სექტემბერში დატოვა. ის ნაკრებს 7 წლის განმავლობაში ედგა სათავეში.საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.(R)

თიბისის მხარდაჭერით საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

1706884839

10-11 თებერვალს სკი კროსის დისციპლინის  მასპინძელი ბაკურიანი იქნება. გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე  ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.  წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი, სწორედ ამიტომ საქართველო, კერძოდ კი გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვდა.მსოფლიო თასის ეტაპების მხარდაჭერით, თიბისი აგრძელებს მნიშვნელოვანი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას, რითაც ახალ თაობას უფართოებს შესაძლებლობებს, ხელს უწყობს საქართველოში სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ახალგაზრდა სპორტსმენებმა საქართველოს სახელით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს - ოლიმპიური კომიტეტის მხარდამჭერი "საქართველოს ბანკია"

1706880481

ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველო 6-მა სპორტსმენმა, სპორტის სამ სახეობაში წარადგინა.ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ:ინგა გურგენიძე და კონსტანტინე სუპატაშვილი - ფიგურული ციგურაობა;ესმირალდა ალიევი და გიორგი დიაკონოვი - ტრამპლინიდან ხტომა;საბა ხაჩიძე და ლუკა მიქაბერიძე - საციგაო სპორტი. მათი შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:ინგა გურგენიძემ ფიგურული ციგურაობის მოკლე პროგრამაში 18 მონაწილეს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. თავისუფალ პროგრამაში კი მეექვსე ადგილზე გავიდა. ჯამურად დაგროვილი ქულების გათვალისწინებით კი მან ევროპელ მოციგურავეთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა და ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა მეხუთე ადგილით დაასრულა.ფიგურულ ციგურაობაში კონსტანტინე სუპატაშვილმა, როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში მეათე ადგილი დაიკავა. მიღებული ქულების დაჯამების შედეგად კი მან ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მე-11 ადგილით დაასრულა.საბა ხაჩიძემ „ალპენსიას სასრიალო ცენტრში“ ერთადგილიანი ციგით იასპარეზა, პირველი დაშვებისას 22 მონაწილეს შორის მე-9, მეორე მცდელობისას კი მე-14 ადგილზე გავიდა. შედეგების დაჯამების შემდეგ მან ასპარეზობა მე-13 ადგილით დაასრულა.ტრამპლინიდან ხტომის შეჯიბრში, გიორგი დიაკონოვმა 36-ე ადგილი დაიკავა."საქართველოს ბანკი ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ჩვენ ოლიმპიურ კომიტეტთან უკვე რამდენიმე წელია მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომლის ფარგლებშიც, მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ ქართველ სპორტსმენებს, საქართველოს სახელით წარმატებით იასპარეზონ საერთაშორისო ტურნირებზე, არ გაჩერდნენ და სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდა სპორტსმენებს და აქტიურად გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.

საქართველოში All Star-ის საკალათბურთო შეხვედრები იმართება - კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერი "საქართველოს ბანკია"

1706266489

All Star-ის ფარგლებში, საკალათბურთო მატჩებში მონაწილეობას სუპერლიგის მოთამაშეები მიიღებენ. მათი შერჩევა კი ხმის მიცემის მეთოდით მიმდინარეობს. გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს, თითო გუნდიდან ორ-ორი უკანახაზელი, ორ-ორი ფორვარდი და ერთი ცენტრალური მოთამაშე შეარჩიოს.ხმის მისაცემად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.All Star-ის ფარგლებში ჩატარდება ჩატენების, სამქულიანების კონკურსი და All Star-ის თამაში.საკალათბურთო მატჩები 28 იანვარს, თბილისი არენაში გაიმართება.ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

უგულშემატკივრე შავ ლომს ჩელენჯ თასზე

1705482208

პირველად რაგბის ისტორიაში, ქართული გუნდი ევროპის ჩელენჯ თასში ჩაერთო. ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის, რანგით მეორე ტურნირში, ჩელენჯ თასზე ასპარეზობა ქართული რაგბისთვის, მორიგი მსოფლიო აღიარების მოსაპოვებლად, ძალიან მნიშვნელოვანია.თამაშის დღეს, სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს 13:00 საათიდან დახვდება კვების ობიექტები, რაგბის ბრენდირებული კოლექცია, გათამაშება და სხვადასხვა გასართობი აქტივობები. მატჩის დაწყებამდე გაიმართება დაიანა კინგის კონცერტი.თამაშის დღეს, მიხეილ მესხის სტადიონზე, კვების ობიექტებში თიბისის ნებისმიერი სადებეტო ბარათით (გარდა ბიზნესბარათებისა) გადახდისას და დაიბრუნეთ თანხის 20%თიბისი 2015 წლიდან რაგბის მხარდამჭერია. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას.მატჩზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ tkt.ge-ზე.#ერთადგავიმარჯვებთ 

13 იანვარს მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი "მედია თასი 2024“ გაიმართება

1704897896

ტურნირის ორგანიზების მიზანია ქვეყანაში მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაცია.ტურნირი გაიმართება ინდივიდუალურ თანრიგში.გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით მედლებითა და საჩუქრებით. გამარჯვებულს გადაეცემა "მედია თასი 2024“.ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ტელეკომპანიებში დასაქმებული პირები (ჟურნალისტები, ოპერატორები და სხვ.)ტურნირი გაიმართება სპორტკომპლექს "განთიადში“, მისამართზე ბაბუციძის ქ. N2ტურნირზე რეგისტრაცია შესაძლებელია facebook გვერდზე (https://www.facebook.com/profile.php?id=100069333432130) ან ტელეფონის ნომრებზე - 592023032, 568 910 935