
1685466082
"11-12 ივლისს ვილნიუსში არის ნატოს სამიტი.დღეს ღარიბაშვილმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა პუტინის გზავნილი - თითქოს რუსეთი უკრაინაში იმიტომ შეიჭრა რომ ნატოს გაფართოება შეეჩერებინათავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს სტანდარტული რუსული ტყუილია (საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის უახლესი ისტორიაა ამის დასტური, ან იგივე ფინეთის), თქვენ რომ იყოთ რომელიმე ნატოს წევრი ქვეყანა და ასეთი სირობა გესმოდეთ ქვეყნის დე ფაქტო პრემიერისგან, რას იზამდით?დაიჯერებდით რომ ამ ქვეყნის დე ფაქტო მთავრობას მართლა სურს ქვეყნის ნატოში გაწევრიანება?თუ იფიქრებდით, რომ ეს კაცი ან უბრალოდ რუსია ან რუსი &₾ეა?ვილნიუსშიც ალბათ კოლეგებთან ამის გარკვევას შეეცდებოდით", - წერს ჯაფარიძე.

1685385925
"დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! როცა ადამიანებს ასე სჯერათ შენი სიმართლის, დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხად იქცევა.ცალკე განსაკუთრებული მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ "აზიმუტის" თვითმფრინავები ცარიელი დაფრინავს. არც მიტინგებზე გავიდნენ, მაგრამ არც თვითმფრინავებში ჩასხდნენ. მთავარი ზუსტად ესაა: არ არსებობს არანაირი ბმა ქართველებსა და რუსებს შორის, უბრალოდ, ბუნებაში აღარ არსებობს, სამუდამოდ ჩაჭრილია აღუდგენელად. ვერ შეცვლის ამას ივანიშვილი და მისი ამქარი, რაც არ უნდა ქნას, ვერ შეცვლის", - წერს ნიკა გვარამია.

1685357171
"მგლებმა ცხვრის ტყავი ჩაიცვეს. “ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის კრიტიკაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ეს რა თქმა უნდა, ეშმაკური ნაბიჯია - არ უნდათ, რომ დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ამხილოს "ქართული ოცნება" და შეიწყალოს ნიკა გვარამია. დღეს თუ გაბედავს და გააკეთებს ამას, იქნება ძალიან ძლიერი სვლა, თუ არ იზამს, მიხვდება რა შანსი გაუშვა ხელიდან - მაინც მოუწევს.სალომე ზურაბიშვილმა პირწმინდად მოუგო “ოცნებას” მეორე რაუნდი - რუსეთის უკრაინაში აგრესიიდან დღემდე დროის მონაკვეთში. განსაკუთრებით მძიმე იყო მათი შერცხვენა 26 მაისს, ქართული ჯარის წინაშე.მანამდე “ოცნებას” სალომე ზურაბიშვილი ტერორში ჰყავდა, ფაქტობრივად სიმბოლური ფუნქციების მატარებელი პირი იყო. მეორე რაუნდის მოგება არ ნიშნავს გამარჯვებას. ახლა დროა, ქვეყანაზე იფიქროს და უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას", - წერს გოცირიძე.

1685282739
"უბრალოდ ამორალობის მასშტაბი რომ დაგანახოთ - აუზზე გადაღებული ქალი პოლიტიკოსის ფოტოები რომ გამოსული ინტერნეტ სივრცეში აუცილებლად ჩაიქოლებოდა და სწორიც არის!! პირადი სივრცეა და უზომოდ არაეთიკურია, ამორალურია.და კაც პოლიტიკოსზე იგივე თემა ეთიკურია? თუ ეთიკურობას სქესი აქვს და რამე, ვინმეს აძლევს უფლებას პირადი ხასიათის ფოტოები აქვეყნოს და საზოგადოებას ქცევის ეს დეგრადირებული პრინციპები შეაჩვიოს?ააა, თუ პირადი ხასიათის ფოტოების და ვიდეოების ფრიალი ნაცების და რადიკალების ნატურაა? ხო ნუ მაშინ გასაგებია.პ.ს გურული რომ ეშმაკს შეხვდება ის ანეგდოტი მახსენდება ყოველ ასეთ ჯერზე ..", - წერს წილოსანი.

1685117391
"არასოდეს ვსაუბრობ ადამიანებთან ჩემს მატერიალურ მდგომარეობაზე. არიან ადამიანები, ვინც მხარში მიდგანან. თავს მარტო არ ვგრძნობ. ჩემი ეზოს მსგავს ეზოში თბილისში ბევრი ადამიანი ცხოვრობს.2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ბინა გადმოგვცა, რომელიც საჭიროების გამო გავასხვისეთ. ახლახანს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კვლავ გაკეთდა შემოთავაზება ჩვენი ოჯახისთვის გადმოეცათ ბინა. სხვა ეზოშიც მექნება შესაძლებლობა გიმასპინძლოთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სითბოა, რომელსაც გიორგის კოლეგებს შორის ვგრძნობ სამსახურში”, - წერს მაკა ჩიკვილაძე.

1685100764
"მტერია ჩვენი სახელმწიფოსი, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის! გახაზული აგენტი, რომელსაც არცერთი სიტყვა არ უთქვამს, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყოს, ძლიერი სახელმწიფო! პარტნიორების თანაბარუფლებიანი პარტნიორი კი არა, შნირები, ცალ ფეხზე მდგომი მონები უნდა ვიყოთო! მართლა ამის სულ ყველაფრის "ტყება", - წერს სამხარაძე.

1685087719
"ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ დარჩა ცოცხალი. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს ოპერაციების დროს. არ დანებდა სიცოცხლესთან შეუთავსებელ გართულებებსაც.მეოთხე წელია, იბრძვის სიცოცხლისთვის. ვიბრძვით ჩვენც. ყოველ ჩასუნთქვას ვაყურადებთ, მილიმეტრ წინსვლას ოჯახურ ზეიმად ვაქცევთ, კვლევის პასუხებს გულგახეთქილი ველით, ყველა კაპიკს მისთვის ვზოგავთ... ზუსტად ისე ვუვლით, როგორც ჩვილს, ზოგჯერ მეტადაც. იმიტომ რომ ვიცით - ერთი წუთით მოდუნებაც ხელიდან გამოგვაცლის.გადის წლები. გვეხმარება სახელმწიფო, დაგვეხმარა ქართუ ფონდი. დაიხარჯა მილიონობით ლარი. ყველაფერს აქვს საზღვარი და ლიმიტი. მხოლოდ ჩვენს ბრძოლას ვერ ექნება ვერცერთი, ძალიან მინდა ვთქვა: ბრძოლას ცოტნეს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, ფეხზე დაყენებისთვის... და დავამთავრო.მაგრამ ვაგრძელებ: ბრძოლას სასამართლოებში, ბრძოლას პროკურატურებში, ბრძოლას ცოტნეს სახლში დასაბრუნებლად, ბრძოლას ცოტნეს კუთვნილი თანხებისთვის, ბრძოლას ცოტნეს ღირსებისთვისაც კი, და, რაც მთავარია, სარეაბილიტაციო პროექტებისთვის, რომელთა სრულყოფილად განხორციელების გარეშე ცოტნეს ხვალინდელი დღე სათუოა.და, რომელთა გამუდმებული დაბლოკვა ხდება... დედისგან... გამუდმებული, მიზანმიმართული და ყველა მეთოდით...გამსახურდიების ტრაგიკული ბედი.ამაზეა ლაპარაკი ქვემოთაც...", - წერს ჯაბაური.

1685078958
"მეგობრებო, გიორგიმ, ჩემმა ძმამ, ანამ, ცოტნეს ცხოვრებისეულმა პარტნიორმა და მე ამ ჯერზე გადავწყვიტეთ, თითოეულმა დაწეროს საკითხის შესახებ ისე, როგორც გრძნობს და ხედავს საკითხს. ცოტნე უკვე სამწელიწადნახევარია მძიმე მდგომარეობაშია. დიახ, არის ხელშესახები პროგრესი, რის საქმის კურსშიც არაერთხელ ჩაგვიყენებიხართ, თუმცა იქამდე, ვიდრე ლაპარაკს, ფეხზე დადგომას და სიარულს ვერ შეძლებს, მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად არ უნდა ჩაითვალოს.ამიტომაც ყოველი ასეთი დღე ჩემში უმძიმეს განცდას ტოვებს, გინდაც იყოს გარკვეული პროგრესი გამოჯანმრთელების მხრივ. ამიტომაც საჭიროა მეტი, ყოვლისმომცველი და უფრო მკვეთრი ზომების მიღება სამედიცინო კუთხით. დარწმუნებული ვარ, გიორგი და ანაც ასევე ხედავენ საკითხს.მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ გიორგის და ცოტნეს ბიოლოგიური დედა თავის აგრესიულ, მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად ყველანაირად ხელისშეშლის რეჟიმზეა გადართული. ლანძღვა-გინების და ცილისწამებების უწყვეტ ღვარს ვინ ჩივის: ყველა, დიახ ყველა საშუალებით უშლიან ხელს ცოტნეს რეაბილიტაციას - იქნება ეს ხრიკები, იურიდიული გზების მოსინჯვა თუ დაუსრულებელი სასამართლოები.ეს არნახული, გაუგონარი ამბავია, რომელიც უკვე პიკს აღწევს, მაგრამ სამწუხარო ფაქტია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული თქვენგანისგან მხარდაჭერას! რაშიც ისინი ცოტნეს ხელს უშლიან, ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვერ გავჩუმდებით!", - წერს გამსახურდია.

1685008553
"რეალური დამოუკიდებლობა ჯერ ისევ შორსაა!!! მაგრამ წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!! დიდება უფალს!!! გაუმარჯოს საქართველოს!!!"- წერს მორგოშია.

1684952711
"ღარიბაშვილის ტექსტები კატარში იყო სრული კატასტროფა, სრული - ყოველი სიტყვა.არც რუსული კანონი, არც ფრენების აღდგენა, არც პოლიტპატიმრები ან სხვა არ არის მიახლოებით თანაზომადიც კი იმ უმძიმეს, ღიად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან, რასაც ღარიბაშვილი საერთაშორისო ფორუმებზე სჩადის. ის აკეთებს იმას, რასაც გააკეთებდა ლუკაშენკო, სადმე რომ იწვევდნენ სასაუბროდ. დღეს საქართველო არის დასავლურად შეფუთული ბელარუსი (ჯერ კიდევ დასავლურად შეფუთული). საქართველო დღეს გრუზიაც კი აღარაა - ბელოგრუზიაა.ამიტომაც, ვფიქრობ, უნდა გავძლოთ და მკაფიოდ ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს თუ რა დასავლურ სტატუსებს, (მიტინგების მეშვეობით მოპოვებული, სპორტული გამარჯვებებით როგორი მნიშვნელობითაც არ უნდა იყოს) და სოციოლოგიური კვლევების აღმაფრთოვანებელი შედეგებით არ წყდება და ეს სამართლიანიცაა, რადგან ხალხი იმსახურებს ევროპას, თუ ევროპას ის, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაში მოიპოვებს. ამ საკითხის სხვაგვარი განმარტება არის არაგულწრფელობა საკუთარ ხალხთან და ევროპის მოტყუება და მასთან ვაჭრობა. ნუ გადავაქცევთ სტატუსს სპორტულ ინტერესად, გულზე დასაკიდებელ მედლად, ეს არ არის აზარტის საკითხი, ეს სამართლიანობის და რაციონალურობის საკითხია.თუ ევროპელობა გვინდა, თავად უნდა შევძლოთ, ამ საკითხს მივუდგეთ ევროპული წესიერებით, მორალური სიცხადით, ბრძოლისუნარიანობით და თანმიმდევრულობით. ამავე პრინციპებზე უნდა ავაგოთ საკუთარი შეფასებები და განცხადებებიც.გინდა ქვეყნის შიგნით, გინდა ქვეყნის გარეთ, ყველაფერი, რაც მორალურად ბუნდოვანია, სამართლიანობას მოკლებულია, რაციონალურობის ჩარჩოდან გასულია, აძლიერებს არსებულ სტატუს-კვოს, სიცოცხლეს უხანგრძლივებს მას. და რა გინდა რა მედლები არ უნდა დაგვკიდონ გულზე, სანამ ეს ხელისუფლება გვყავს, დასავლურ ოჯახს ვშორდებით, თავისუფალი ვარდნის რეჟიმში.ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, ერთადერთი გზით შეიძლება გაირკვეს - თუ და მაშინ, როცა დაამტკიცებს, რომ არ იმსახურებს ამ ხელისუფლებას", - წერს გვარამია.
"დღეს თბილისში რუსეთიდან თვითმფრინავები მიფრინავენ, ხვალ წავლენ ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები"
1684742188
"ახლახან თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კვლავ გაკეთდა შემოთავაზება ჩვენი ოჯახისთვის გადმოეცათ ბინა"
1685117391
ირაკლი კობახიძე სპორტ დარბაზსა და აუზზე ყოფნის გამო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დაესწრო
1685099608
"მე ძალიან კარგად ვარ, უხერხულიც კი იყო იზოლატორის ამდენი ხანი არ ნახვა"
1684615004
თბილისის მასშტაბით კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი გამოავლინეს
1684997479