სოფელ კაბალში თანასოფლელმა 28 წლის მამაკაცი დაჭრა.

ახალგაზრდას ჭრილობები მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. ბრალდებული დაკავებულია.