სამართალი
იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე გამოძიება დაიწყო

1696062101

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მუხლი შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.მოზარდს ჩანთაში წერილი და სამართებელი ჩაუდეს, რომლითაც თვითდაზიანებას სთხოვდნენ, წერილი მოსწავლემ მშობელს აჩვენა.არასრულწლოვანის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მეცხრე კლასელ მოსწავლეზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა. უფლებადამცველის თქმით, ამის შესახებ იცოდა სკოლის ადმინისტრაციამ, თუმცა პოლიცია საქმეში მხოლოდ იურისტის მიმართვის საფუძველზე ჩაერთო.

პროკურატურამ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

1696012925

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მძინარე მამას სანადირო თოფიდან თავის არეში ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი  ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ზვიად კორძაძე - ამ საქმეზე 5-წლიანი ეპოპეა დამთავრდა

1695997692

"ამ საქმეზე 5-წლიანი ეპოპეა დამთავრდა, დამთავრდა იმ შედეგით, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში გამართლებული იქნენ. ასევე, ისინი არ იქნებიან და არ არიან ნასამართლევი, მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რომელსაც არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია და აღნიშნული ნაწილი ჩვენ მიერ აუცილებლად გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც საბოლოოდ დადგინდება, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ამ საკითხთან კავშირი არ აქვთ", - აცხადებს ადვოკატი.მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.

გორში შვილმა მამა მოკლა და დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში გადაიტანა

1695967804

დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს."გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას - 1956 წელს დაბადებულ უ.ი.-ს სანადირო თოფით, თავის არეში, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ჩოხატაურში 23 წლის ახალგაზრდა მოკლეს

1695922317

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

2 ივნისს დაკავებულები მოსამართლემ 500-500 ლარით დააჯარიმა

1695827785

"ეს გადაწყვეტილება არ გვეხება მხოლოდ ჩვენ, ვინც ჩვენი საქმიანობის გამო დაგვაკავეს, გაგვასამართლეს და დაგვსაჯეს. გადაწყვეტილება ეხება ყველას, რადგან ეს ქმედებები უკანონოდ გამოცხადდა ყველასთვის მომავალში.სასჯელის ერთ-ერთი მიზანია შეცვალოს სამართალდამრღვევის ქცევა უკეთესობისკენ, ხოლო ამ უკანონო გასამართლებისა და დასჯის მიზანი ჩემი საქმიანობის შემდგომ გაგრძელებაზე დაფიქრებაა. შესაბამისად, როგორი მკაცრიც არ უნდა ყოფილიყო სასჯელი ის ამ მიზანს ვერ მიაღწევდა. მე უფლებადაცვითი საქმიანობის შეწყვეტას არ ვაპირებ - პირიქით", - წერს მარიკაშვილი.საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძისა და გრიგოლ ფრანგიშვილის მიმართ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე, პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლით საქმისწარმოება შეწყდა. ისინი სამართალდამრღვევებად წვრილმანი ხულიგნობის ნაწილით ცნეს და 500 ლარით დააჯარიმეს. აქტივისტი ნოდარ სიხარულიძე კი სამართალდამრღვევად ორივე წარდგენილ ბრალდებაში ცნეს და 2000 ლარით დააჯარიმეს.

ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების გამო 8 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

1695799285

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გაწერეს 8 717 236  ლარის ღირებულების დღგ-ს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა თამბაქოს ნაწარმისა და სხვადასხვა საქონლის რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს 1 326 603 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომლის ნაწილი 876 723 ლარი გამოიტანეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი თანხა გამოყენებულ იქნა მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

36 დაზარალებულის კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 7 და 8 წლით პატიმრობა მიესაჯათ

1695735835

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულებს ეცნობოდნენ როგორც მაკლერები და კონკრეტული თანხების სანაცვლოდ თბილისში მდებარე ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. ისინი დაზარალებულებს წინასწარ აჩვენებდნენ ბინებს, შემდგომ კი ორგანიზებული ჯგუფის დანარჩენ წევრებს, როგორც ბინის მესაკუთრედ, მესაკუთრის მინდობილ პირად ან ბინის მეიჯარედ აცნობდნენ და მათთან მოტყუებით სესხის ხელშეკრულებებს ადებინებდნენ. აღნიშნული ქმედებით ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ, ჯამში 1 002 755 ლარს.დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, არაერთგზის) წარედგინათ.თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს თავისუფლების 8 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.რაც შეეხება თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებს, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ბოლნისში მამაკაცმა ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა

1695715240

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მან თვითდაზიანებები მიიყენა და ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ორი პატრულ-ინსპექტორის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებულს თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიესაჯა

1695661953

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 17 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის განაპირას გაჩერებულ საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი ორი პატრულ-ინსპექტორი ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარედგინა.ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 11 წლით აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.