ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

თიბისიმ და EBRD-მა “ლოპოტა სპა რეზორტის” ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სივრცეების მშენებლობა დააფინანსეს

1713352470

2000 კვ. მ-ის აკვა პარკი - Green Aqua ერთდროულად 300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო 9 სხვადასხვა ატრაქცია, ბუნგალო და მოსასვენებელი სივრცეები, სადაც ადგილობრივი ჯიშის ხე-მცენარეების ტყე გაშენდა.ჯაზ-კლუბში ყოველ შაბათ-კვირას ჯაზის საღამოები მოეწყობა. წლის განმავლობაში კი, ჯაზის მასშტაბური კონცერტები დაიგეგმება.ახალი, 4-სართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ენერგოეფექტური მასალებით მიმდინარეობს. კორპუსი 80 ნომერს, 3 საკონფერენციო დარბაზს და სახურავზე ბარს აერთიანებს. ახალი კოპრუსი რეზორტის ოთახების რაოდენობას 232-იდან 312-მდე გაზრდის. ახალ სასტუმრო კორპუსთან ასევე მოეწყო 35-მეტრიანი აუზი და ბუნგალო. “ლოპოტა სპა რეზორტი” გამოირჩევა აუზების სიმრავლით და ყველა საცხოვრებელ კორპუსთან აუზის სიახლოვით.რეზორტს ემატება 250 სტუმარზე გათვლილი 3 ახალი საკონფერენციო სივრცეც. შედეგად, “ლოპოტა სპა რეზორტზე” საკონფერენციო დაბრაზების რაოდენობა 6-დან 9-მდე გაიზრდება.დამატებით, „ლოპოტა“, EBRD-ის Skills In Business - უნარები ბიზნესში (SiB) პროგრამის ფარგლებში, გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერით ისარგებლებს. ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა საქართველოში, როდესაც EBRD-ი ადგილობრივ კომპანიას ამ პროგრამით უჭერს მხარს. SiB პროგრამა “ლოპოტას” ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის აუცილებელი კვალიფიციური სამუშაო ძალისა და უნარების განვითარებაში დაეხმარება.„ლოპოტა სპა რეზორტი შექმნის დღიდან გამოირჩევა უწყვეტი განვითარებით. 2008 წელს ლოპოტამ გზა გაუხსნა ადგილობრივი ტურიზმს კახეთში და ამდენი წლის შემდეგაც ამბობს ახალ სიტყვას ამ სექტორში.  წელსაც ზაფხულის სეზონს ახალი ობიექტებით ვხდებით - ეს არის ახალი სერვისები არა მხოლოდ ჩვენი რეზორტისთვის, არამედ კახეთის რეგიონისთვისაც. მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ პროცესში. 15 წლის წინ, როდესაც პირველი საოჯახო სასტუმროს იდეის წარმატებაში ბევრს ეჭვი ეპარებოდა, სწორედ თიბისი იდგა ჩვენს გვერდით. დღესაც, თიბისის და EBRD-ს შეაქვთ წვლილი ადგილობირვი ტურიმზის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებაში. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში არაერთი ობიექტი დაგვემატა და მიუხედავად ახალი მასშტაბისა, ლოპოტას შენარჩუნებული აქვს მისი მთავარი მახასიათებლები: პერსონალური მზრუნველობა, ბუნების სიყვარული და არტიზანული სული. ივნისიდან, ლოპოტას სტუმრებს დახვდებათ:  Green Aqua - აკვა პარკი მრავალფეროვანი ატრაქციებით, ჯაზ-კლუბი საინტერესო ჯაზ-საღამოებით, პრემიალური კლასის სასტუმრო კორპუსი, ახალი საკონფერეცნიო სივრცეები და ახალი საცურაო აუზი”, - აცხადებს გიორგი ქევანიშვილი, “ლოპოტა სპა რეზორტის” აღმასრულებელი დირექტორი."გვეამაყება, რომ უკვე 15 წელია “ლოპოტას“ წარმატების ისტორიის თანამონაწილეები ვართ. ჩვენი თანამშრომლობა 2009 წელს იწყება მაშინ, როდესაც „ლოპოტა“ ჯერ კიდევ 1 კორპუსი იყო, რომელიც 7 ნომერს აერთიანებდა. ეს იყო პირველი სპა-რეზორტი, რომელიც თიბისიმ კახეთში დააფინანსა. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ მასშტაბურ კომპლექსზე, რომელიც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს წარმატებით ავითარებს. თიბისის ბაზრის წილი ჰორეკა სექტორში, რომელიც თავის თავში მოიცავს ტურიზმს, 48%-ია. ჰორეკა სექტორში ჩვენი განხორციელებული ინვესტიცია კი, ბოლო 3 წლის განმავლობაში, 1.33 მილიარდ ლარს აღემატება. ამ მონაცემებით უცვლელად ვინარჩუნებთ ტურიზმისა და ჰორეკა სექტორში ლიდერის პოზიციას. მოხარული ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, „ლოპოტამ“ მსხვილი ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საშუალებას მისცემს რეგიონში კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლოს დასავლური სტანდარტით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ფინანსური რესურსი მაშინ, როდესაც ტურისტული ნაკადები ქვეყანაში სულ უფრო მზარდია. თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის, საერთაშორისო ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 88%-ით აღდგა. აღდგენის სწრაფი დინამიკა, 2024 წელსაც გაგრძელდება“, - აცხადებს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე."მოხარულები ვართ, რომ თიბისი ბანკთან ერთად მხარს ვუჭერთ “ლოპოტა სპა რეზორტის” მორიგ გაფართოების გეგმას. ტურიზმი ადგილობრივი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და „ლოპოტას“ გააჩნია საჭირო პოტენციალი, რომ ქართული ტურიზმის სექტორში მოწინავე პოზიციაზე იყოს. მრავალფეროვანი სასტუმრო ოთახებით, ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის სრული სერვისით, ლოპოტა წარმატებით იზიდავს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუმრებს.  EBRD-ი დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში რეგიონალური და ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. დაფინანსებასთან ერთად, „ლოპოტა“ ისარგებლებს გრანტითა და ტექნიკური მხარდაჭერით EBRD-ის Skills in Business (“SiB”) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დასაქმების, კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნებისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობას. ეს ასპექტები უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარებისათვის, არამედ იმისათვისაც, რომ კომპანიებმა შეძლონ კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნება, რათა დარჩნენ ბაზარზე კონკურენტუნარიანები“, - აცხადებს ალკის ვრიენიოს დრაკინოსი; EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში. 

იაპონური ფანქეიქების პირველი ქართული კაფე „ფუმფულა“ თიბისის პარტნიორია

1713350390

ამ მხრივ გამონაკლისი არც რამდენიმე თვის წინ გახსნილი კაფე „ფუმფულა“ აღმოჩნდა – პირველი ადგილი თბილისში, სადაც იაპონური ფანქეიქები (და არა მხოლოდ) მზადდება. იაპონური ფანქეიქი ის დესერტია, რომელმაც გამორჩეული გემოს და შესახედაობის წყალობით ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში. კლასიკურისაგან იაპონურ ფანქეიქებს გამოარჩევს მოცულობა, ჰაეროვნება და სუფლეს მსგავსი სტრუქტურა. ეს ეფექტი საგანგებო ტექნოლოგიის წყალობით მიიღწევა. ინგრედიენტები ტრადიციულია – კვერცხი, შაქარი, რძე და ფქვილი, მაგრამ კლასიკური ფანქეიქისაგან განსხვავებით, იაპონური ვერსია გაცილებით ჯანსაღია – აქ ფქვილის და შაქრის მინიმალური რაოდენობაა გამოყენებული. ეს, საგემოვნო და სტრუქტურულ თავისებურებებთან ერთად, კიდევ ერთი მახასიათებელია, რაც იაპონური ფანქეიქების საყოველთაო პოპულარობას განაპირობებს.ბრენდ „ფუმფულას“ დამფუძნებლებმა – დავით ჯანელიძემ, თემურ გეგელიამ და არსენი იუდინმა – მსგავსი კაფეს გახსნა რვა თვის წინ გადაწყვიტეს. დავით ჯანელიძის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შენიშნეს, როგორი პოპულარულია იაპონური ფანქეიქები იტალიასა და თურქეთში:„გვინდოდა, კვების ქართულ ბაზარზე რაღაც ნამდვილად ახალი შემოგვეტანა და იაპონურ ფანქეიქებზეც ამიტომ შევჩერდით. პირველი ობიექტის გახსნისთანავე სოცმედიაში ძალიან გავაქტიურდით და ხალხმაც მაშინვე აიტაცა ჩვენი დესერტები – ძირითადად, მოკლე ვიდეოებად დებდნენ, რადგან ეს ფანქეიქები, გარდა იმისა, რომ გემრიელია, ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია. მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ იდეამ გაამართლა, უკვე ბიზნესის გაზრდაზე დავიწყეთ ფიქრი. ამაში ძალიან დაგვეხმარა თიბისი ბანკი. თიბისი სტარტაპერის პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა და ახალი ფილიალის გახსნისთვის სესხი იოლად ავიღეთ“.„ფუმფულას“ ახალი ფილიალი ვაკეში, აბაშიძის 81-ში გაიხსნა. პირველი, ორბელიანზე მდებარე ობექტისაგან განსხვავებით, რომელიც სულ 15 კვ. მ.-ს იკავებდა, ვაკის ფილიალი 90 კვ. მ.-ზეა განთავსებული. აქ კონცეფციაც განსხვავებულია.„აბაშიძის ფილიალში დავამატეთ იაპონური ჩიზქეიქი – უგემრიელესი, ჰაეროვანი დესერტი. ასევე დავამატეთ იაპონური კერძები – ჯიოზა, ტემპურა და სხვ. აქ გვაქვს საუზმის ტიპის ფანქეიქებიც – ბენედიქტის ტიპის, კვერცხით, ასევე – ლორით და კვერცხით. ხშირად იაპონელებიც გვსტუმრობენ ხოლმე და, ალბათ ტრაბახად არ ჩამეთვლება თუ ვიტყვი, რომ ძალიან მოსწონთ ჩვენი კაფე. მიზეზი ისაა, რომ კლასიკური იაპონური ფანქეიქი ასეთი მრავალფეროვანი სოუსებით არ გამოირჩევა“.კაფეში ყველაზე პოპულარულია ფანქეიქი შოკოლადით და ბანანით, თუმცა ჟოლოს, მარწყვის, მანდარინის, კარამელის, ტირამისუს და სხვა სოუსებიანი ფანქეიქების დაგემოვნებაც შეგიძლიათ – არჩევანი მართლაც მრავალფეროვანია.„ფუმფულა“ უბრალოდ კვების ობიექტი არაა, ეს ერთიანი, კარგად მოფიქრებული კონცეფციაა. მასზე წარმოდგენის შექმნა ბრენდის ლოგოთი იწყება, რომელზეც ფერხორციანი, აშკარად რაღაცით ძალიან კმაყოფილი იაპონური კატაა გამოსახული.„ბრენდის პოზიციონირება ერთმნიშვნელოვნად მეგობრულია – ვზრუნავთ, რომ „ფუმფულა“ და ჩვენი ფანქეიქები მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს იწვევდეს, როგორც ზრდასრული და პატარა სტუმრების, ასევე თანამშრომლების. პერსონალთან დამოკიდებულება საკმაოდ ლიბერალური გვაქვს. დისციპლინა მნიშვნელოვანია, მაგრამ სიმკაცრე და ტოქსიკური გარემო – სრულიად მიუღებელი. ჩვენ გვყავს როგორც გამოცდილი თანამშრომლები – მაგალითად, ჩვენი შეფი დიმიტრი კიტრიაშვილი – ასევე კადრები, რომლებსაც აყვანისას გამოცდილება არ აქვთ და ჩვენ ვასწავლით. ხშირად ვასაქმებთ სტუდენტებს. სხვათა შორის, „თიბისი ახალგაზრდობასთან“ თანამშრომლობით, სტუდენტური ბარათის მფლობელებისთვის 20%-იანი ფასდაკლება გვაქვს. რაც შეეხება, ზოგადად, საფასო პოლიტიკას, ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად დაბალი ფასები გვქონდეს, თანამშრომლების ანაზღაურება კი, თამამად შემიძლია ვთქვა, ქართული ბაზრის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბრენდისგან გამოწვეული ზოგადი კმაყოფილებისა და პოზიტივის ნაწილია“.

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი "საქართველოს ბანკია"

1713267872

პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 7 მილიონ  ლარს შეადგენს. ოტო მოტორსი 2008 წლიდან ოპერირებს და ის საავტომობილო პროდუქციის იმპორტს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ახდენს. კომპანია ქართულ ბაზარზე 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდით არის წარმოდგენილი და სრულად ფარავს ავტომობილის მოვლა-შეკეთებისთვის საჭირო ნებისმიერ მოთხოვნას, იქნება ეს ნაწილი თუ დანადგარები, რაც ხელს უწყობს ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტური საჭიროების დაკმაყოფილებას.  აღნიშნული პროექტი წეროვანში, 9,000 კვ.მ მიწის ფართობზე, 8000 კვ.მ სასაწყობე სივრცის აშენებას და მოწყობას გულისხმობს, რომელიც სასაწყობო სივრცესა და სხვადასხვა პროდუქციის შოურუმს გააერთიანებს. ის ულტრათანამედროვე ინვენტარით იქნება აღჭურვილი. ამჟამად ოტო მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში 200 - ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული. 2024 წლის ბოლომდე კომპანია ამ რიცხვის გაორმაგებას გეგმავს. "ოტო მოტორსი წლებია, ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. ამ წლების განმავლობაში განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი კი დღეს უკვე მთელ საქართველოს ფარავს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ განვითარდეთ და ჩვენს მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ. ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკის ხელშეწყობით, წეროვანში 9000 კვადრატულ მეტრზე სასაწყობე სივრცის აშენება უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულებას ვგეგმავთ. შენობა აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ინვენტარით და ის შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.  პროექტის მიზანია, ცენტრალიზებული გახადოს ოტო მოტორსის საბითუმო გაყიდვები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბიზნეს ოპერაცია, რაც საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე ზრდის უწყვეტი ტემპი შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, მიმდინარე წელს არაერთ სიახლე იგეგმება, მათ შორის, რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ უახლოეს მომავალში, ოტო მოტორსი  ერთ-ერთი ცნობილი სპეც. ტექნიკის მწარმოებელი ბრენდის წარმომადგენელი გახდება საქართველოში. მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება მომხმარებელთა ლოიალურობის მიმართულებითაც და ბაზარზე ახალ პროდუქტს წარვადგენთ, რომლის მიზანი  მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ავტომობილის მოვლა-შეკეთების ხარჯების დაზოგვა იქნება“, - განაცხადა თამუნა ბაქრაძემ, ოტო მოტორსის საოპერაციო დირექტორმა. “საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება წლებია უცვლელი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ - ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ოტო მოტორსი კიდევ უფრო მეტად ფართოვდება და ახალ სასაწყობე სივრცეს აშენებს. ეს კომპანიას ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. მსგავსი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით რეგიონებში,ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დამატებით სამუშაო ადგილები იქმნება. კომპანია სამომავლოდ რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას და ახალი ბრენდების შემოყვანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ბიზნესის მხარდაჭერას და გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა გიორგი წეროძემ.  

თიბისი ბიზნესმა ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით გამართულ ვორქშოფებს უმასპინძლა

1713261815

თბილისში გამართულ ვორქშოფზე მოსულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაყიდონ პროდუქტი ონლაინ. კურსს უძღვებოდა  ელექტრონული კომერციის სპეციალისტი და "QisaBags"-ის დამფუძნებელი ეკატერინე რამიშვილი.შეხვედრაზე, რომელსაც 30 ადამიანი ესწრებოდა, განხილული იყო შემდეგი თემები:ელექტრონული კომერციის ტიპები; ონლაინ ბაზრების ტიპები; Amazon-ის მიმოხილვა ( FBA, FBM); Amazon Brand Registry - ბრენდის პოზიციონირება ამაზონზე; SAAS პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისი; Shopify-ზე ვებგვერდის აწყობის პრინციპები; ლენდინგ გვერდის ტიპები და სტრუქტურა; პროდუქტის ონლაინ სივრცეში განთავსების წესები; Pinterest პლატფორმის მიმოხილვა;საძიებო სისტემების (SEO) მუშაობის პრინციპები; Google-ის საძიებო სისტემის ალგორითმი და რენკინგის ფაქტორები; საკვანძო სიტყვების განხილვა და პრაქტიკული ხელსაწყოების გამოყენება; (SEMRUSH, Keyword Magic Tool) SEO (On-Page; Off-Page; Technical SEO; Local SEO); Google Search Console ხელსაწყოს პრაქტიკული გამოყენება. SEM - საძიებო სისტემის მარკეტინგი Google Ads მიმოხილვა.გორში გამართული ვორქშოფის მთავარი თემა კი საგადასახადო საკითხები იყო, რომელსაც უძღვებოდა აუდიტორული კომპანია „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.ვორქშოფზე საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითადი პრინციპები და მათი გამოანგარიშების პრაქტიკული მაგალითები განიხილეს. 

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა

1713450914

დაშავებულები სენაკისა და ქუთაისის კლინიკებში გადაიყვანეს.შეჯახების სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

"ეს არა პრორუსული, არამედ რუსული კანონია, პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია"

1713449300

- რას ფიქრობთ დღეს საღამოს, შეშფოთებული ხართ დღევანდელი კენჭისყრით?მე შეშფოთებული ვარ ამ კანონის შემობრუნებით, რომელიც უკუაგდო სრულიად საქართველოს მოსახლეობამ, რამაც მოგვცა საშუალება, რომ მიგვეღო გასული წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ. გვაქვს პერსპექტივა რომ ამ წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი, და არა მხოლოდ ეს, არამედ კანონების მთელი სერია, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპისაკენ მიმავალ გზას. ეს გადაწყვეტილება შეესაბამება მოსკოვის ინტერესებს.- როგორ შეაფასებდით ამ კანონს, ქალბატონო პრეზიდენტო? ეს ანტიდასავლური, პრორუსული კანონია? რას უწოდებდით თქვენ მას?რუსულ კანონს, ეს არა პრორუსული, არამედ რუსული კანონია. პრეზიდენტ პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ საბოლოოდ შეებოჭათ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელი შეეშალათ მათი საქმიანობისთვის, და ასევე მედიისათვის. აქ ჩვენ ამის ასლი გვაქვს. ჩვენ ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც გადამწყვეტი იქნება ჩვენი ევროპული მომავლისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციებს მოქმედების არეალის შემცირების წინასწარი მცდელობა, ისევე როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების ნიშნავს ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოქმედების შეზღუდვას. ეს კანონი ეწინააღმდეგება ყველას, ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ინსტიტუციების გაძლიერებისთვის, დემოკრატიზაციისთვის და არის მიმართული ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების წინააღმდეგ.- ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ დემოკრატიზაცია ახსენეთ. ჩვენ ვნახეთ ჩხუბის სცენები პარლამენტში და ეს არავის არ ამშვენებს, მათაც კი, ვინც ამ კანონის წინააღმდეგია, ზოგიერთმა მათგანმა ძალა გამოიყენა, როგორ მივიდა საქართველო აქამდე? ბრიუსელში ეს არ უნდა მოსწონდეთ...- არა, ეს არის გარემოება, სადაც ბევრი მხრიდან არის პროვოკაცია. ყველანაირი საშუალება არის გამოყენებული საქართველოს იმიჯის, მისი მომავლის დასაზიანებლად. თქვენ რომ აჩვენოთ კადრები, თუ რა ხდება ახლა პარლამენტის წინ, ნახავთ ხალხის უდიდეს მასას, ძირითადად ახალგაზრდებს, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად აპროტესტებენ იმას, რაც არ სურს საქართველოს მოსახლეობას. დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობის 80% აცხადებს, რომ სურს ევროპული გზა. ისინი მზად არიან დაიცვან ეს ევროპული გზა. ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ეს არის ჩემი გზავნილი ევროპელი პარტნიორებისთვის, საქართველოს დღეს თქვენი ყურადღება სჭირდება...- ხომ არ გაქვთ შეგრძნება რომ მიგატოვეს, რუსული ჯარები იკავებენ საქართველოს ტერიტორიის 20% 2008 წლიდან მოყოლებული, რამაც გამოიწვია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დაკარგვა. თქვენ (კანდიდატობის სტატუსის მოპოვების) მოთხოვნა გააკეთეთ 2022 წლის 3 მარტს, იმავე დღეს, რაც მოლდოვამ და სამი დღის შემდეგ, რაც ეს მოთხოვნა გააკეთა უკრაინამ. უკვე ორ წელზე მეტი გავიდა. რას სთხოვთ დღეს ევროკავშირს? დაჩქარებას?- არა. ჩვენ გასული წლის 15 დეკემბერს მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რაც მთელი საქართველოს მოსახლეობის მიერ აღინიშნა როგორც დიდი გამარჯვება, ჩვენ გვაქვს პერსპექტივა რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები წლის ბოლოს. მოსახლეობა ითხოვს რომ არავინ, განსაკუთრებით მთავრობამ, რომელიც სხვა ინტერესებს ემსახურება, არ შეძლოს ამ მოლაპარაკებების გახსნისთვის ხელის შეშლა, რადგან ისინი იღებენ კანონებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნებს. მე უკვე 5 ვეტოს უფლება გამოვიყენე და მალე მეექვსედ გამოვიყენებ ვეტოს, რადგან მე ვთქვი, რომ ამას გავაკეთებ ყოველ ჯერზე როდესაც კანონის შინაარსი ან ტექსტი შეეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მოგვცეს ევროპელმა პარტნიორებმა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს არის მიზანი, მიზანი არ არის დაჩქარება, არამედ ხელის შეშლის თავიდან აცილება. ხელის შეშლა მხოლოდ მოსკოვის ინტერესშია. ადგილი აქვს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ საპირისპიროდ იმ სამხედრო ომისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს.- გმადლობთ ქალბატონო პრეზიდენტო! 

"ძალადობის ყველა შემთხვევაზე რეაგირებას ვითხოვთ, მათ შორის ალეკო ელისაშვილზე სამარცხვინოდ განხორციელებულ თავდასხმაზე"

1713441938

"ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკოსებთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური შურისძიების კლასიკური მაგალითი. უმძიმესი დანაშაულია, რაც პოლიციელებმა ალეკო ელისაშვილს გაუკეთეს. ხელისუფლება პოლიტიკურ შურისძიებაზე გადავიდა. პოლიციელი ნებისმიერ ადამიანს უნდა იცავდეს და ის გადავიდა პოლიტიკურ შურისძიებაზე. ამიტომ, მკაცრად მოვითხოვთ, დასჯილი იყოს ყველა პოლიციელი. ვახტანგ გომელაურმა ხვალ გაგვცეს პასუხი – რა სახის პასუხისმგებლობას გრძნობს იმის გამო, რომ მისი თანამშრომლები უმძიმეს დანაშაულებს სჩადიან“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.სალომე სამადაშვილის განცხადებით, რუსულმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ძალადობა ნორმად გახადა."რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მხოლოდ სცემენ, არამედ კლავენ კიდეც. თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში იმავე გზას დაადგება და ვინმეს შეეშინდება, ძალიან შემცდარა. ნაცემია „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, რომელიც ახლაც პატიმრობაშია. ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმა ყველას გვახსოვს. რას ცვლის პაპუაშვილი და რუსული უმრავლესობის სხვა წევრები, თავად დაუსჯელად შეუძლიათ, თავს დაესხან ოპოზიციონერებს, თავად ბიძინა ივანიშვილს დაქირავებული ჰყავს პოლიციური უწყებები, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ? არავის ეშინია. ძალადობის ყველა შემთხვევაზე რეაგირებას ვითხოვთ, მათ შორის ალეკო ელისაშვილზე გუშინ სამარცხვინოდ განხორციელებულ თავდასხმაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.თინა ბოკუჩავას განცხადებით, პოლიციამ ელისაშვილზე შური იძია."ივანიშვილის პირობებში ქართული პოლიცია გადაიქცა სადამსჯელო ჯგუფად, რომელმაც შური იძია ელისაშვილის წინააღმდეგ. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, ანგარიშსწორება, რისთვისაც ივანიშვილი იყენებს სახელმწიფო უწყებებს", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ვოლოდინი - ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან კანონის მიღებას, აშკარად მოქმედებენ სხვა სახელმწიფოს ინტერესებით

1713440907

"ნებისმიერი ქვეყანა, თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, ვალდებულია, მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აიკრძალოს გარე ჩარევა შიდა საქმეებში.ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან კანონის მიღებას, აშკარად მოქმედებენ სხვა სახელმწიფოს ინტერესებით, რა თქმა უნდა, არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - წერს ვოლოდინი. 

"ნუ გველაპარაკებით გაუმჭვირვალე ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი სახელმწიფოს მძევლად გვაქციოს ხვალ"

1713440577

მისი თქმით, ამ კანონით  სრულიად ბუნდოვანი დარჩება ვინ ფლობდა რეალურად ოფშორულ ზონაში კომპანიას."ნუ გვაყრით თვალში ნაცარს და ნუ გველაპარაკებით აქ გაუმჭვირვალე ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი სახელმწიფოს მძევლად გვაქციოს ხვალ. ვისი ფული იქნება ამ ქვეყანაში შენახული, ჯერ არავინ ვიცით და ვერც გავიგებთ. თქვენ რეალურად, გაუმჭვირვალე, შავი ხვრელი უნდა შექმნათ საქართველოში. იმ დროს, როდესაც ხმალამოღებული იბრძვით აქ და ამბობთ, რუსულ კანონს როგორ ამბობთ, ხალხს უფლება აქვს იცოდეს, ვინ, რა ფულს ფლობს, ხარჯავს და ასე შემდეგო, იმ ფონზე, როდესაც ოფშორული ზონა ხასიათდება სრული ანონიმურობით, იმ ფონზე, როდესაც დღეს არსებული რეესტრით მხოლოდ მფლობელი არის გამჭვირვალე და მეტი არაფერი, იმ ფონზე, როდესაც ნებისმიერი სუბიექტის დეკლარაციები არის საგადასახადო საიდუმლოება, როდესაც მსოფლიოში სერიოზული პრობლემაა ამ დიდი ფულის ბრუნვასთან და ოფშორული ზონების გაკონტროლების დისკუსია მიდის, რადგან იქიდან წამოსული ფული შეიძლება ხმარდებოდეს რუსულ ინტერესებს, ომის წარმოებას მშვიდობიანი ადამიანების წინაშე, ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლითაც სრულიად ბუნდოვანი დარჩება და არ ექნება საქართველოს მოქალაქეს იმის გადამოწმების შესაძლებლობა, ვინ ფლობდა რეალურად ოფშორულ ზონაში კომპანიას, ვისი ფული დაირეგისტრირა კონკრეტულმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

"ნაცვლად იმისა, რომ მისცეთ მსვლელობა ამ მავნებლურ რუსულ კანონს, ეს დრო გამოიყენეთ იმისთვის, რომ გამობრძანდეთ ქუჩაში"

1713437014

მისი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს."კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნაცვლად იმისა, რომ მისცეთ მსვლელობა ამ მავნებლურ, მოღალატეობრივ რუსულ კანონს შემდეგი მოსმენებით, ეს დრო გამოიყენოთ იმისთვის, რომ გამობრძანდეთ ქუჩაში და დადგეთ იქ, სადაც დგანან ალბათ, ბევრი თქვენგანის შვილი, მათი მეგობრები, თანაკურსელები, თანატოლები, დები და ძმები. მაშინ მიხვდებით რეალურად, რას აშავებთ, რას უშავებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს კანონი, რომელიც დღეს თქვენ გამოგაქვთ, ისევე როგორც რუსული კანონი, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, ეროვნულ ინტერესებს. ის ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ოფშორული ფულის საქართველოში დაუბეგრავად გადმორიცხვის ინტერესს, ისევე, როგორც რუსი სანქცირებული თუ სხვა ოლიგარქების ოფშორული ფულის გადმორიცხვას საქართველოში ისე, რომ არ დაიბეგროს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.