ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძის და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი გადაიდო. 

მორიგი სხდომა 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გლდანში მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ნაცემი დეპუტატის ირაკლი ეძგვერაძის მოსანახულებლად მივიდნენ.

შსს-ს ცნობით, ენმ-ის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, თუმცა პარალელურად, უწყებას პოლიციელზე თავდასხმის მუხლით სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული.

საკრებულოს დეპუტატისა და მისი მეგობრების ჯგუფურად ცემის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, დანაშაული თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.