თბილისის მერიის ინფორმაციით, ზაჰესის დასახლებაში, გმირ ქართველ არტილერისტთა სახელობის ხიდზე გეგმური სამუშაოები იწყება.

"აღნიშნულ ტერიტორიაზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია განხორციელდება და დაზიანებული ფრაგმენტები აღდგება.

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 21 მარტის 23:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში, ხიდზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ ზოლში.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.