2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ბინა გადმოგვცა, რომელიც საჭიროების გამო გავასხვისეთ. ახლახანს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კვლავ გაკეთდა შემოთავაზება ჩვენი ოჯახისთვის გადმოეცათ ბინა, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე.

"არასოდეს ვსაუბრობ ადამიანებთან ჩემს მატერიალურ მდგომარეობაზე. არიან ადამიანები, ვინც მხარში მიდგანან. თავს მარტო არ ვგრძნობ. ჩემი ეზოს მსგავს ეზოში თბილისში ბევრი ადამიანი ცხოვრობს.

2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ბინა გადმოგვცა, რომელიც საჭიროების გამო გავასხვისეთ. ახლახანს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კვლავ გაკეთდა შემოთავაზება ჩვენი ოჯახისთვის გადმოეცათ ბინა. სხვა ეზოშიც მექნება შესაძლებლობა გიმასპინძლოთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სითბოა, რომელსაც გიორგის კოლეგებს შორის ვგრძნობ სამსახურში”, - წერს მაკა ჩიკვილაძე.