სოციალური მედია
თეა გოდოლაძე - არაფერი ისეთი, კიდევ კარგი ერთი ერთეულით მეტი არ იყო

1695542561

"საღათას ძილით მეძინა. მონიტორინგის ცენტრის სწრაფი რეაგირების და ღამის მორიგეების სატელეფონო მესიჯების ისტერიულმა სერიამ გამაღვიძა. მაგნიტუდას დავხედე. არაფერი ისეთი, კიდევ კარგი ერთი ერთეულით მეტი არ იყო. ეს საყველპურო მიწისძვრაა..ჩემო საყვარელო ქართველებო. მიწისძვრის დროს ხდება მიწის გარღვევა, რომელსაც საშინელი ხმა აქვს. ეს ხმა, ანუ მიწის რღვევის ხმა გაიგეთ. ცუდი შეგრძნებაა, ვიცი. რაც უფრო დიდია მიწისძვრა, ეს ხმა უფრო მძაფრია და ხანგრძლივი ეპიცენტრში”, – წერს თეა გოდოლაძე.

რომან გოცირიძე - ესენი ნამდვილად გაიჩალიჩებენ "ანაბრების რევოლუციას

1695060044

"ეროვნულ ბანკს ფარცხალაძისთვის ანგარიშები რომ არ გაეყინა, მოხდებოდა საქართველოს საბანკო სისტემის და შესაბამისად, მთელი ეკონომიკის კოლაფსი. უცხოური ბანკები შეწყვეტდნენ ქართულ ბანკებთან ურთიერთობას."ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის განცხადება, რომ ეროვნულმა ბანკმა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და შესაბამისად, კონსტიტუცია, არის უპასუხისმგებლობა, უფრო მეტიც, დანაშაული. ესაა ეროვნულ ბანკზე პირდაპირი ზეწოლა.სწორედ ამიტომ არ გვინდოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომ გამხდარიყო ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი, რომელსაც შესაძლოა, მართლაც შეესრულებინა "ქართული ოცნების" მითითებები.“ქართული ოცნება” დიდ საფრთხეს უქმნის როგორც ჩვენი მოქალაქეების დანაზოგებს, ასევე ბიზნესს.სუსის ზღაპრებისა არ ვიცი, მაგრამ ესენი ნამდვილად გაიჩალიჩებენ "ანაბრების რევოლუციას”, - წერს გოცირიძე.

"მიზანია, გადაიფაროს ფარცხალაძის კატასტროფა და ტაქსიდ ქცეული სამთავრობო თვითმფრინავის ამბები"

1695024287

"სუსის მორიგი ბოდვა გამოქვეყნდა, სერიიდან "პაკრიშკების რევოლუცია". მიზანია, გადაიფაროს ფარცხალაძის კატასტროფა და ტაქსიდ ქცეული სამთავრობო თვითმფრინავის ამბები. დაახეთქეს რენდომ სახელები, გვარები, ორგანიზაციები. დატოვეს სამწერტილები, ვითომ ვიღაცების სახელები და გვარები კიდევ აქვთ და ჯერ არ ამბობენ. დაანონსეს 'კუდიანებზე ნადირობის" ახალი სეზონი და პრაქტიკურლად დაადასტურეს, რომ იციან, რომ ქვეყანა სტატუსს ვერ იღებს.გულწრფელად ვურჩევ ყველას, მედიას განსაკუთრებით, რომ ამ შეგნებულად კონსტრუირებულ ისტერიას არ ავყვეთ და არ ვაქციოთ მთავარ და მნიშვნელოვან თემად, რამეთუ სწორედ ეს ინტერესი დგას ამ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე რომელიღაც კაბინეტში საგანგებოდ დაწერილი "რუსული მოთხრობის" უკან.ან მყარი და პირდაპირი მტკიცებულებები, ან იგნორი ბოდვას", - წერს გვარამია.

"თუ ვინმეს დაავიწყდა ქართული ანდაზა, მულო შენ გეუბნები რძალო შენ გაიგონეო, დროა, გაიხსენოს"

1694887535

"ესე იგი ამ ოთარ ფარცხალაძეზე ვიცოდით, რომ ბოტასების ქურდი იყო, გერმანიაში ნასამართლევი, უდიპლომო იურისტი, პროკურატურის არაფორმალური მმართველი, კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული, ქოლცენტრების "კრიშა", ბერას ნათელ-მირონი და ბიძინასგან განსაკუთრებული ნდობის მანდატით აღჭურვილი, რის გამოც უბატონოდ ხმას ვერავინ სცემდა და მინისტრის "პადვალში" "დაკაჩავებაც" შერჩა ხახვივით და გენერალური აუდიტორის საჯაროდ ცემაც, პლუს მულტიმილიონერი და მიწების მფლობელი, მაგრამ რუსეთის აგენტი თუ იყო, ამის თაობაზე არასდროს არავის უთქვამს არაფერი. თვით ყველაზე რადიკალი ნაცისგანაც კი არასდროს გაჟღერებულა მსგავსი ბრალდება. ამიტომ ამერიკის ადმინისტრაციის ინფო ფარცხალაძის კავშირებზე რუსულ სპეცსამსახურებთან, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო.და რა გამოდის აქედან? ის, რომ ამერიკაში ძალიან კარგად იციან ვინ რას ჩალიჩობს საქართველოში რუსებთან. დეტალური ინფორმაცია აქვთ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც მაინც არ იციან, ისიც იციან.ასე რომ, თუ ვინმეს რეიგანივით დაავიწყდა ქართული ანდაზა, მულო შენ გეუბნები რძალო შენ გაიგონეო, დროა გაიხსენოს", - წერს ზურაბიშვილი. 

"განცდა გამიჩნდა, რომ ფარცხალაძე ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს "ჩაუშვა"

1694806910

"განცდა გამიჩნდა, რომ ფარცხალაძე ღარიბაშვილმა “ჩაუშვა” აშშ-ში ვიზიტის დროს. შვილის ამბავი კი ეფ-ბი-აი-სთან ჩვენების მიცემის კვალის დასაფარად გამოიყენა.ეჭვი მაქვს, რომ მხოლოდ ფარცხალაძეზე არ მიუცია ჩვენება…თქვენ კიდევ რაღაც ფრენაზე ედავებით…“, - წერს გია ხუხაშვილი.

"როგორი ზრდაა: გერმანიაში ბოტასების ქურდობისთვის პასუხისმგებლობიდან, აშშ-ის სანქციებამდე"

1694714608

"ამერიკელებმა სათუთად და უდრტვინველად დაასანქცირეს ფარცხალაძე როგორი ზრდაა: გერმანიაში ბოტასების ქურდობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან, რუსეთისთვის ომში მხარდაჭერის გაწევისა და ამაზე შავი ფულის კეთებისთვის აშშ-ის სანქციებამდე. ოცნების კასკადური კლოუნადა coming soon :))" - წერს ნიკა გვარამია.

"ამერიკის საელჩოს კომენტარის შემდეგ "ოცნების" გაფითრებულმა ლიდერებმა თითქოს შვებით ამოისუნთქეს… სულ ტყუილად"

1694683283

"მთავარი აქ ის კი არ არის შესთავაზა თუ არა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო ბაზის განთავსება, ან საერთოდ რა შესთავაზა და რა ფორმით, არამედ ის, აქვს თუ არა ამის სურვილი და მზაობა ივანიშვილის მთავრობას. მათი განცხადებებიდან ნათლად ჩანს რომ - არა. და ამით ყველაფერია ნათქვამი", - წერს რუხაძე.ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე.აღნიშნულს განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა.

შოვში ალინა პოლიკოვსკას ვაჟის გარდაცვალება დადასტურდა

1694593210

ზაზა მესხი შოვში ოჯახთან ერთად ისვენებდა. ამ დრომდე ეძებენ მისი კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილის ცხედარს.რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 32 ადამიანი ემსხვერპლა. 

"ტარიელს და ბ-ნ ანზორის უწყებას შორის რამე შეთანხმება არ დაიდო? სად არის? აქამდე რატომ არ გასაჯაროვდა?"

1694537376

"თვე-ნახევარი დასჭირდება აირზენას რომ საბოლოო ანგარიში მოგვაწოდოსოოკდავიკიდოთ აირზენა, დაველოდოთდა ტარიელ ღარიბაშვილმა ბორტი #1 ტელეფონით შეუკვეთა სახელმწიფო დაცვის სპეც. სამსახურს? სადაა ოფიციალური მიმართვა? რატომ არ გაასაჯაროვეს გუშინ? დღეს?ტარიელსა და ბ-ნ ანზორის უწყებას შორის რამე შეთანხმება არ დაიდო? სად არის? აქამდე რატომ არ გასაჯაროვდა?ბ-ნმა ანზორმა აირზენას ზეპირად დაუკვეთა ფრენა, მიუნხენში პარკინგი და მერე უკან ფრენა? რამე დოკუმენტი არ შედგა? სადაა? რატომ არ ვნახეთ აქამდე?ნუ, ქეშად რომ მიიტანა 34,000 ევრო ბ-ნ ანზორთან, მანდ კითხვის ნიშნები არ არსებობს, რა შუაშია რომ საბანკო გადარიცხვას ვერ აყალბებენ ძველი თარიღით, უბრალოდ ძველი თაობის კაცია, ქეშით მოძრაობს სულ", - წერს ზურა ჯაფარიძე.

"ოლიგარქიული ელიტა ზოგადად ასეთია - გაუნათლებელი, გოიმი, უგემოვნო, ზომიერებადაკარგული, ფულით გადაფსიხებული მდაბიო ქაჯები"

1694330500

"რასაც ნოდარ მელაძის შაბათში ვუყურე ღარიბაშვილის თვითმფრინავის ამბებზე და, ჩემი აზრით, კიდევ უფრო უარესი, დაბადების დღის გამო დაკეტილ ქაჯურ ციხე-რესტორანზე და ხელისბიჭებად ქცეულ შეიარაღებულ სამთავრობო დაცვის თანამშრომლებზე, არის დანაშაულებრივიც და გულისამრევიც. ტიპებს უკვე რომ აღარ ეტევათ, უბრალოდ ირგვლივ არწყევენ ფულს. მოპარულ ფულს, ცხადია. ჩემს სოხუმურ ბავშვობაში, ჩემი უსაყვარლესი ძიძა (დონელი კაზაკი) შურა დოროშენკო ასეთებზე ამბობდა с жиру бесятся.ოლიგარქიული ელიტა ზოგადად ასეთია - გაუნათლებელი, გოიმი, უგემოვნო, ზომიერებადაკარგული, ფულით გადაფსიხებული მდაბიო ქაჯები. საქართველოში - კიდევ უფრო მეტად ასეთია.ps არ დამავიწყდეს: თამაზ გაიაშვილი - ამაზრზენი მედროვეობის ღვთაება ქართულ მითოლოგიაში", - წერს გვარამია.Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.როგორც გაიაშვილმა თქვა, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. მისივე განმარტებით, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის ანზორ ჩუბინიძე [სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი] უკვეთს.რაც შეეხება თვითმფრინავის მომსახურებაში გადახდილ თანხას, აირზენას დამფუძნებელი საფასურს არ ასახელებს და ამბობს, რომ "არ იცის"."არ ვიცი რა ჯდება... მთავრობა იხდის ფულს და მათ ჰკითხეთ. თვითმფრინავის შენახვას, მოვლას, პატრონობას სჭირდება გარკვეული ხარჯი. ფრენას ოპერატიული ხარჯი აქვს... მე არ მინახავს მთავრობა, მეტსაც გეტყვი, [მიხეილ] სააკაშვილი ცხვირის ოპერაციაზე წავიყვანე ბერლინში... არ იყო ეს პირადი საქმე? ოპერაცია ვიცით რატომ გაკეთდა. მას სჭირდებოდა ეს ოპერაცია. კაცი პრეზიდენტი იყო და ჰქონდა ამის უფლება. ახლა ჩვენს პრემიერსაც აქვს იმის უფლება, რომ გაფრინდეს პირად საქმეზეც...[ღარიბაშვილზე] არ ვიცი პირადი საქმე იყო თუ სამსახურებრივზე, მე არ მაბარებენ, თუ რას აკეთებს მთავრობა... რაში მჭირდება ამდენი ლაპარაკი? - წავიყვანე გითხარი, დამთავრდა. პრემიერ-მინისტრია, თქვენ რომელიღაც ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ?..ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება მხოლოდ თვითმფრინავი, გამოიყენება, სადაც საჭიროდ ჩათვლის მთავრობა", - განაცხადა გაიაშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში.*სამთავრობო თვითმფრინავი კომერციულ ფრენებს არ ასრულებს. ნებისმიერ მსურველს ამ თვითმფრინავის დაქირავება და სარგებლობა არ შეუძლია. "ტვ პირველის" ცნობით, სამთავრობო თვითმფრინავის ფრენების ისტორიაში არ იძებნება მთავრობის წევრების გარდა, ამ თვითმფრინავით გარეშე პირების სარგებლობის არც ერთი ფაქტი. თვითმფრინავი, რომელიც ღარიბაშვილმა შვებულების დროს გამოიყენა, საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, ხოლო თვითმფრინავს ექსპლუატაციას Georgian Airways უწევს.