ბიზნესი და ეკონომიკა
სემეკმა “ენერგო-პრო ჯორჯია” უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ნორმების დარღვევის გამო დააჯარიმა

1715082572

სემეკის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" დარღვეული ჰქონდა საინვესტიციო გეგმითა და გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების მიზნით გათვალისწინებული სამუშაოების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები, რაც წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევას.სემეკის მიერ 1 მაისს, საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევების განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში, კომპანიის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება გაორმაგებული ჯარიმა.

თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს უმასპინძლეს

1714647896

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. ბაზრის მოთამაშეებმა, ინვესტორებმა და ემიტენტებმა, კაპიტალის ბაზრის მდგრადი განვითარების პერსპექტივები და ის საინვესტიციო პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც საქართველოში და განვითარებად ქვეყნებში ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და განვითარებას ემსახურება.აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ბანკის და თიბისის ESG სტრატეგიის ნაწილი და ბანკების მიერ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელებული კიდევ ერთი ინიციატივაა."მდგრადობის კომპონენტის შემოტანა ობლიგაციების ბაზარზე გლობალური ტენდენციაა, რამდენადაც ეს დაფინანსების მოძიების მნიშვნელოვანი პირობა ხდება. ამ პროცესს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. მდგრადი ემისიები უკანასკნელ წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნულ ტრენდს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გალტ & თაგარტმა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე პირველი მწვანე, მდგრადობასთან დაკავშირებული და სოციალური (გენდერული) ობლიგაციების ემისიების განთავსების აგენტი იყო. ჩვენმა სემინარმა, რომელიც ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა, რომლებმაც მდგრადი დაფინანსების შესახებ ისაუბრეს. სემინარის მიზანი კომპანიებისა და ინვესტორებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და მდგრადი ემისიების ხელშეწყობა იყო“, - აცხადებს ლევან შავკაციშვილი, გალტ & თაგარტის აღმასრულებელი დირექტორი."მსოფლიოში ESG და მწვანე ობლიგაციების გამოშვება სწრაფი ტემპით იზრდება. ბაზრის კაპიტალიზაცია უკვე 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. სულ უფრო მეტი ინვესტორი იღებს ვალდებულებას, რომ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს გაზრდის და გარემოსთვის სასარგებლო საინვესტიციო გადაწყვეტილებებს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიებიც ამ ტენდენციის მონაწილეები იყვნენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები. სწორედ ამიტომ, ძალიან დროული ინიციატივა იყო ჩაგვეტარებინა კაპიტალის ბაზარზე ESG-ის როლთან დაკავშირებული სესია ისეთ მასშტაბურ პლატფორმაზე, როგორიც ADB-ის ყოველწლიური შეხვედრაა. თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, 5 მწვანე ობლიგაციაა განთავსებული ბაზარზე, რაც ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის და ზოგადად, თიბისი ჯგუფის წვლილს და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართულებით. სესიაზე, რომლის ერთ-ერთი სპიკერიც მე ვიყავი, მწვანე, გენდერული თანასწორობისა და ზოგადად, თემატური ობლიგაციების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ  და მიმოვიხილეთ გზები, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. ასევე, განვიხილეთ ESG ობლიგაციებში ინვესტირების შესაძლებლობები და სექტორები, რომლებიც ყველაზე აქტიურად უშვებენ ESG ბონდებს“, - აცხადებს მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, საქართველო 2-5 მაისს, პირველად მასპინძლობს. ყოველწლიური შეხვედრა არის პლატფორმა, სადაც ADB, პარტნიორებთან ერთად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გადაჭრის გზებს განიხილავს.

Austrian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო

1714632659

ავიახაზები ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირდაპირ რეისებს თბილისიდან ვენის მიმართულებით კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.Austrian Airlines 60-წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიის უდიდესი ავიაკომპანიაა, რომლის ჰაბი ვენის აეროპორტშია. Austrian Airlines-ის გლობალური მარშრუტების ქსელი 130-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს. 

"პროფესიები მომავალში" - თიბისის შეხვედრების ახალი სერია

1714464570

პირველი შეხვედრა - როგორ ცვლის შემოქმედებით ინდუსტრიას ტექნოლოგიები - კანის ლომების კრეატიული ფესტივალის ახალგაზრდულ კონკურსის პანელის მთავარი თემა იყო.როგორ შეიძლება, შეიცვალოს საქმიანობები და პროფესიები და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? მოკლავს თუ არა შემოქმედებითი სფეროს პროფესიებს გენერაციული AI ინსტრუმენტები? ამ თემების ირგვლივ შეხვედრაზე ისაუბრეს: "დიზაინ ინსტიტუტის” დამფუძნებელმა ნინო ეგაძემ, ზაალ გაჩეჩილაძემ - AI Lab დამფუძნებელმა და კოკა ქამუშაძემ Playmakers დამფუძნებელმა.სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს. ხშირად ვისმენთ, იმასაც რომ AI სხვადასხვა პროფესიებში ადამიანებს ჩაანაცვლებს. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები პროფესიას არათუ „გვართმევს“, არამედ პირიქით, ეს არის შესაძლებლობა ვეძებოთ ახალი ინტერესები და გვქონდეს მრავალფეროვანი კარიერა.თიბისისთვის ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, თიბისი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა.

დავით ნარმანია - მზარდია საბანკო სექტორის მიერ ენერგეტიკის სექტორით დაინტერესება

1714459854

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია. ენერგეტიკის სექტორის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ ენერგეტიკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული კვლევის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისათვის, არსებული გამოწვევების უკეთ იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია კვლევების  ჩატარება. "მისასალმებელია, რომ მზარდია საბანკო სექტორის მიერ ენერგეტიკის სექტორით დაინტერესება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დარგის განვითარებასა და სხვადასხვა პროექტის წახალისებას. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული კვლევა მოიცავს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტების, არსებული გამოწვევებისა და  ფინანსური მაჩვენებლების ანალიზს. გარდა ადგილობრივი ბაზრის მახასიათებლებისა, კვლევაში მოცემულია სხვა ქვეყნების ენერგეტიკის სექტორების შედარებითი ანალიზი საქართველოს ენერგეტიკულ ბაზართან.აღსანიშნავია, რომ სემეკსა და ეროვნულ ბანკს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც არის იმის წინაპირობა, რომ ორ უწყებას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სემეკს შორის მემორანდუმი გაფორმდა

1714402213

შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სატარიფო რეგულირების ხარისხის განვითარების ხელშეწყობისათვის საფინანსო სექტორში არსებული სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის გაცვლა, კონსულტაციების გაწევა, ერთობლივი პროექტების განხორციელება.

"საქართველოს ბანკის" სტიპენდიების პროგრამას უკვე 16 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს

1714376916

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, რამდენიმე თვის წინ ბანკმა სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს უკვე 16 პარტნიორ უნივერსიტეტში მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.სტიპენდიების კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუ მას აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და არის საქართველოს მოქალაქე. პროგრამის ფარგლებში, შესარჩევ კრიტერიუმებს თავად უნივერსიტეტები ადგენენ, რომლის საფუძველზეც გამარჯვებულებს ავლენენ.უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 140-მდე სტიპენდიატი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში სწავლის სრულ და ნაწილობრივ დაფინანსებას მიიღებენ."სტუდენტებს ვურჩევ, რომ აუცილებლად ეცადონ, დადონ მაქსიმალური შედეგი, რათა მოიპოვონ ეს შანსი და გაიმარჯვონ საქართველოს ბანკის სტიპენდიების კონკურსში. რადგან კონკურსში გამარჯვება მრავალი კუთხით იქნება მათთვის სიკეთის მომტანი. ასეთი წარმატებით დაწყებული სტუდენტობა მათ კიდევ უფრო მეტ წარმატებამდე მიიყვანს. ახალგაზრდებისთვის რა უნდა იყოს იმაზე საჭირო და სასარგებლო, ვიდრე სწავლაში მხარდაჭერა და ამით ფაქტობრივად, მათი წარმატებული მომავლისკენ გზის გაკვალვა. თანაც, როდესაც ეს მხარდაჭერა ისეთი სერიოზული და ძლიერი ორგანიზაციისგან ხდება, როგორიც საქართველოს ბანკია, ორმაგად სტიმულის მიმცემი იქნება მათთვის. ჩემი მხრიდან დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ბანკს ჩვენთან ამ პროექტით თანამშრომლობისთვის", — აღნიშნავს GIU-ს კანცლერი, ელი ელისაშვილი.„საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ, რომლებიც მათი პოტენციალის გამოვლენასა და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მათ შორის გამორჩეულ ადგილს სწორედ საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა იკავებს, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ნიჭიერ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს, მოიპოვონ სწავლის დაფინანსება ჩვენს პარტნიორ 16 უნივერსიტეტში. ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 100-ზე მეტი სტიპენდიატი. მათი მხრიდან მიღებული უკუკავშირი კი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ. ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა გავზარდოთ ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობა და უფრო მეტი ახალგაზრდისთვის შევქმნათ განათლების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამისა და პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. 

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში "საქართველოს ბანკის" Ads Manager-ს შეასწავლიან

1714134386

Ads Manager საქართველოს ბანკის Business Manager-ის ნაწილია და მისი მეშვეობით ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ საკუთარი მომხმარებლების შესახებ ანალიტიკურ ინფორმაციას, დააკვირდნენ მათ ქცევასა და ინტერესებს, შეთავაზებების შექმნით კი უპასუხონ მათ საჭიროებებსა და სურვილებს.  პლატფორმა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა, რაც ბიზნესებს ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება.„ციფრული ინდუსტრიის აკადემიისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია უახლეს ტრენდებსა და ტენდენციების შესახებ. მას შემდეგ, რაც ბაზარზე გამოჩნდა საქართველოს ბანკის Ads Manager-ი, როგორც ახალი შეთავაზების განსათავსებელი  პლატფორმა, გადავწყვიტეთ ის ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსზე დაგვემატებინა. საქართველოს ბანკის პლატფორმა, რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით, ძალიან საინტერესო და საჭიროა დღევანდელი მარკეტერებისთვის. პირველ რიგში, საინტერესოა აუდიტორიის მოცულობა - Ads მენეჯერის დახმარებით შეგვიძლია 1 400 000-ზე მეტ ციფრულად აქტიურ მომხმარებელს მივწვდეთ - მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე, ამავდროულად მივიღოთ დეტალური დემოგრაფიული ინფორმაცია და დამატებით გავაანალიზოთ მათი ციფრული ქცევა. ეს გაცილებით ხელსაყრელს ხდის სამიზნე აუდიტორიისთვის შესაფერისი შეთავაზების შექმნას“, - აცხადებს ეკატერინე თავხელიძე, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის საოპერაციო გუნდის ხელმძღვანელი.„საქართველოს ბანკი არ ჩერდება და მუდმივად ავითარებს ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ბიზნესების უნიკალურ საჭიროებებს პასუხობს. Ads Manager ამის ერთ-ერთი მაგალითია. მისი მეშვეობით ბიზნესი საქართველოს ბანკის ციფრული არხებით მომხმარებლებს უკავშირდება, გეგმავს შეთავაზებას და აცნობს ფასდაკლების, ქეშბექის ან სხვა ტიპის შესაძლებლობას. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია საქართველოს ბანკის Ads Manager-ს საერთაშორისო პლატფორმებთან ერთად აცნობს კურსის მონაწილეებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცოდნა ბიზნესებს გაყიდვების სტიმულირებასა და ლოიალური მომხმარებლების შეძენაში დაეხმარებათ“, - აცხადებს გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი.აღსანიშნავია, რომ კურსის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის Ads Manager-ის ფუნქციონალს, ტარგეტირებასა და კონტენტის გაიდლაინებს, ასევე ანალიტიკის, რეპორტინგისა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს. ამასთან, კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ტექნიკურად გატესტონ და პრაქტიკაში შეისწავლონ ეს ხელსაწყო. შესაბამისად, კურსის დასრულების შემდეგ, ისინი შეძლებენ, დამოუკიდებლად იმუშაონ საქართველოს ბანკის Ads Manager-ში, შექმნან შეთავაზებები, გააანალიზონ შედეგები და გაუშვან ოპტიმიზებული რეკლამები.კურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაესწარით უფასო მასტერკლასს „ABCᴅᴀᴛᴀ - ანუ რა მართავს ციფრულ მარკეტინგს?“, რომელიც 28 აპრილს, 13:30 სთ-ზე, ტერმინალში (ირაკლი აბაშიძის #34) გაიმართება. მასტერკლასზე სპიკერები, ელენე ბიბილეიშვილი, Hapttic-ის აღმასრულებელი დირექტორი და თორნიკე სამადაშვილი, საქართველოს ბანკის Digital Banking Ecosystem -ის ხელმძღვანელი,  ისაუბრებენ ტექნოლოგიების გამოყენების როლზე ციფრულ მარკეტინგში და მიმოიხილავენ  საქართველოს ბანკის Ads Manager-ს.ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე, რეგისტრაციისთვის კი ესტუმრეთ ამ ბმულს.Ads Manager-ის შესახებ გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

თიბისის მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

1714126536

თიბისის სადებეტო Visa ბარათით ბილეთის შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 20% მომენტალურად უკან დაუბრუნდებათ.ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები გაუძღვებიან. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები გაეცნობიან ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს და საშუალება ექნებათ დაესწრონ მსოფლიოში სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებს. ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ავსტრიელი დიზაინერი სტეფან საგმაისტერი, რომელსაც კარიერის განმავლობაში უმუშავია ისეთ ცნობილ პროექტებზე, როგორებიცაა – როლინგ სტოუნსის ალბომის ყდა, HBO, გუგენჰაიმის მუზეუმი და სხვა.დიზაინ ფესტივალზე, პანელურ დისკუსიას თიბისის დიზაინის და UX მიმართულების ლიდერი - გიგი ჯანელიძე გაუძღვება, რომელიც ისაუბრებს თიბისი ჯგუფის გამოცდილებაზე: რა როლს ასრულებს დიზაინი ბიზნესის სტრატეგიის ჭრილში, როგორ შეიძლება დიზაინი იყოს ინოვაციის და ადამიანზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნის საფუძველი.პანელური დისკუსიის მონაწილეები იქნებიან:  გივი დაუთაშვილი (თიბისი დაზღვევა), ირაკლი სიმონიშვილი (თიბისი უზბეკეთი/Space int), ლაკო ჟაჟანიძე (თიანეთი), თაკო ლორია (თიბისი უზბეკეთი/Space Int). 

The Digital Banker-მა "საქართველოს ბანკი" საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

1714123046

"ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სასაჩუქრე ბარათები, ბიზნესსა და სამომხმარებლო მობილბანკში „სთორების“ ახალი სივრცე, ბიზნეს დეპოზიტები, ბიზნეს შეთავაზებები, ბიზნეს და გადახდების მენეჯერი, API მენეჯერი, - ეს საქართველოს ბანკის მიერ 2023 წელს განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია, რის გამოც ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა.საქართველოს ბანკის გუნდის მიზანი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული საბანკო გამოცდილების შეთავაზებაა. ამისათვის, ფინანსური ინსტიტუტი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ 24/7-ზე მხარდაჭერით, რაც ბანკის გუნდს ეხმარება, მუდმივად ეცნობოდნენ მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებს, შედეგად კი შექმნან მათ უკუკავშირზე დაფუძნებული სერვისები და გააუმჯობესონ არსებული პროდუქტები. "Digital CX-ის ჯილდო ისეთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც მუდმივად განვითარებად ციფრულ ეკოსისტემაში ქმნიან ისეთ ფინანსურ და საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მომავალი 5-10 წლის განმავლობაში მომხმარებლისთვის რელევანტური იქნება“, - აღნიშნავენ The Digital Banker-ის რედაქციაში.2024 წლის ჯილდოს ფარგლებში მონაწილეობა 900-მდე ფინანსურმა ორგანიზაციამ მიიღო. აპლიკანტებს კი გამომცემლობის რედაქციასთან ერთად KPMG-ის, EY-ის, PWC-ის, Deloitte-ის, Forrester-ის წარმომადგენლები და სხვა, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები რაოდენობრივ და თვისობრივ მონაცემებზე დაყრდნობით აფასებდნენ."საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, მიზნად ისახავს მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე, მათ ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული სერვისები და პროდუქტები. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენს ფიზიკურ მომხმარებლებსა თუ ბიზნესებს შევთავაზოთ მათზე მორგებული გამოცდილება. იქნება ეს შეთავაზებების სივრცის მობილბანკში დამატება, სასაჩუქრე ბარათების შექმნა, QR-ის მეშვეობით თანხის განაღდების პროცედურის გამარტივება, sCoolApp-ში Chat GPT-ს ინტეგრაცია თუ სხვა.The Digital Banker-ისგან მოპოვებული აღიარება ჩვენი გუნდის ძალისხმევის დაფასებაა, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ, გავაუმჯობესოთ არსებული და შევქმნათ ახალი, კიდევ უფრო მეტად ინოვაციური საბანკო გამოცდილება ჩვენი მომხმარებლისათვის“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.ინფორმაციისთვის, Digital CX ჯილდო გლობალური პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც მუდმივად ცვალებად ციფრულ ეკოსისტემაში მომხმარებლისთვის მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ციფრულ გამოცდილებას ქმნიან.