სამხედრო თემა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან შვიდი წელი გავიდა

1685541073

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ JTEC-ის პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და იუბილე მიულოცა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა უწყებრივი მედლებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა კრწანისის ბაზაზე არსებული სიმულაციების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალი შენობა და  სიმულაციურ-ტექნიკური შესაძლებლობები დაათვალიერეს.ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის" ბაზაზე, 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC თავდაცვის ძალების ტაქტიკური დონის ქვედანაყოფებს კოლექტიური წვრთნებისა და შეფასებისათვის, საველე, სიმულაციური და ვირტუალური შესაძლებლობებით უზრუნველყოფს. JTEC-ის ინიციატივის განხორციელებაში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, დაარსების პირველივე დღიდან ჩართულნი არიან ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები. მრჩეველთა ჯგუფში ნორვეგიის, ლიეტუვას, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთისა და დანიის წარმომადგენლები შედიან, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში - ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეები. დღეისათვის JTEC-ის შემადგენლობაში სამი ცენტრია: საბრძოლო მომზადების ცენტრი, წვრთნების შეფასების ცენტრი და სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრი.

"სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის“ შესახებ შეხვედრა გაიმართა

1685518525

პროგრამა სამხედრო მოსამსახურეთათვის ახალი ცოდნის და უნარ-ჩვევების შესწავლას, პროფესიულ გადამზადებასა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, სხვადასხვა უწყების სააგენტოების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა დასაქმების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის, პროფესიული განვითარების და მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და დამსწრეებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია ყველა იმ შესაძლებლობაზე, რაც სამხედრო მოსამსახურეებს სამოქალაქო სექტორში რეინტეგრაციის შემდეგ ექნებათ. „სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის“ პროექტი 2023 წელს დაიწყო, რაც თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობას აძლევს აქტიურად მოემზადონ სამოქალაქო პროფესიული ცხოვრებისათვის. 

კადეტები საინფორმაციო შეხვედრებს თბილისში განაგრძობენ

1685443021

კადეტები თბილისის 29-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ და მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ლიცეუმის შექმნის ისტორიის, ლიცეუმში ცხოვრების პირობებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეები სამხედრო ლიცეუმში მიღების პირობებით დაინტერესდნენ და სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.8 ივნისს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე იგეგმება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ ინფრასტრუქტურა დაათვალიერონ და ლიცეუმის საცხოვრებელ პირობებს გაეცნონ.კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას ყოველწლიურად ახორციელებს. მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს ცხრა კლასს ასრულებენ. მოსწავლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ჩააბაროს მისაღები გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში, ასევე გაიაროს სამედიცინო შემოწმება. რეგისტრაციისას საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე, ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ ვებ გვერდზე - cadet.mod.gov.ge მითითებული საბუთების ჩამონათვალი.ლიცეუმში მიღება კონკურსის წესითაა. მოსწავლემ უნდა გადალახოს ზოგად უნარებსა და მათემატიკაში დაწესებული ჯამური ქულის 30%-იანი ბარიერი და მოხვდეს ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხობრივი კვოტის მიხედვით შედეგების მაღალ რეიტინგულ სიაში. გამოცდების შედეგების მიხედვით, ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული მოსწავლეები, გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. თუ რომელიმე მოსწავლე სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღებს უარყოფით პასუხს, ის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს და მას ჩაენაცვლება რეიტინგით მომდევნო მოსწავლე.გასულ წელს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობას დაემატება ადგილები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროთა შვილებისთვის. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შვილი, რომელიც გადალახავს ზოგადი უნარებისა და მათემატიკის გამოცდაში 30%-იანი ბარიერს რეიტინგული სიის გარეშე ჩაირიცხება ლიცეუმში.

თბილისის 32-ე საჯარო სკოლას ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა

1685430399

მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა სტუმრებს და სამშობლოსთვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობაზე ისაუბრა.სტუმრებმა საზეიმოდ გახსნეს სკოლის აბრა და გმირების მემორიალური დაფა, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა კი, სკოლას საჩუქრად სამახსოვრო დაფა გადასცეს.ბესარიონ კივილაძე 1993 წელს ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაიღუპა, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით. ალექსანდრე თანდაშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

მოხალისეთა ორგანიზაციები თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებს დადებითად აფასებენ

1685364530

ამჯერად, სამუშაო შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა თავდაცვის სფეროში მოხალისეთა კოორდინაციისთვის შესაქმნელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურა წარადგინეს. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა კი, მოხალისეთა ორგანიზაციის წევრებს სსიპ-ის ვებ-საიტის პროექტი გააცნეს. პრეზენტაციის შემდეგ ორგანიზაციების წევრებმა საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარადგინეს. მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებს დადებითი შეფასება მოჰყვა.თავდაცვის სამინისტროსა და მოხალისე ორგანიზაციებს შორის სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

პროექტი "ჩვენი ჯარი“ უმაღლეს სასწავლებლებში გრძელდება

1685353533

დღეს თავდაცვის ძალების ოფიცრები და სერჟანტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრნენ. სტუდენტები თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მათ ინფორმაცია მიიღეს როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სახეების შესახებ.ახალგაზრდებს ჯარისკაცებისთვის მათთვის საინტერესო ნებისმიერი კითხვის დასმისა და ამომწურავი პასუხის მიღების, ასევე, საკუთარი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდათ.სამხედრო მოსამსახურეებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილთან შეხვედრა უკვე გამართა. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ეტაპობრივად აღნიშნული სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდებიან. თავდაცვის უწყება პროექტს "ჩვენი ჯარი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

1685022435

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრმა თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2021 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას ბიუსტის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

1684851882

თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გენერალ-მაიორის გმირობაზე ისაუბრა.გენო ადამია 1990-იან წლებში ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინა ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის ფორმირებაში. გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც ის თანამებრძოლებთან ერთად, ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა. 1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და 1994 წელს, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. 2020 წლის 22 სექტემბერს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა

1684831324

მინისტრის მოადგილის გიორგი ხაინდრავას ხელმძღვანელობით, დელეგაციის წევრებს ესპანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მარია ამპარო გარციამ უმასპინძლა.სამუშაო შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის იმ პროექტებს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს.ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მადრიდში გამართულ უმსხვილეს სამხედრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენას ,,FEINDEF – 23’’ დაესწრო, სადაც როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების აღჭურვილობა იყო წარმოდგენილი.დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და შპს „დელტა ინტერნეიშენალის“ დირექტორი ზურაბ ჯაველიძე.

ვაზიანის სასროლეთზე საარტილერიო სწავლება დასრულდა

1684830510

მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის გეგმური საველე წვრთნები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამ ეტაპს მოიცავდა. პირველი ეტაპი საველე მოქმედებებსა და სადაზვერვო ჯგუფის, ცეცხლის მართვის ცენტრებისა და ქვემეხების შერწყმას მოიცავდა, მეორე ეტაპზე დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფები შეაფასეს, ხოლო დასკვნითი ნაწილი საბრძოლო სროლებს დაეთმო.მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა.სწავლების მიზანს ოპერატიულ გარემოში დამოუკიდებლად მოქმედება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა. წვრთნების დასკვნით ეტაპს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ.