დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ხეობაში, მაშველები ერთ ადამიანს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, ხეობაში ჯომარდობისას, ერთი ადამიანი მდინარეში გადავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.