საზოგადოება
"დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა კვირის ბოლოსკენ სრულად აღდგება, ხიდის  რეაბილიტაცია კი ოქტომბრის ბოლოსკენ დასრულდება"

1696247683

კახა კალაძის განცხადებით, ხიდზე ავტომობილების თავისუფლად გადაადგილება კვირის ბოლოსთვისთავისუფლად იქნება შესაძლებელი. "შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. დაახლოებით კვირის ბოლოს მოძრაობა სრულად აღდგება და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი, თუმცა სამუშაოები გაგრძელდება. მიმდინარეობს თაღების მოპირკეთების სამუშაოები, ტროტუარების კეთილმოწყობა, გარე განათების ახალი ბოძები დამონტაჟდება, ხიდზე დეკორატიული მინათებები გაკეთდება და სამუშაოების დასრულებას ვფიქრობთ ოქტომბრის ბოლოსკენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.ამ დროისთვის, ტროტუარზე ფილების დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო გზის სავალ ნაწილზე ასფალტისსაფარის ქვედა ფენების  დაგება დასრულებულია. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა მოაჯირები, გარე განათების ახალი ქსელი და დეკორატიული მინათებები, ასევე რეაბილიტირდება მტკვრის თავზე არსებული თაღი. რეაბილიტაციის შედეგად,  ხიდს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება. შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის ღირებულება 4,5 მლნ ლარია. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით კომპანია „ავტოგზა ლენტეხი 99“ ახორციელებს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შოვსა და გურიაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ

1696235270

"სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვეხმიანებით 2023 წლის აგვისტოში რაჭასა და 2023 წლის სექტემბერში გურიაში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებულ მოვლენებს და ვითხოვთ, ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება.საქართველოში ბოლო 2 თვის განმავლობაში განვითარებულ ორ მასშტაბურ და დამანგრეველ სტიქიურ მოვლენას რაჭასა და გურიაში 40-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები და მათთან გასამკლავებლად ქვეყანაში არსებული არაეფექტური სისტემა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და განვითარებას. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებებმა უნდა უპასუხონ რიგ მნიშვნელოვან შეკითხვებს, იმის თაობაზე, თუ რამ გამოიწვია რაჭისა და გურიის ტრაგედიები, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ ადამიანების უსაფრთხოება, შეიძლებოდა თუ არა ადამიანური მსხვერპლის თავიდან არიდება, ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ მსგავსი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად.წარსულში განვითარებულმა მსგავსმა და ამ კონკრეტულმა შემთხვევებმა გამოავლინა, რომ ქვეყანაში არსებობს მთელი რიგი სისტემური პრობლემები სტიქიური მოვლენების ადრეული შეტყობინების სისტემის არარსებობის, მოვლენების მართვისა და სათანადო რეაგირების საკითხებთან მიმართებით. ამასთან, პრობლემურია მსგავსი ტიპის შემთხვევებზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების წარმოება, რაც სავსებით ობიექტურად იწვევს დაზარალებულებისა და საზოგადოების უნდობლობას. გამოძიების დაწყებისთანავე ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ დანაშაულს არ ჰქონია ადგილი, რაც იმთავითვე აჩენს კითხვებს გამოძიების შედეგების მიმართ. უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები არ ერიდებოდნენ შემთხვევის შედეგად დაზარალებულ პირებზე „თავდასხმას“ და მათი მონაყოლის ეჭვქვეშ დაყენებას.სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, კერძოდ, საქართველოს მთავრობას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ონის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერიებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს პარლამენტს მოგვაწოდონ ამომწურავი პასუხები ყველა საკვანძო კითხვასთან დაკავშირებით, რათა სათანადოდ იქნეს გარემოებები შესწავლილი, გამოიკვეთოს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა და სამომავლოდ თავიდან იქნეს აცილებული ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მსხვერპლი. ამასთან, მნიშვნელოვანია, გამოძიება წარიმართოს სწორი კვალიფიკაციით და იგი აწარმოოს გენერალურმა პროკურატურამ, მოხდეს დაზარალებულთა უფლებამონაცვლედ ცნობა და მათ მიეცეთ უფლებების ჯეროვანი რეალიზაციის შესაძლებლობა, მათ შორის, ადვოკატებს მიეცეთ საქმის მასალებზე სათანადო წვდომის შესაძლებლობა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს დროულად და პერიოდულად მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით. ამასთან, უნდა შეწყდეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია, მედია საშუალებებს კანონით დადგენილ ვადებში სრულად მიეცეთ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, შესწავლილ იქნეს ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ჩართო სტიქიური მოვლენების მართვასთან დაკავშირებით და დაიწყოს სისტემური მუშაობა სტიქიების ადრეული შეტყობინების სისტემების შექმნის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); საფარი; სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

"ვიყოთ ბოლომდე გულახდილები და ხმამაღლა ვთქვათ ისიც, რომ მწერლების და გამომცემლების ნაწილმა, მავანთა ზეწოლის შედეგად, თქვა უარი ბაზრობაში მონაწილეობაზე"

1696172929

"ისევ ფრანკფურტის ბაზრობის, მწერალთა სახლის ფესტივალის ჩაშლაში დადანაშაულების უმწეო მცდელობასა და სიცრუეზე, - თითქოს მწერალთა სახლი მწერლობის წინააღმდეგ მოქმედებს.ამას არავინ დაგიჯერებთ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სიცრუეა და ყველაფერი ხელის გულზე დევს. რაც შეეხება ლიტერატურულ პრემიას „მუზა“, მისი წინასწარ დისკრედიტაციის მცდელობაც ფუჭია, რადგან 100-ზე მეტი განაცხადია შემოსული.ამაოდ ცდილობთ შეცდომაში შეიყვანოთ საზოგადოება. საბედნიეროდ, არსებობენ მწერლები და გამომცემლები, ლიტერატორები და უბრალოდ, მკითხველები, რომლებიც სიხარულით თანამშრომლობენ მწერალთა სახლთან. თქვენ წარმოიდგინეთ, თავად ბოიკოტის განცხადებაზე ხელმომწერებიც კი აგრძელებენ მუშაობას თავიანთ პროექტებზე. ვინც არ ისურვა მწერალთა სახლთან თანამშრომლობა, მან თავად მიიღო წასვლის გადაწყვეტილება.ვიყოთ ბოლომდე გულახდილები და ხმამაღლა ვთქვათ ისიც, რომ მწერლების და გამომცემლების ნაწილმა, მავანთა ზეწოლის შედეგად, თქვა უარი ბაზრობაში მონაწილეობაზე.4 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შუალედში და შემდეგაც დროც იყო და საშუალებაც, რომ ეწარმოებინათ მოლაპარაკებები და გაეფორმებინათ კონტრაქტი.27 სექტემბერს მწერალთა სახლმა მიიღო წიგნის გამომცემელთა ასოციაციის გამგეობის (და არა მწერლებისა და ამ ორგანიზაციის წევრი სხვა გამომცემლების წერილი) ფრანკფურტის პროექტის მწერალთა სახლისთვის გადაბარების თაობაზე. არც ეს სვლა აღმოჩნდა რთული გასაშიფრი, რადგან ვისაც ოდესმე ფესტივალის ორგანიზებასთან თუნდაც გვერდზე ჩაუვლია, ზუსტად იცის, რომ 20 დღეში ამის უზრუნველყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია.დღეს მწერალთა სახლი მხარეთა მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება, მთავრობის მიერ ფრანკფურტისთვის გამოყოფილი თანხა კი - გადარიცხვას. ჰოდა, სანამ წინასწარ დასკვნებს გააკეთებთ, აცალეთ მუშაობა იმ ხალხს, ვისაც პროექტის გადარჩენა უნდა", - წერს დუმბაძე.

როგორი ამინდი იქნება 2-3 ოქტომბერს საქართველოში

1696171599

"3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა, ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალიან ძლიერი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

112 მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს

1696171353

"2-3 ოქტომბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ", - წერს 112.

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო

1696096112

2023 წლის საპატიო თბილისელის წოდება მიიღო 26-მა მოქალაქემ. მათ შორის არიან: არჩილ ხომასურიძე - რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, აკადემიკოსი; ჟანრი ლოლაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; ნუგზარ უბერი - ექიმი, პედიატრი; ალექსანდრე კოტორაშვილი - ფოტორეპორტიორი; რამაზ გახოკიძე - მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი; გია ბაღაშვილი - მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე; გურანა გრიგორაშვილი - ექიმი, მეცნიერი და მკვლევარი; ნანა ფაჩუაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; თამაზ მაღლაკელიძე - ექიმი-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; ამირან ქორიძე - ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მეცნიერი; გურამ ახალაია - მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე; მურმან ჯინორია - თეატრისა და კინოს მსახიობი; ლია სტურუა - პოეტი; ლეო ანთაძე - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; იმედა კახიანი - კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; იამზე დოლაბერიძე - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი; ლევან ლაღიძე - მხატვარი; დავით მაღრაძე - პოეტი, საზოგადო მოღვაწე; რადიშ თორდია - მხატვარი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო მხატვარი; ავთო მახარაძე - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; ზურაბ ლეჟავა - სპორტსმენი, მწვრთნელი, კარატეს ქართული სკოლის ფუძემდებელი; მანანა ახმეტელი - მუსიკათმცოდნე, პედაგოგი; მამუკა ჩარკვიანი - მუსიკოსი, კომპოზიტორი; ევა ბაბალაშვილი - მხატვარი, მწერალი; რევაზ არველაძე - ენერგეტიკოსი, ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი; ზაზა ავალიანი - ექიმი - ფტიზიატრი.დედაქალაქის მერმა თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა.

კახა კალაძე - ქედს ვიხდი მათ წინაშე, ვინც საკუთარ ქვეყანას და ქალაქს ცხოვრება მიუძღვნა

1696095430

ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა."რაც დრო გადის, მით უფრო ძვირფასი ხდება დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ და საყვარელ ქალაქს, საქართველოს გულსა და სულს, ჩვენს დედაქალაქს, თბილისს ეძღვნება. "თბილისობა" ის ტრადიციაა, რომელსაც ერთნაირი სითბოთი და სიხარულით აღნიშნავს დიდიც და პატარაც, ამ დღეს ელოდება ქალაქის მკვიდრიც და სტუმარიც, ქართველიც და უცხოელიც, ყველას თავისი წილი თბილისი აქვს გულში და საქართველოს დედაქალაქიც ყველას გვეძვირფასება.ჩვენს ქალაქს, ერთი შეხედვით, ამოუცნობი მიზიდულობის ძალა აქვს. დამეთანხმებით, რომ ეს ჭაღარა, უძველესი თბილისი საოცრად ახალგაზრდული და თანამედროვეა, სიცოცხლითა და სიხარულით, გრძნობებითა და ემოციებით სავსე ქალაქია. აქ 16 საუკუნეა, ერთმანეთის მხარდამხარ მოდიან სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთაც უყვართ და ეიმედებათ ერთმანეთი, ერთად ოცნებობენ საკუთარი ქალაქის საუკეთესო მომავალზე და ერთად ცდილობენ, ეს ქალაქი გააფერადონ, საკუთარი ფერი შესძინონ და იქ, სადაც სიყვარულია, მოგეხსენებათ, შეუძლებელი არაფერია.მეამაყება, რომ თბილისელების არჩევანით მაქვს შესაძლებლობა, ვიყო ამ ქალაქის მერი. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ვალდებულება ჩემთვის.  ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს, იყო უძველესი და ულამაზესი ქალაქის მერი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და თბილისელების წინაშე აღებული ვალდებულებებია, თუმცა ამ ყველაფერს თან სდევს დიდი სიამოვნებაც, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქის დასახელების ცერემონიას უკავშირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თავის სიტყვაში დედაქალაქის მერმა  ხაზი გაუსვა საპატიო თბილისელის წოდების მნიშვნელობას და იმ წვლილს, რომელიც დასახელებულმა მოქალაქეებმა თბილისის განვითარებაში შეიტანეს. მანვე პატივი მიაგო გარდაცვლილ საპატიო თბილისელთა ხსოვნას. "დღეს მეექვსედ მაქვს პატივი, თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც საკუთარ ქვეყანასა და ქალაქს ცხოვრება მიუძღვნა, ვისი ამაგის აღნიშვნაც ჩვენი ვალია, ვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ და თბილისის საპატიო მოქალაქედ დავასახელოთ.მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, ვიფიქროთ მის მომავალზე, შევეცადოთ და შევძლოთ მისი საუკეთესო სახით ტრანსფორმაცია. მესმის, რომ არსებობს სირთულეები და გამოწვევები, მაგრამ მერწმუნეთ, ერთად დგომით შესაძლებელია, ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო გავალამაზოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"თბილისობას" ვულოცავ ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, გელოდებით თბილისობის ღონისძიებებზე!"

1696073227

კახა კალაძემ წარმოდგენილი ინსტალაციები დაათვალიერა, თეატრალიზებულ პერფორმანსსა და გასტრონომიულ კუთხეს გაეცნო.დედაქალაქის მერმა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და თბილისის სტუმრებს "თბილისობა“ მიულოცა. "მინდა ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, ადგილობრივ მცხოვრებლებს და თბილისის სტუმრებს მივულოცო დღევანდელი დღე. ხედავთ, როგორი სასიამოვნო გარემოა, უამრავი ადამიანია გამოსული. დღეს და ხვალ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში. ამინდი და განწყობა შესანიშნავია, მობრძანდით, ყველას გელოდებით.რა შეიძლება გისურვოთ დღევანდელ მოცემულობაში? - პირველ რიგში მშვიდობა, რადგან მშვიდობას მართლაც არაქვს ალტერნატივა. ასევე ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება, რათა ამ ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში მცხოვრები ადამიანები იყვნენ ბედნიერები“, - განაცხადა კახა კალაძემ. ორი დღის განმავლობაში, როგორც ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკსა და აბანოთუბანში „თბილისობის“ აღმნიშვნელი მრავალფეროვანი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, გასტრონომიული ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო აქტივობები.

"სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს"

1696068871

"საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან.აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს.როგორც მოგეხსენებათ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოძიება დაიწყო.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

1 ოქტომბერს რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

1696065430

მათივე განცხადებით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მოძრაობა ჩაიკეტება თავისუფლების მოედანზე და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ დადიანის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რის გამოც, ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით შეძლებენ.„გადაადგილება შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან და თაბუკაშვილის ქუჩიდან; ასევე, გალაკტიონის ხიდზე, მარჯანიშვილის ქუჩასა და მოედანზე, წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება შეიზღუდება ბაქოს ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნის ჩათვლით; ბაქოს ქუჩაზე გადაადგილება სრულად აიკრძალება, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე კი მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯანიშვილის ქუჩის კვეთიდან.გარდა ამისა, შეზღუდვა შეეხება ზაარბრიუკენის მოედანსა და ხიდს. გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გოგიბერიძის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩაზე და მშრალი ხიდიდან სკუდიერის ქუჩამდე, სკუდიერის ქუჩიდან კი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მშრალი ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ორივე ამსვლელ პანდუსზე შეეძლებათ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შავთელის ქუჩის კვეთიდან გორგასლის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში კი, მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა ასევე, შეეხება მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას.ღონისძიების ფარგლებში, სატრანსპორტო გადაადგილება ასევე, შეიზღუდება ორთაჭალის მხრიდან გორგასლის ქუჩაზე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. კრწანისის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას პირველ ეტაპზე, აბანოს, ფირდოუსისა და ისპაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ, საიდანაც დაუკავშირდებიან გრიშაშვილის ქუჩას, დაუბრუნდებიან გორგასლის ქუჩას და მოძრაობას, კრწანისის მოედნის მიმართულებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ.„თბილისიმარათონის“ მსვლელობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:N301, N344, N345, N350 და N371 ავტობუსები იმოძრავებენ კრწანისის მოედნამდე, გულუას ქუჩის საშუალებით უკან მობრუნდებიან, გულუას მოედნიდან კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით; ავტობუსები: N362 და N368 სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილის ქუჩების საშუალებით დაუკავშირდებიან ფიროსმანის მოედანს და მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით; ავტობუსები: N328 და N353 ჩიტაიას მოედნიდან მგზავრებს ჩიტაიას ქუჩის გავლით, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით მოემსახურებიან და სადგურის მოედანს დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, ავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილისა და ჩიტაიას ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან ჩიტაიას მოედანს და მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით;ავტობუსები: N306 და N308 იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და უკან; ავტობუსი N320 დიღმის მასივიდან იმოძრავებს სადგურის მოედნამდე; N342, N352, N358 და N314 ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან დაასრულებენ და უკანაც ამავე ტერიტორიიდან გადაადგილდებიან; N316, N234, N364, N374, N380, N383 და N390 იმოძრავებენ ამაღლების ქუჩა N11-მდე; ავტობუსები: N359 და N388 მოემსახურებიან ვაკიდან გმირთა მოედნამდე და უკან; ავტობუსი N337 იმოძრავებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარათაშვილის ქუჩამდე და უკან;რაც შეეხება N331-ს, ავტობუსი კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით და უკან კრწანისის ქუჩის საშუალებით დაბრუნდება; ავტობუსი N310 იმოძრავებს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე, დაუკავშირდება გმირთა მოედანს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით; ავტობუსი N300 ჩიტაიას მოედნიდან იმოძრავებს მარიჯანის ქუჩისკენ;შეზღუდვის პერიოდში N391 ავტობუსს დადგენილი მარშრუტი შეეცვლება და გოთუას ქუჩიდან სააკაძის მოედნის გავლით, დაუკავშირდება თამარ მეფის გამზირს, საიდანაც ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ბუხაიძის ქუჩების საშუალებით, მეტროსადგურ „ავლაბრამდე“ გადაადგილდება. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსი ბუხაიძისა და ჩიქობავას ქუჩებს, ჩიტაიას მოედანს, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩებს, ასევე, თამარ მეფის გამზირსა და გმირთა მოედანს გამოიყენებს და სააკაძის მოედნიდან დაუკავშირდება გოთუას ქუჩას.რაც შეეხება მიკროავტობუსების მარშრუტებს, N416, N417, N436, N462, N477, N507, N522 და N529 სადგურის მოედნიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების გავლით; N541 მგზავრებს დიდი დიღმიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე გადაიყვანს; N472 და N534 პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, ბარათაშვილის ხიდიდან დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გმირთა მოედნიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები გმირთა მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც, გადაადგილდებიან დადგენილი სქემით;N540 ბარათაშვილის ხიდიდან მოძრაობას გააგრძელებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და გმირთა მოედნიდან მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან მოუხვევს და გმირთა მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც დადგენილ მარშრუტს გამოიყენებს; N427 გიორგი გურამიშვილის ქუჩიდან იმოძრავებს კრწანისის მოედნამდე.მიკროავტობუსები: N462 და N528 ავლაბრის მოედნიდან გზას გააგრძელებენ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან სადგურის მოედანს. უკუმიმართულებით მოძრაობისას, მიკროავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, ხეთაგუროვის ქუჩების გავლით გადაადგილდებიან, ევროპის მოედანზე მოუხვევენ და ბარათაშვილის აღმართით, სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებენ; N480 ორთაჭალის ქუჩიდან იმოძრავებს მეტროსადგურ „ისნამდე“ და უკან; N550 მგზავრებს გადაიყვანს ვარკეთილიდან კრწანისის მოედნამდე და უკან;მიკროავტობუსი N536 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებს აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების მიმართულებით, დაუკავშირდება ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, ბოლო გაჩერება კი, ბარათაშვილის ქუჩაზე ექნება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც ხეთაგუროვის, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდება თამარ მეფის გამზირს, წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გაივლის წერეთლის გამზირს და შემდეგ უკვე დადგენილი სქემით იმოძრავებს“, - აცხადებენ მერიაში.