მსოფლიო
სლოვაკეთის არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა

1696146014

პარტია უსწრებს თავის მთავარ მეტოქეებს: პროდასავლურ ლიბერალურ პარტიას "პროგრესულ სლოვაკეთს" და მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიას "ხმა".ხმების 99.5% -ის დათვლის შედეგების თანახმად, პარტიას SMER-SD მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 22,95% -მა, ხოლო "პროგრესულმა სლოვაკეთმა", რომელსაც ხელმძღვანელობს ევროპარლამენტის ვიცე-თავმჯდომარე მიხალ შიმჩკა, 17.96% მოიპოვა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის პიტერ პელეგრინის პარტია "ხმამ" კი 14.71%.ხუთ პროცენტიანი ბარიერი კიდევ ოთხმა პარტიამ გადალახა. კენჭისყრის საბოლოო შედეგები დღეს, მოგვიანებით უნდა გამოცხადდეს.როგორც Politico წერს, ვერც Smer-SD და ვერც "პროგრესული სლოვაკეთი“ ვერ შეძლებენ დაეყრდნონ აბსოლუტურ უმრავლესობას და იძულებული იქნებიან მოძებნონ თავიანთი კოალიციური პარტნიორები. ასეთ პარტნიორად გახდომის უდიდესი შანსი აქვს პარტია "ხმას", რომელიც მესამე ადგილზეა, ხოლო მისი ხელმძღვანელმა პიტერ პელეგრინმა უკვე აღნიშნა, რომ ის ელოდება  თანამშრომლობის წინადადებას, და რომ "არაფერი ხელს უშლის ასეთი კოალიციის შექმნას".რობერტ ფიცომ არჩევნებამდე განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს და კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს დაუჭერს მხარს.

მარკ მილიმ თანამდებობა დატოვა

1696056695

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მილის უწოდა "ურყევი საფრთხის წინაშე" და გაიხსენა, "ერთხელ როგორ გადაირბინა დანაღმული ხიდზე, რათა არ გადაეშვა მასზე ორი საბრძოლო ტანკის გადასვლა, როდესაც მათ დაჭრილი სამხედროები გამოჰყავდათ"."მარკ, შენი პარტნიორობა ჩემთვის ფასდაუდებელი იყო“, - აღნიშნა ბაიდენმა.მილიმ სარდლობა საჰაერო ძალების უფროსს გენერალ ჩარლზ ბრაუნს გადასცა.მარკ მილი ამ პოსტს 2019 წლიდან იკავებდა. 

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან 76 407 ადამიანი შევიდა

1695929326

როგორც სომხეთის მთავრობაში აცხადებენ, სახელმწიფო მზადაა საჭიროების შემთხვევაში ისინი საცხოვრებლით უზრუნველყოს."ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა რეგისტრაცია გრძელდება, რათა მათ მიიღონ საჭირო დახმარება“, – აცხადებენ სომხეთის მთავრობაში.19 სექტემბერს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ყარაბაღის რეგიონში "ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" განახორციელეს. ამ ოპერაციის შედეგად, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდა, ბაქომ გამოაცხადა, რომ მიაღწია თავის მიზნებს რეგიონში და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის გამო 30-წლიანი კონფლიქტის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა.28 სექტემბერს, "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის" "პრეზიდენტმა" გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, "რესპუბლიკა" არსებობას 2024 წლის 1 იანვრიდან წყვეტს.სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება.

ფაშინიანი - უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება

1695893034

"ანალიზები აჩვენებს, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება. ეს არის პირდაპირი ეთნიკური წმენდისა და სამშობლოს ჩამორთმევის აქტი, რის შესახებაც დიდი ხანია, ვესაუბრებით საერთაშორისო საზოგადოებას.სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშეების განცხადებები, რომლებიც გმობენ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მათ არ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები, მაშინ ისინი განიხილება მხოლოდ ისტორიისთვის მორალური სტატისტიკის შექმნის ნაწილად“, - განაცხადა ფაშინიანმა.28 სექტემბერს, "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის" "პრეზიდენტმა" გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, "რესპუბლიკა" არსებობას 2024 წლის 1 იანვრიდან წყვეტს.

"მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ" თვითლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა

1695891336

დე ფაქტო პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა ე.წ. სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია არსებობას შეწყვეტს.ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას მიეცა რეკომენდაცია, გაეცნონ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წარდგენილ რეინტეგრაციის პირობებს, რათა მიიღონ დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილება სამომავლოდ ყარაბაღში დარჩენის შესაძლებლობის შესახებ.

ერაყში, ქორწილში ხანძრის შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

1695801214

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ის ფეიერვერკმა გამოიწვია.განსხვავებული ვერსიები ვრცელდება დაღუპულთა რაოდენობის შესახებაც. ნინევეს გუბერნატორის მოადგილის, ჰასან ალ-ალაკის ინფორმაციით, დადასტურებულია 113 ადამიანის გარდაცვალება, ხოლო სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო INA-მ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 100-მდეა.ჰამდანიას მთავარ საავადმყოფოში ათობით ადამიანი მივიდა დაშავებულების დასახმარებლად სისხლის დონაციისთვის.

ყარაბაღში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა

1695712805

მედიის ცნობით, ადგილობრივებს რეგიონის დასატოვებლად საცავიდან საწვავს ურიგებდნენ, რის გამოც ტერიტორიაზე მრავალ ადამიანი იყო თავმოყრილი.რამ გამოიწვია აფეთქება, ამ ეტაპზე უცნობია. 

ლატვიის პოლიცია მძღოლებს მანქანებზე წარწერისთვის "მე რუსი ვარ" დააჯარიმებს

1695711582

პოლიციაში აცხადებენ, რომ "პოტენციურად პროვოკაციული წარწერები რუსულ ენაზე" მიუღებელი პრაქტიკაა.როგორც ლატვიის პოლიციაში აცხადებენ, არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მსგავსი შინაარსის სტიკერები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც სამხედრო აგრესიის გზავნილი ან რუსეთის ომის დანაშაულების მხარდაჭერის გამოხატვა.წარწერის აღმოჩენისთანავე სამართალდამცველები მათ დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვენ, ხოლო კანონდარღვევის დადგენის შემთხვევაში, "პროვოკაციული წარწერების" გამომქვეყნებელი მოქალაქეები დაჯარიმდებიან.

ერევანი აცხადებს, რომ 2 900-ზე მეტი ადამიანი მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გადავიდა

1695623013

მისივე ცნობით, 2 100 იძულებით გადაადგილებული პირის მონაცემები უკვე დამუშავებულია, 700-ზე მეტი პირის იდენტიფიცირების პროცესი კი მიმდინარეობს.2 100 რეგისტრირებულიდან 1 000 ადამიანი საკუთარ საცხოვრებლებში დასახლდა, ხოლო დანარჩენ 1 100 მოქალაქეს საცხოვრებლები მთავრობამ გამოუყო, თუმცა ნაწილისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფა კვლავ განხილვის პროცესშია.

ალიევი - აზერბაიჯანმა სუვერენიტეტი აღადგინა

1695232562

მისი თქმით, ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გამოავლინეს დიდი გმირობა, სიმამაცე და პროფესიონალიზმი."რთული რელიეფის პირობებში, მტრის მიერ მრავალი წლის განმავლობაში აშენებული სიმაგრეების არსებობის პირობებში, ჩვენმა სამხედროებმა გამოიჩინეს გმირობა, პროფესიონალიზმი და მოკლე დროში მიაღწიეს მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს ყველა მიმართულებით.მთლიანად განადგურდა არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სომხეთის სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების მიუხედავად, უკანონოდ იყო განლაგებული აზერბაიჯანის ტერიტორიებზე. განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა სამხედრო ტექნიკა“ – განაცხადა ალიევმა.