შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 10-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, წარმოშობილი კონფლიქტის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, დიდი ხნის ნაცნობს, 1969 წელს დაბადებულ ჟ.ტ.-ს ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

გ.ხ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ქალის ცხედარი მდინარეში გადააგდო, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.