ჰოროსკოპი
2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1714592805

კუროშესაძლებელია, გაოცებული დარჩეთ კარგად ნაცნობი ადამიანის მოულოდნელად გამოვლენილი თვისებებით და იძულებული გახდეთ, აზრი შეიცვალოთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ამ ადამიანს უკავშირდება.ტყუპებინებისმიერი მოულოდნელობისთვის იყავით მზად და ნუ მიუშვებთ მოვლენებს თვითდინებაზე. აუცილებელია ყველაფერი კარგად გააანალიზოთ და მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილება. შესაძლოა, ეს გარდამტეხი მომენტი იყოს თქვენს ცხოვრებაში.კირჩხიბიყურადღება გამოიჩინეთ სიზმრების და მინიშნებების მიმართ, უსმინეთ ინტუიციას და მიხვდებით სად, რა და როდის გააკეთოთ და სად მოიძიოთ პრობლემური სიტუაციის გასაღები.ლომიშესაძლოა, თქვენთვის საინტერესო რამ შეიტყოთ ადამიანზე, რომელიც გაინტერესებთ და მრავალი კითხვა გაჩნდეს მის წარსულთან დაკავშირებით. ნუ იჩქარებთ დასკვნებს, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.ქალწულიგახალისდით, გალაღდით და თამამად წარმოაჩინეთ საუკეთესო თვისებები და შესაძლებლობები. დიდია პერსპექტიული, მნიშვნელოვანი ნაცნობობის ალბათობა.სასწორიდღეს რაღაც მნიშვნელოვანის და მშვენიერის შეცნობას დაუთმობთ. შესაძლოა, ნახოთ მეტად უჩვეულო გამოფენები ან ესტუმროთ ისტორიულ ადგილებს. არჩევანი თქვენზეა.მორიელინუ იზარმაცებთ და არ შეანელოთ საქმიანი რიტმი, ნუ ილაპარაკებთ თქვენს მიზნებზე, მაგრამ მეტი ყურადღება დაუთმეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რადგან ის ახალი შესაძლებლობების მომტანი შეიძლება გახდეს.მშვილდოსანიფინანსური შემოსავლები ფრთებს შეგაბამთ, შესაძლოა, გამდიდრების ახალი იდეა ან წყაროც აღმოაჩინოთ. მოსალოდნელია ახალი საქმიანი შემოთავაზებებიც მიიღოთ. ყურადღებით მოეკიდეთ ახალ შანსებს.თხის რქაარასტაბილური და ემოციებით დატვირთული დღეა, შესაძლოა, რაღაც მომენტში, ვინმეს დახმარების ხელი გაუწოდოთ, მაგრამ მეორე წუთში რისხვა დაატეხოთ თავს. დღეს, გაგიჭირდებათ  საკუთარი ემოციების მართვა.მერწყულინურავის დაუპირისპირდებით და ენდეთ სამყაროს. ნუ აღშფოთდებით, თუ ინიციატივას სხვები ჩაიგდებენ ხელში და მათზე ზეგავლენას ვერ მოახდინეთ, ბრძნული საქციელი იქნება, დინებას მიჰყვეთ და ძალები დაზოგოთ.თევზებიპირად სასიყვარულო საკითხებში, მოულოდნელობებსა და სასიკეთო ცვლილებებს უნდა ელოდოთ, კორექტირება თქვენს გეგმებსაც დასჭირდება, რადგან შესაძლოა, შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი. იმოქმედეთ, იაქტიურეთ.

პირველი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1714505590

კურონუ ისაუბრებთ თქვენს გეგმებზე. ახლა ნათქვამი სიტყვები შესაძლოა, თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ, ან თქვენი იდეები უბრალოდ სხვებმა მიითვისონ. დღეს მაქსიმალურად შეეცადეთ,  განმარტოვდეთ და დაისვენოთ.ტყუპებიმიუხედავად იმისა, თუ რამდენად ძლიერი კონკურენტები გყავთ, თუ პირდაპირი და სამართლიანი გზებით იმოქმედებთ, ვარსკვლავები მხარს დაგიჭერენ და წარმატებასაც მოიპოვებთ.კირჩხიბიშეეცადეთ, ეს დღე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიუძღვნათ, ნებისმიერ სფეროში წარმატებებია მოსალოდნელი, ამიტომ, უბრალო, ყოფით საქმეებს ნუ შესწირავთ თქვენს დროსა და ენერგიას.ლომიშთამბეჭდავ წარმატებებს ელოდეთ თუ მოქმედებთ წინასწარ დაგეგმილი სცენარით და გადაწყვეტილებებიც უფრო გონივრული და შედეგიანი იქნება, თუ სპონტანურად არ იქნება მიღებული.ქალწულითქვენი ინტუიციის წყალობით. შეძლებთ გადადოთ სწორი და სასიკეთო ნაბიჯები, რათა მიაღწიოთ მიზანს. შეეცადეთ,  მშვიდად მოისმინოთ  რჩევა - დარიგებები, მაგრამ იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით.სასწორიიზრუნეთ ოჯახური სივრცის დალაგებასა და კომფორტზე. ამით გაიუმჯობესებთ თქვენს ენერგეტიკულ მდგომარეობას, რაც ხელს შეუწყობს ოჯახში შექმნილი პრობლემების დროულ და სასარგებლო გადაჭრას.მორიელიშესაძლოა, მიიღოთ გადაწყვეტილება განათლების ან კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით, რათა უფრო დახვეწოთ პროფესიული უნარები და მიიღოთ მეტი სარგებელი და სიკეთე თქვენი საქმიანობიდან.მშვილდოსანითავგადასავლების წყურვილი მოულოდნელობას შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში და შესაძლოა, სიტუაცია ავანტიურული ელემენტებით იყოს დატვირთული, მაგრამ ეს გარემოება ნუ შეგაშინებთ, მოირგეთ გამარჯვებულის განწყობა.თხის რქაშეეცადეთ, თავი აარიდოთ სამართლებრივ, ან იურიდიულ თემებთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ გზით თავიდან აიცილებთ მნიშვნელოვან პრობლემებს. დღეს სჯობს, განიტვირთოთ.მერწყულიშესაძლოა, დღეს, ვალდებული გახდეთ, დაუსრულებელ სამუშაოს მიუბრუნდეთ და ყველაფერი შეზღუდულ დროში დაასრულოთ, ერთი მხრივ, ეს გაგაღიზიანებთ, მაგრამ ბოლოს კმაყოფილებით ამოისუნთქავთ.თევზებიშესაძლოა, მოულოდნელი მგზავრობა დადგეს დღის წესრიგში, ან მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ნუ აჰყვებით ნეგატიურ ემოციებსა და შფოთს, მშვიდად მიჰყევით სამყაროს იდუმალ გზებს.

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1714420374

კუროხელსაყრელი დღეა, რომ საკუთარ თავსა და ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნოთ. ეცადეთ, ცოტა ხნით განმარტოვდეთ, რათა საკუთარ აზრებსა და გრძნობებში გაერკვეთ. ამის შემდეგ შესაძლოა, უახლოეს გეგმებში მცირე ცვლილებები შეიტანოთ. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას - ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.ტყუპებიამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაა. გამოიყენეთ თქვენი ბუნებრივი ხიბლი და გონიერება ადამიანებთან დასაკავშირებლად, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდეს.კირჩხიბიამ დღეს ფინანსური და პრაქტიკული საკითხების მოგვარება ყველაზე მნიშვნელოვანია. მოძებნეთ გზები თქვენი მატერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და იმპულსურ ხარჯებს მოერიდეთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა ან სპორტდარბაზში ვარჯიში სასურველი ფორმის მიღწევაში დაგეხმარებათ.ლომითუ შესაძლებელია, ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც ძალების აღდგენაში გეხმარებათ. შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე აზრი მკვეთრად შეგეცვალოთ. ბევრი ლომი ახალი ცოდნის მიღებას ან პროფესიულ განვითარებას გადაწყვეტს, რაც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. გულწრფელობამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ გირჩევთ, საკუთარი გეგმები არავის გაუმხილოთ.ქალწულიგირჩევთ, მთელი ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანოთ. საყვარელი ადამიანების პრობლემებით დაინტერესდით, თანაგრძნობა გამოიჩინეთ და დახმარება შესთავაზეთ. ამ დღეს დებატებში ჯობს მოჩვენებით დაეთანხმოთ, ვიდრე ქანცის გაწყვეტამდე იკამათოთ.სასწორიამ დღეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად სამუშაო სივრცე თქვენთვის მოსახერხებლად უნდა მოაწყოთ და მკაფიო მიზნები დაისახოთ. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება მონათესავე სულს შეხვდეთ.მორიელიხელსაყრელი დღეა საკუთარი უნარების გამოვლენისა და ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც კმაყოფილებას მოგიტანთ. შეგიძლიათ თამამად გარისკოთ და ნუ იფიქრებთ იმაზე, ვინ რას იტყვის. ეცადეთ, ცხოვრებისგან მეტისმეტად ბევრი არ მოითხოვოთ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.მშვილდოსანიამ დღეს პრიორიტეტი სახლი და ოჯახია. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების საჭიროებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ერთ, კონკრეტულ საქმეში იღბალს მეტისმეტად ენდობით და მან შეიძლება, გადამწყვეტ მომენტში გიღალატოთ. გახსოვდეთ, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ბედის იმედად არ უნდა იყოთ და თავადაც უნდა იმოქმედოთ.თხის რქაამ დღეს ურთიერთობა მთავარია. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ადამიანების დარწმუნების უნარი იზრდება, რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენი აზრები გაავრცელოთ და მოწონება დაიმსახუროთ. საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბარი კარგად ჩაივლის და შეთანხმებით დასრულდება.მერწყულიეცადეთ, შემოსავლის ალტერნატიული წყაროები ან შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობები იპოვოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად იმპულსურ გადაწყვეტილებებს უნდა მოერიდოთ და სანდო ადამიანების რჩევა გაითვალისწინოთ. აკონტროლეთ ფინანსური ხარჯები და ეცადეთ, ფული მხოლოდ აუცილებელ ნივთებში დახარჯოთ.თევზებიეცადეთ, ეს დღე მაქსიმალურად აქტიურად გაატაროთ. კოლეგების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით - ამ დღეს გუნდური მუშაობა ბევრად წარმატებული და ნაყოფიერია, ვიდრე ინდივიდუალური.

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1714333823

კურონუ გააზვიადებთ წვრილმან გაუგებრობას და ყოველ სიტყვას ნუ გამოეკიდებით. შეეცადეთ, მოთოკოთ ემოციები და იუმორით შეხედეთ ყველაფერს. ამგვარად, მოახერხებთ შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებას.ტყუპებინებისმიერ სიტუაციაში, შეინარჩუნეთ რკინისებური სიმტკიცე, ყველას დაანახვეთ თქვენი თავდაჯერებულობა და საუკეთესო თვისებები, რადგან თქვენკენ, თქვენი საქმესთან დამოკიდებულებისკენ, იქნება დღეს მომართული გავლენიანი ადამიანების მზერა.კირჩხიბიიყავით მეტად დამთმობი და გულისხმიერი,მიმტევებელი, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად მარტივად შეგიძლიათ, საპასუხო დარტყმის მიყენება და მტკივნეულ ადგილზე ფეხის დაჭერა, დაპირისპირების შემთხვევაში, ეს გამარჯვება კმაყოფილებას არ მოგიტანთ.ლომიქაოტური დღეა, შესაძლოა, დაგეუფლოთ სიახლეების, ახალი ადამიანების გაცნობის, ახალი ადგილების მონახულების უსაზღვრო წყურვილი. დროებით მაინც რომ დაკმაყოფილდეთ ამ ყველაფრით, გაისეირნეთ უცნობ ქუჩაზე, წაიკითხეთ, ნახეთ რამე ახალი.ქალწულისასურველია, მეტი წინდახედულობა ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანების საჩუქრებით განებივრება კარგია, მაგრამ აუცილებელია გონივრულად შეხედოთ ყველაფერს.სასწორითავდაჯერებულობითა და გულისხმიერებით რამდენადმე აიმაღლებთ ავტორიტეტს ახლობლებსა და გარშემომყოფებში, ხოლო თუ ქედმაღლურად და ზემოდან დაუწყებთ მათ ყურებას, თქვენს წარმატებასა და თქვენს ავტორიტეტს ჩალის ფასი ექნება მათ თვალში.მორიელიშეეცადეთ შემოიკრიბოთ თანამოაზრეები, შეიძინოთ ახალი, საჭირო ნაცნობობა და მტკიცედ განაგრძეთ საქმიანობა. დღეს, ძალისხმევისა და კამათის გარეშე მოახერხებთ საერთო ენის გამონახვას კონკურენტებთან.მშვილდოსანიკარგი დღეა, სიახლეებისა და ახალი იდეების, რაიმე უჩვეულოს დასანერგად თქვენს საქმიანობაში, მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა იპოვოთ ბალანსი სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის.თხის რქაიყავით უფრო ორგანიზებული და მეტად აკონტროლეთ პარტნიორთა ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია დანაკარგები, ქაოსი და დაპირისპირებები საქმიან სფეროში.მერწყულიდაკავდით პირადი საქმეებით, იზრუნეთ ოჯახის წევრებზე, უთხარით მათ თქვენი სამომავლო გეგმები. შესაძლოა, ისინიც ჩართოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, რაც მეტ სარგებელს მოგიტანთ.თევზებიიყავით წინდახედული და ერიდეთ აგრესიულ ადამიანებთან კომუნიკაციას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით თავშეკავებული, რათა ურთიერთობებში პრობლემები არ გაამწვავოთ. ეცადეთ, თქვენი ენერგია რაიმე სარგებლიან საქმეს მოახმაროთ.

28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1714246847

კუროთავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი საყიდლებისა და ფულის ხარჯვისგან. არსებული პრობლემების შესახებ, სასურველია, რჩევა ჰკითხოთ უფროსი თაობის ადამიანებს.ტყუპებიამაოდ არ ჩაივლის თქვენი აქტიურობა და ძალისხმევა და მოიპოვებთ მეტად საჭირო ადამიანების მხარდაჭერას. დღეს სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ მეგობრული ურთიერთობები.კირჩხიბიშეხვდით ძველ მეგობრებს, მოიწვიეთ ისინი სტუმრად, თქვენ შეძლებთ, სასიკეთო გავლენა მოახდინოთ მათზე და ყურადღებიანი და გულწრფელი დამოკიდებულებით, უფრო განამტკიცოთ ურთიერთობები ერთმანეთის მიმართ.ლომიკარგი დღეა თანამოაზრეებისა და თანაშემწეების მოსაძიებლად, ახლობლებთან ურთიერთობა ჰარმონიული, თბილი და გულითადი ხდება, რაც პოზიტიური ენერგიებით აგავსებთ.ქალწულიყურადღება გამოიჩინეთ ოჯახის წევრების მიმართ, დაკავდით ოჯახური მყუდრო გარემოს შესაქმნელად, შესაძლოა,  მიიღოთ სასიამოვნო სიურპრიზი.სასწორიმოულოდნელი სტუმრიანობა სასიამოვნოდ ჩაივლის, თქვენზე სასიკეთოდ აისახება მათთან ურთიერთობა და ძველი კარგი ამბების გახსენება. ახალი რომანტიკული ურთიერთობები კი წარმატებული და საიმედო იქნება.მორიელიმზად იყავით არაკეთილმოსურნეებთან ბრძოლისთვის, რომლებიც ჯიუტად ცდილობენ, ზიანი მოგაყენონ ცხადად თუ შეფარვით. თქვენს გონიერებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.მშვილდოსანიწარმატებას მოგიტანთ დროულად გამოვლენილი ინიციატივა და მოულოდნელი ქმედება. კარგი იქნება ნებისმიერი სახით გარემოს შეცვლა - სხვა ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა, ან თუნდაც ირგვლივ ატმოსფეროს გამოცვლა.თხის რქაშეეცაედთ, შეურიგდეთ განაწყენებულ ახლობლებს, ერიდეთ ნეგატივს და ხასიათის ცვალებადობას. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.მერწყულიმართალია, ახალი ნაცნობობა ძალიან პოზიტიური და მხიარული იქნება, მაგრამ, დიდი ალბათობით, სერიოზულ ურთიერთობებს არ მოიტანს, ამიტომ, თავი შეიკავეთ ფულის ხარჯვისა და ფუჭი ოცნებებისგან.თევზებითუ ინიციატივას თქვენს ხელში აიღებთ, შესაძლოა, უკეთესობისკენ შეცვალოთ და დაასტაბილუროთ ურთიერთობები. გამოიჩინეთ შეუპოვრობა და წინ წამოსწიეთ თქვენი ლიდერის თვისებები.

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1714160591

კუროყოველი მოქმედება კარგად გათვალეთ და მოიფიქრეთ, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, მაგრამ იმოქმედეთ თავდაჯერებულად.ტყუპებიშეცვალეთ ის, რაც თქვენში თვითონვე არ მოგწონთ და გააანალიზეთ თქვენი მიზნები და სამომავლო ამოცანები.კირჩხიბიიყავით გულუხვი და გულმოწყალე. ახლა გაკეთებული სიკეთე მომავალში ორმაგად დაგიბრუნდებათ.ლომიდადებითი ემოციები და ჰარმონიული შეხვედრები ურთიერთობებს გაგილამაზებთ და პოზიტივით აგავსებთ. შინაგანი ხმა სწორ გზაზე გაგიყვანთ.ქალწულიდაასრულეთ წარსული, გაიქარწყლეთ წყენა და კონცენტრირდით დღევანდელ რეალობაზე. მალე ყველაფერი დასტაბილურდება.სასწორიდატკბით და ისიამოვნეთ დღევანდელი დღით, თქვენს წინ ახალი პერსპექტივები წარმატებას გპირდებათ.მორიელიმოიკრიბეთ ძალები, კარგად დაისვენეთ და გაიხსენეთ ძველი გატაცებები, სწორედ ახლა გეძლევათ მრავალფეროვანი შესაძლებლობები.მშვილდოსანიმიხედეთ პირად ცხოვრებას და საკუთარი სურვილები წამოსწიეთ წინ, ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, რათა თქვენი ურთიერთობა იყოს ხანგრძლივი და მტკიცე.თხის რქაამ პერიოდში, კარგი იქნება გაიმდიდროთ თქვენი სულიერი ცოდნა და წვლილი შეიტანოთ საქველმოქმედო სფეროში, დაეხმაროთ მათ, ვინც ამას საჭიროებს.მერწყულითამამად დაგეგმეთ მომავალი. იფიქრეთ საკუთარი საქმის წამოწყებასა ან განვითარებაზე. გამოამჟღავნეთ თქვენი დაფარული ძალები და შესაძლებლობები.თევზებიყველაფერი თავისი გზით მიდის. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს და ნუ იღელვებთ. კარგად დაისვენეთ და მოემზადეთ მომავალი წარმატებებისთვის. 

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1714074479

კუროდღეს, შესაძლოა, ძველი ვალი დაგიბრუნონ, ან შეასრულონ ძველი დაპირებები. ერიდეთ ავადმყოფ და წუწუნა ადამიანებთან კონტაქტს, რადგან შეიძლება მათი ზეგავლენის ქვეშ მოექცეთ.ტყუპებიკარგია, დღეს, ცოდნის ამაღლება, რაიმეს სწავლა, ლექციების ჩატარება. იმუშავეთ სამომავლო გეგმებზე.კირჩხიბისასურველია, გადახედოთ თქვენს გეგმებს და განაახლოთ ისინი. ასევე, სასარგებლო იქნება მეგობრებთან სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების, საქმიანი სფეროსა თუ კომერციული იდეების განხილვა.ლომიაწარმოეთ მოლაპარაკებები, მოიძიეთ ბიზნესპარტნიორები, ახალი სამუშაო პერსპექტივები, ან წამოიწყეთ რემონტი სახლში.ქალწულიკარგია, საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად, ყოველივე ძველისგან გათავისუფლება, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას,ჩაიტარეთ პროცედურები, რომელიც უკავშირდება ორგანიზმის გაჯანსაღებას.სასწორიდიდია კონფლიქტებისა და გაუგებრობების ალბათობა, ამიტომ, ეცადეთ, არ ჩაერთოთ გარემოს ქაოსში. თავი შეიკავეთ ახალი წამოწყებებისა და ურთიერთობებისგან.მორიელიაიმაღლეთ განწყობა, წამოიწყეთ ახალი საქმეები, დაიცავით ზომიერება და პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავზე აიღეთ.მშვილდოსანიდიდი ალბათობით, დღეს, კარგად წარიმართება ფინანსური მოლაპარაკებები, ასევე, პოზიტიურად განვითარდება დღეს წამოწყებული საქმეები.თხის რქანუ იჩქარებთ ხელშეკრულებების გაფორმებას, შესაძლოა, ამან სამომავლოდ გარკვეული თავსატეხი გაგიჩინოთ. კარგად აწონ-დაწონეთ ყოველი საკითხი და რაც მთავარია, გაითვალისწინეთ გარემოებები.მერწყულიმატულობს ვალდებულებები, მაგრამ თქვენს მონდომებას და ძალისხმევას შთამბეჭდავი შედეგები და კმაყოფილება მოაქვს, რაც მეტ სტიმულს გაძლევთ და ენერგიით აგავსებთ.თევზებინუ იტყვით უარს ძველ ურთიერთობებზე, ახლა, სჯობს, შეინარჩუნოთ სტაბილურობა და იფიქროთ კომპრომისებსა და ურთიერთგაგებაზე. 

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1713987832

კუროდაფიქრდით და კარგად გააანალიზეთ თქვენი ქმედებები. შესაძლოა, იმაზე მეტს ითხოვდეთ სხვებისგან, ვიდრე ისინი ვალდებულები არიან, თავად კი არაფრის დათმობა არ გინდათ. დაიცავით ბალანსი და ზომიერება.ტყუპებიყოველდღიურად ძლიერდება თქვენი რწმენა მომავლის მიმართ და იზრდება თავდაჯერებულობა. პერსპექტიული სიახლეები გელოდებათ საქმიან სფეროში და სასიყვარულო ურთიერთობებში.კირჩხიბიმიაყურადღეთ სამყაროს ხმას და მინიშნებებს, ნუ შეუშინდებით სიახლეებს, რათა უმოქმედობით არ დაკარგოთ ფორტუნას მიერ ბოძებული შანსები. მეტად ენდეთ სამყაროს.ლომიმოულოდნელ წარმატებას და აღმასვლას თან უნდა ახლავდეს დიდი პასუხისმგებლობაც. საზოგადოების წინაშე ხმაურიანი და კაშკაშა გამოჩენა თქვენი შინაგანი სამყაროს და ემოციური რესურსების გარდასახვას მოიტანს.ქალწულისიტუაცია მოითხოვს, სხვა კუთხით შეხედოთ მოვლენებს და შეამციროთ თქვენი პრეტენზიები და მოთხოვნები. შეცვალეთ მიმდინარე მოვლენების მიმართ ხედვა და აღქმა, განსაზღვრეთ სამომავლო პრიორიტეტები და ღირებულებები.სასწორინუ დაუპირისპირდებით მათ, ვინც დიდ გავლენას ახდენს თქვენს მომავალ კეთილდღეობაზე. შეუძლებელია, ყველაფერი მოახერხოთ საკუთარი სუბიექტური მოსაზრებებით, რომელიც შესაძლოა არ იყოს მოსაწონი სხვებისთვის.მორიელიპრობლემა არის იმაში, რომ თავადაც არ ხართ გარკვეული რა აირჩიოთ, რადგან ყველა შესაძლო ვარიანტი საინტერესო და მისაღებია. ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი თავისთავად გაირკვევა, იფიქრეთ და იმოქმედეთ.მშვილდოსანიდღევანდელი მატერიალური სარგებლით შესაძლოა, ძალიან კმაყოფილი დარჩეთ, მაგრამ ეს არ არის თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი. იქნებ სხვა ღირებულებებზე, სხვა სიმაღლეებზე გეფიქრათ.თხის რქადამშვიდდით და განსაზღვრეთ ის თავდაპირველი იდეა, რომელმაც ძალა მოგცათ სამოქმედოდ, გაჰყევით ამ იდეას, როგორც მომავლის ნათელ სხივს და არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი.მერწყულიურთიერთსაწინააღდეგო ემოციების - შიშის და თავდაჯერებულობის ერთდროულად შემოტევამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თქვენი გეგმების განხორციელებას, რა გზას დაადგებით ახლა? სწორედ ამაზეა დამოკიდებული მოსალოდნელი გამარჯვება ან მარცხი.თევზებიგაუბედაობით ბევრს წააგებთ. საჭიროა, წერტილი დაუსვათ ეჭვებს და სწრაფად აწონ-დაწონოთ დადებითი და უარყოფითი შედეგები. ნურც მცირეოდენი დანაკარგები შეგაშინებთ. სიახლეებს თავისი ადგილი და სივრცე სჭირდება.

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1713901565

კუროყოველდღიური ერთფეროვნება დამღლელი და აუტანელი ხდება, შეეცადეთ, დაკავდეთ თქვენთვის საინტერესო საქმიანობით, რათა დრო არ დაგრჩეთ უსიამოვნო ფიქრებისთვის.ტყუპებიდღევანდელი დღე თქვენთვის საინტერესო, წარმატებული პერიოდის დასაწყისია, მოემზადეთ სასიამოვნო მოულოდნელობისთვის, დაფიქრდით, ხომ არ დადგა დრო, შეცვალოთ თქვენი ხისტი პრინციპები.კირჩხიბინუ იდარდებთ, დრო თავად მიუჩენს თავის ადგილს ყველას და ყველაფერს. ნუ შეეცდებით, ზედმეტად მიიქციოთ სხვების ყურადღება, ეს თქვენი ძალისხმევის გარეშეც მოხდება საჭირო დროს.ლომიწარმატებებმა და გარშემომყოფთა შექებამ, შესაძლოა, თავბრუ დაგახვიოთ და საქმიან სფეროში მხედველობიდან ისეთი დეტალები გამოგეპაროთ, რომელიც პერსპექტივაში პრობლემებს გამოიწვევს, ამიტომ იყავით ძალიან დაკვირვებული და ფრთხილი.ქალწულიშესაძლოა, გარკვეული ინფორმაცია დამახინჯებულად მოგაწოდონ, რამაც გაურკვევლობა და ქაოსი შემოიტანოს თქვენს საქმიანობაში. არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეული ადამიანის აზრი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ამიტომ, ამ ეტაპზე, ჯობია, თქვენი შეხედულებებით იმოქმედოთ.სასწორიყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას და გაითვალისწინეთ ზოგადი რეკომენდაციები. საქმიან სფეროში იყავით უფრო გაბედული და შეუპოვარი.მორიელიშესაძლოა, ვნებებისა და სიყვარულის ქარცეცხლში აღმოჩნდეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დაიცავით დიეტა, რადგან მერე არ მოგიწიოთ რადიკალური ზომების მიღება.მშვილდოსანიახლა პირადსა თუ საქმიან სფეროში კარდინალური ცვლილებების მიღების დრო არ არის, მეტი მოთმინება გამოიჩინეთ, მიჰყევით ძველ არჩეულ გზას, დანარჩენს ცხოვრება თავად გამოაჩენს.თხის რქაყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, ეცადეთ მიირთვათ ახალი და არა კონსერვირებული პროდუქტები.მერწყულიზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ბიუჯეტს, სწორად გადაანაწილეთ ის. ეცადეთ, ამ ეტაპზე, მხოლოდ საჭირო და აუცილებელი ნივთები თუ პროდუქტები შეიძინოთ.თევზებიიყავით მეტად დამთმობი, წარმატებისა და ჰარმონიული ურთიერთობებისთვის, ხანდახან აუცილებელია კომპრომისზე წასვლა, ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიტყვებს და ქმედებებს, ახლა ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენივე კეთილდღეობისთვის. 

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1713815625

კურონუ იქნებით იმპულსური და აგრესიული, რათა არ გაგერიდონ სანდო და ერთგული ადამიანები. ახლა, ზედმეტი აქტიურობის დრო არაა.ტყუპებიერიდეთ კამათს და კონფლიქტებს, გულმოდგინედ ეძიეთ კომპრომისები და ნუ დაანახვებთ თქვენს უკმაყოფილებას ირგვლივ მყოფებს.კირჩხიბიშეგიძლიათ, თავი გაინებივროთ და გააკეთოთ, რაც თქვენს გულს გაუხარდება. მოემზადეთ ახალი შემოქმედებითი და აღმშენებლობითი საქმეებისთვის.ლომიყურადღება მიაქციეთ ფინანსურ თემასთან დაკავშირებულ მინიშნებებს, ნურც სხვა საკითხებს დატოვებთ უყურადღებოდ. არის ალბათობა, გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც დიდი ხანია კომუნიკაცია არ გქონიათ.ქალწულიმშვიდ გარემოში განმარტოვდით, მოიფიქრეთ რაიმე ახალი თქვენი ბიზნესისთვის, ან დაისახეთ მნიშვნელოვანი მიზანი. ნუ იწუწუნებთ ყოველ წვრილმანზე.სასწორიიზრუნეთ ძველი საქმეების მოწესრიგებასა და დასრულებაზე, დაეხმარეთ სხვებს, რათა საჭირო შემთხვევაში საპასუხო მხარდაჭერა მიიღოთ მათგან.მორიელიდღეს, შესაძლოა, მხრებზე დიდი პასუხისმგებლობის წამოკიდება მოგიწიოთ, მიუხედავად სირთულეებისა, ელოდეთ უკეთესობას თქვენს ცხოვრებასა და ოჯახურ ურთიერთობებში.მშვილდოსანინუ შეზღუდავთ ახლობლების ინტერესებს და თავისთავად ერიდეთ ცდუნებებს და ხარჯებს ფინანსურ სფეროში. იმოქმედეთ მეტი გონიერებითა და გულისყურით.თხის რქაგაერთეთ, იზრუნეთ ენერგეტიკული მდგომარეობის ამაღლებაზე. შეეცადეთ, გულუხვობა გამოიჩინოთ სიყვარული ადამიანის მიმართ. აჩუქეთ მათ ლამაზი წუთები და პოზიტივი საჩუქრებთან ერთად.მერწყულიიფიქრეთ და ისაუბრეთ მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში, სულ მცირე შეცდომის გამო, შესაძლოა, უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ახლა ურთიერთობების გარკვევის დრო არ არის.თევზებიმეტად იაქტიურეთ და იმოძრავეთ ეს უფრო გაგაძლიერებთ, უფრო ქარიზმატულს და მიმზიდველს გაგხდით და დაგეხმარებათ ნებისმიერი საქმის წარმატებით დასრულებაში.