ქართველი მოჭიდავე დიეგო ჩხიკვაძე რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

მათივე ინფორმაციით, 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში თურქი მუსტაფა საფა ილდირიმი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დიეგო ჩხიკვაძემ 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.