სპორტი
ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონია

1695579311

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა ფალავანმა ფინალში აზერბაიჯანელ მურად მამადოვს სძლია. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი მედლით დაასრულა, ორი დღის წინ ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.ბელგრადში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და შოთა ფარტენაძე (61 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, ხოლო ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.პეტრიაშვილმა და მაჭარაშვილმა, მედალთან ერთად, პარიზის ოლიმპიადის საგზურებიც გაინაღდეს.  

"მეშვიდედ გავხდი ჩემპიონი, თუმცა წინ მორიგი შეჯიბრებები გველოდება"

1694979872

"ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გულშემატკივარს გვერდით დგომისთვის და გამხნევებისთვის. მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი შედეგი დავაფიქსირე, მეშვიდედ გავხდი ჩემპიონი, თუმცა წინ მორიგი შეჯიბრებები გველოდება.ჩემთვის მთავარი გამოწვევა არის პარიზის ოლიმპიური თამაშები, შევეცდები მეტი გავაკეთო და თითოეული თქვენგანი გავახარო“, - განაცხადა ტალახაძემ.მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ათლეტი, ვინც ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი გახდა.

გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

1694979865

სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ქართველი ფინალში ირანელ ამირ ჰასეინ ზარეს შეხვდა და 0:11 დამარცხდა.ქართველმა მოჭიდავემ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს პირველი ლიცენზია მოუტანა, მსოფლიოზე კი მე-8 მედალს დაეუფლა.დღეს ფინალურ ბლოკში, კიდევ ერთმა ქართველმა შოთა ფარტენაძემ (61კგ) სადებიუტო მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთი უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს. 

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

1694964492

მან ჩემპიონატზე გამოსვლა უკვე დაასრულა. აკვრაში მისი შედეგი 245 და 253 კგ. იყო, ორჭიდის ჯამში კი ლაშა ტალახაძემ 473 კგ დაძლია. იგი შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.ამასთან, ტალახაძემ ატაცში 208/215/220 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის ისტორიაში გახდა პირველი ათლეტი, ვინც ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი გახდა.

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ინარჩუნებს - ძალოსანმა ატაცში ოქრო მოიპოვა

1694961462

ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 208 / 2015 / 220 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა

1694283036

თამაში პარიზში, „სტად დე ფრანსეზე“ გაიმართა.მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.

თიბისის #ერთადგავიმარჯვებთ კამპანიის ფარგლებში, რაგბის საგულშემატკივრო ნივთები უკვე გაყიდვაშია

1694179568

ეროვნული ნაკრების გულშემატკივარ მომხმარებლებს მაღაზიაში რაგბის თემატიკით ბრენდირებული ნივთების და ტანსაცმლის კოლექცია დახვდებათ. გლობალურ ასპარეზზე გამარჯვებას მთელი ერი მოუთმენლად ელის, რისთვისაც თითოეული ქართველი ერთი მიზნის გარშემო ერთიანდება. ერთიანი შემართებისა და გულშემატკივრობის გამოხატვა კი უკვე ბრენდირებული კოლექციით იქნება შესაძლებელი.მომხმარებელს საგულშემატკივრო ნივთების თიბისის ნებისმიერი სადებეტო ბარათით შეძენისას, გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, მომენტალურად დაუბრუნდება.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების საგულშემატკივროდ თიბისი 9 სექტემბერს ღია ჩვენებას გამართავს

1694078716

თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში სპორტის მოყვარულები ეროვნული გუნდის გამხნევებასა და გულშემატკივრობას თიბისის ფან-ზონებიდან შეძლებენ. პირველი ჩვენება 9 სექტემბერს თბილისში, ათონელზე, პრეზიდენტის სასახლის წინ ჩატარდება. რაგბის მსოფლიო თასის პირდაპირ ტრანსლაციას აუდიტორიას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი სთავაზობს.ადგილზე ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩვენებაზე დასწრების გარდა, სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და არასპორტულ აქტივობებში ჩართვას შეძლებს. დიდი ეკრანი, რაგბის კუთხე, კვების ობიექტები და სათამაშო სივრცეები გულშემატკივრებისთვის მატჩამდე ორი საათით ადრე, თიბისის ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.თარიღი & დრო: 9 სექტემბერი, 20:00 საათილოკაცია: თბილისი, ათონელის ქუჩა N25თამაში: ავსტრალია vs საქართველომეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. #ერთადგავიმარჯვებთღონისძიების მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს პირველი არხი. 

საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა

1693391834

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ასპარეზს უკვე ფილიპინებზე, K ჯგუფში გააგრძელებს, სადაც მისი მეტოქეები სლოვენია, გერმანია და ავსტრალია იქნებიან.შემდეგ თამაშს საქართველოს ნაკრები 1 სექტემბერს, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

"ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან 6:33 დამარცხდნენ

1693076850

შეხვედრა ედინბურგში, „მარიფილდზე“ გაიმართა.შემდეგ შეხვედრას "ბორჯღალოსნები“ უკვე მსოფლიო თასზე, 9 სექტემბერს გამართავენ. საქართველოს ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდება.