რეგიონები
ვანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის ახალგაზრდა დაიღუპა

1685472703

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს. 

წალკაში მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

1685193376

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით არის დაწყებული, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.თავდაპირველად ინფორმაცია გამოცემა Tok TV-მ გაავრცელა. 

კახეთში უზბეკეთის მოქალაქე 50 წლამდე ქალი მოკლეს

1684866759

ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, ქალი მეგობარმა მამაკაცმა მოკლა, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში  ცხოვრობდა.მკვლელობა სავარაუდოდ, თანხას უკავშირდება.მომხდართან დაკავშირებით 60 წლამდე მამაკაცია დაკავებული.გამოძიება 108- ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კაბალში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

1684743354

ახალგაზრდას ჭრილობები მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. ბრალდებული დაკავებულია.

ხონში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

1684740477

მუნიციპალიტეტში ვირუსი შინაურ ცხოველს, ძაღლს დაუდგინდა.ინფორმაციას ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ლაჭყეპიანი ავრცელებს."დაუდასტურდა სამწუხაროდ, ცოფის ვირუსი ხონის ცუგას, რომელსაც ადგილზე ხონშივე აკვირდებოდნენ და გუშინ დაიღუპა, აცერით თქვენი ცხოველები ცოფზე", - წერს ლაჭყეპიანი. 

"ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს"

1684523591

ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე  დაფიქსირებულა.სამწუხაროდ, მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!", - წერს სასტუმრო.ტელეკომპანია "მთავარი არხის" ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ.უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.

"გზაში გონება დაკარგა ბავშვმა, ახლოს ვიყავით საავადმყოფოსთან, მაგრამ გული ჰქონდა გაჩერებული"

1684399077

4 წლის ბიჭს ჩუტყვავილას სიმპტომები დაახლოებით 1 კვირის წინ განუვითარდა. ბავშვს მშობლები სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის რეკომენდაციების საფუძველზე მკურნალობდნენ,  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ბავშვი კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.ოჯახის თქმით, ადგილობრივმა ექიმებმა მათ სათანადო დახმარება არ გაუწიეს, რის გამოც გადაწყვიტეს ბავშვი თბილისში, ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადაეყვანათ, მოზარდს გზაში გული გაუჩერდა."უკვე ძალიან ცუდად რომ იყო, თბილისში უნდა წაგვეყვანა. იავნანა გადმოიტანეს გორმედთან და იქ მივიყვანეთ, რომ შევიყვანეთ, გამოვიდა ექიმი, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ მივიღოო. ვუთხარი ექიმს, ჩქარა, ცუდად არის, ან გადასხმა გაუკეთეთ, ან რამე-მეთქი, მოიცა, ჯერ ისტორია უნდა შევავსოო. დავავლეთ ბავშვს ხელი, ერთი არ უთქვამს, მოიცა, აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო. გამოვიტაცეთ და წამოვედით. გზაში გონება დაკარგა ბავშვმა, ახლოს ვიყავით საავადმყოფოსთან, მაგრამ გული ჰქონდა გაჩერებული", - აცხადებს ბავშვის ბებია."როგორც ყოველთვის, "გორმედში" გულგრილად მიიღეს და წავედით თბილისში. ვერ ჩავუსწარით ბავშვს, დედას ჩააკვდა ხელებში. როცა მიხვალ და ერთი საათი სჭირდება იმას, რომ რეანიმობილი მობილიზდეს, ან საერთოდ რამე გაკეთდეს. ბავშვს ჩუტყვავილა აქვს და ვერ შევიყვანთ ოთახში, სად ოთახში ვერ შევიყვანთ, გადასხმას ბავშვს ვერ გავუკეთებთ, ხომ შეიძლება მისაღებში გაუკეთო ბავშვს გადასხმა, სადმე, თუ შენ გულგრილი არ ხარ", - აცხადებს ბავშვის მამიდა. 

სოფელ ხოვლეში მგლის ხროვამ ერთ ღამეში 180-მდე ცხვარი დაგლიჯა

1684180144

"მთავარის" ინფორმაციით, ზარალი თითქმის 30 ათასი ლარია, ფერმერი დახმარებას ითხოვს.მიშიკო ბახტაძის თქმით, ცხვარი ბანკიდან აღებული სესხით მოიშენა, ახლა კი არ იცის, დავალიანების დაფარვას როგორ შეძლებს.უკვე ცნობილია, რომ დაზარალებულ ოჯახს არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან და არც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან არ დაეხმარებიან. მერის წარმომადგენლის თქმით, მიზეზი მცირე ბიუჯეტია, რის გამოც მსგავსი პროგრამა კასპის მერიაში არ მუშაობს.

არაგვში მაშველები ერთ ადამიანს ეძებენ

1684162367

არსებული ინფორმაციით, ხეობაში ჯომარდობისას, ერთი ადამიანი მდინარეში გადავარდა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

1684148719

ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.