
1685540680
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 ივნისიდან ორი კვირის განმავლობაში, აღნიშნულ მონაკვეთში, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.აღნიშნულ ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. შედეგად, საჭირო გახდა სავალი ნაწილის საფუძვლის ლოკალური სამუშაოების ჩატარება და ასფალტის საფარის აღდგენა.

1685538495
ახალი რეკრეაციული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილესთან ანდრია ბასილაიასთან, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან ერთად დაათვალიერა."ივერთუბანში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის პროექტი განვახორციელეთ. ჯერ კიდევ არჩევნების დროს ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული სივრცე, რომელიც ფაქტობრივად ჭაობი იყო, მთლიანად მოწესრიგდებოდა და სკვერს მოვაწყობდით. დღეს სამუშაოები დასრულებულია. პროექტის ფარგლებში ტერიტორია გამწვანდა და დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა, განათების ბოძები ლედ სანათებით, საბავშვო ზონა ატრაქციონებით. ასევე მომიჯნავე ტერიტორიაზე ვაპირებთ სპორტული მოედნის პროექტის განხორციელებას. აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ძალიან მალე გადმოგვეცემა და დავიწყებთ პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.ტერიტორიაზე მოეწყო სადრენაჟე სისტემები, აშენდა საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; განთავსდა საპარკე ავეჯი, დაირგო 753 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესა ბალახი.

1685531168
მისი თქმით, დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების განვითარება მისთვის და მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია."გლდანის მესამე მიკრორაიონის N85-87-88 და მე-4 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 9 000 კვ.მ ფართობზე, რაიონის გამგეობა პარკს აწყობს. ეს სამუშაოები დაწყებულია. პროექტის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთის მოედანი, ველობილიკისა და ფიტნესსივრცეები განთავსდება. ასევე, მოეწყობა გარე განათების სისტემა, განთავსდება სხვადასხვა სახის საპარკო ინფრასტრუქტურა და ტერიტორია სრულად გამწვანდება. დაახლოებით, 1 200 000 ლარი ჯდება აღნიშნული პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება. ერთია, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ სკვერებისა და პარკების მოწყობა-რეაბილიტაციის კუთხით, პარალელურად, გამგეობები თავიანთ რაიონებსა და უბნებში აწარმოებენ ამ ტიპის სამუშაოებს, რაც ძალიან კარგია“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია მსგავსი პროექტების განხორციელებას ყველანაირად შეუწყობს ხელს.

1685530687
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საბავშვო აქტივობები 16:00 საათიდან დაიწყება."ხვალ მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და თბილისის მერია, ამ დღეს, ტრადიციულად, საბავშვო აქტივობებით ეგებება. ამ დღის აღმნიშვნელი ღონისძიება გაიმართება ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (ე.წ. წითელ ბაღში). ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, კოსტიუმირებული წარმოდგენები და თითების თეატრი; გაიმართება საბავშვო ლიტერატურის გამოფენა - გაყიდვა; იფუნქციონირებს ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე, ასევე, გულსაბნევების დასამზადებელი სადგური, მეზღაპრის კუთხე, ფოტოზონა; გაიმართება საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ექსპერიმენტების შოუ და ფერადი ქაფების შოუ, კარნავალი და ა.შ. საინტერესო აქტივობები იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მშობლებსა და პატარებს ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა."მივმართავ ყველა მშობელს, ბებიებს, ბაბუებს, წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები. გელოდებით ყველას. ღონისძიება 16:00 საათიდან დაიწყება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

1685530586
როგორც მან აღნიშნა, ახალი გზა ოფიციალურად ხვალ გაიხსნება."საბურთალოს რაიონში, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დავასრულეთ - მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2019 წელს დავიწყეთ, თუმცა სამუშაოების დროს, გარკვეული სირთულეები წარმოიშვა, რამაც დასრულების ვადის გახანგრძლივება გამოიწვია. წარმოიშვა რამდენიმე მეწყრული მონაკვეთი, სადაც შესაბამისი პროექტები განვახორციელეთ. ჩართული გვყავდა ადგილობრივი და გერმანელი ექსპერტები, რომელთა მხარდაჭერითა და თანადგომით, უსაფრთხოებისთვის საჭირო სამუშაოები ჩატარდა. ამჟამად, დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს და დღეს დასრულდება. ხვალიდან შესაძლებლობა გვექნება, გზის აღნიშნული მონაკვეთი გავხსნათ“, - განაცხადა კახაკალაძემ.თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული."პროექტის ფარგლებში, შეიცვალა მაგისტრალური წყალმომარაგების მილები და მისი ადგილმდებარეობა. მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, რომელიც ფაქტობრივად, არ არსებობდა. ასევე, საჭირო გახდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების ადგილმონაცვლეობა. პარალელურად, გაკეთდა სპეციალური კუნძულები, რომელიც გამწვანებულია, დაიდგა განათების ბოძები თავისი LED სანათებით. გზის აღნიშნული მონაკვეთი ბეტონის საფარისაა და ერთი მიმართულება ორ ავტომობილზეა გათვლილი. საერთო ჯამში, ოთხზოლიანი მონაკვეთია. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

1685529250
ვერა პუტინა 97 წლის იყო და კასპში ცხოვრობდა.

1685528321
სწორედ ამ მიზნით, წელს უკვე მეოთხედ, კრეატიული მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სკოლაში, Miami Ad School Europe-ში (MASE), საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომლის და ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო.პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ საქართველოს ბანკის და MASE-ს 100%-იანი დაფინანსება და ისწავლონ ბერლინის Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის და Copywriting-ის ორ წლიან პორტფოლიო პროგრამაზე.დაინტერესებულმა პირებმა უნდა ჩააბარონ აღნიშნული პროგრამებიდან ერთ-ერთზე. ამისათვის, უნდა გააგზავნონ საკუთარი სივი, სამოტივაციო წერილი და პორტფოლიო მეილის მისამართზე info@miamiadschool.de. საბუთების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. განაცხადების მიღება 30 ივნისს დასრულდება.ჩარიცხული კანდიდატებიდან სპეციალურად შექმნილი ჟიური ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულს გამოავლენს და ის სწავლას Miami Ad School Europe-ში შემოდგომის სემესტრში დაიწყებს."საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით ინიციატივების განხორციელებას. ჩვენთვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, მისი სახელით გამორჩეული, ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის შევქმნათ სწავლის, განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღების და დასაქმების ახალი შესაძლებლობები. Miami Ad School Europe-ი მსოფლიოში აღიარებული სკოლაა Art Direction-ის და Copywriting-ის მიმართულებით, აქ მიღებული ცოდნა კი ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას გახდნენ გლობალური სარეკლამო ქსელის წევრები. საქართველოს ბანკი არ ჩერდება და აგრძელებს ახალი ინიციატივების შექმნას, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის გამოვლენის, ახალი უნარების აღმოჩენის და როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების პროცესში დაეხმარება“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.ინფორმაციისთვის, Miami Ad School-ი ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. ის აერთიანებს 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით.ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია კი Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, 2019 წელს დაარსდა. ნიკა 2014-2016 წლებში თავად სწავლობდა Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის მიმართულებით.საქართველოს ბანკსა და Miami Ad School Europe-ს უკვე ყავს სამი სტიპენდიატი, რომელთა რიცხვს წელს კიდევ ერთი გამარჯვებული შეემატება.

1685520287
აღსანიშნავია, რომ კონცერტი ჰოლანდიურ ანსამბლ Asko|Schönberg-თან ერთად 2021 წლის Holland Festival-ისთვის მომზადდა მაესტრო საკამოტოსთან თანამშრომლობით. თუმცა, თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე რამდენიმე ახალი ნაწარმოები ნიკოლოზ რაჭველის, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ალექსანდრე კორძაიას არანჟირებით შესრულდება. დაუვიწყარი მუსიკალური გამოცდილების მისაღებად, SOLO მომხმარებელს შესაძლებლობა ექნებათ, SOLO-ს ან საქართველოს ბანკის VISA ბარათით გადახდისას წინასწარ, 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ ბილეთები, დაესწრონ კონცერტს და გახდნენ მსოფლიოში აღიარებული იაპონელი კომპოზიტორის მუსიკალური სამყაროს ნაწილი.კონცერტის ვიზუალურ მხარეზე ჰოლანდიელი არტისტი ბორის ეკეტი იმუშავებს, რომელსაც ეკუთვნის 2021 წლის კონცერტის ვიზუალური გაფორმებაც."SOLO აქტიურად აგრძელებს კულტურული პროექტების მხარდაჭერას, რათა SOLO მომხმარებლისთვის შექმნას დასამახსოვრებელი, გამორჩეული და უნიკალური გამოცდილება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვართ ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ნაწილი, რომელიც რიუიჩი საკამოტოს მსოფლიოში აღიარებული მუსიკალური ნაწარმოებების თბილისში გაცოცხლებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნავენ SOLO-ს გუნდში.ინფორმაციისთვის, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში SOLO მომხმარებლები ბილეთების შეძენას წინასწარ, შეზღუდული დროით, მხოლოდ 31 მაისამდე შეძლებენ. SOLO მომხმარებლებისთვის კი სპეციალური შეთავაზება - ბილეთებზე 20%-იანი ფასდაკლება ბილეთების გაყიდვის პერიოდში სულ იმოქმედებს.ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

1685516355
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, იგი რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.ზურაბ ქურციკიძე ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი იყო.

1685514640
ის 4 აპრილს, ბახმუტთან, ოკუპანტების საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა, თუმცა ფრონტის ხაზზე არსებული მძიმე ვითარების გამო ცხედრის გამოსვენება 24 მაისამდე ვერ მოხერხდა.უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიას 42 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
"დღეს თბილისში რუსეთიდან თვითმფრინავები მიფრინავენ, ხვალ წავლენ ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები"
1684742188
"ახლახან თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კვლავ გაკეთდა შემოთავაზება ჩვენი ოჯახისთვის გადმოეცათ ბინა"
1685117391
ირაკლი კობახიძე სპორტ დარბაზსა და აუზზე ყოფნის გამო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დაესწრო
1685099608
"მე ძალიან კარგად ვარ, უხერხულიც კი იყო იზოლატორის ამდენი ხანი არ ნახვა"
1684615004
თბილისის მასშტაბით კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი გამოავლინეს
1684997479