პოლიტიკა
"ვისაც ჰგონია ან ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას შეიძლებოდა, რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. ჯერ არ მიცნობენ"

1685555045

"როგორც იცით, ყოველთვის ვარ ოპტიმისტი და საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. აქ გუშინ და დღეს ჩემი შეხვედრები მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება, ვიყოთ ოპტიმისტები. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი გვაქვს გასაკეთებელი. ძალიან კარგად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი. ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს ამ გზაზე. ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსია, რომ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვეკუთვნის.შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორივემ თქვეს, რომ აპირებენ ჩამოსვლას. ასევე პარლამენტის თავმჯდომარეც აპირებს ჩამოსვლას. ეს სამი ადამიანი თუ ჩამოდის ჩვენთან მომავალი თვეების მანძილზე, ამ ექვს თვეში, ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე არ უთქვამთ უარი და ხედავენ თუ, რამდენად მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამის გამო შეგვიძლია, "ცუდად მოვიქცეთ“. ეს არის ყველას გასაკეთებელი.დავამატებდი იმას, რომ ვისაც ჰგონია ან ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას შეიძლებოდა, რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ესე იგი, ჯერ არ მიცნობენ და ჯობია, გამიცნონ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

"შეიძლება ბებერი და მახინჯი ვარ, მაგრამ მორალური კომპასი მაინც მაქვს"

1685554366

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ კობახიძემ, მე, როგორც სახელმწიფო მოხელეს, მიწოდა "დაობებული" და „ნაფტალინიდან“ ამოღებული. თუ უკეთესად დაცვა არ შეგიძლიათ, შეურაცხყავით ქალის გარეგნობა.შეიძლება ბებერი და მახინჯი ვარ, მაგრამ მორალური კომპასი მაინც მაქვს. დიდება უკრაინას!", - წერს თორნტონი.  Head of @GeorgianDream41 of @governmentgeo Kobakhidze called me a "moldy" "mothball," like any professional, mature statesman. If you have no better defense, insult a woman's looks. I may be an old, ugly mothball, but at least I have my moral compass in tact. Slava Ukraine! pic.twitter.com/7F7u0JVHSM — Laura Thornton (@LauraLThornton) May 31, 2023

პარლამენტმა "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

1685552964

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, რეგლამენტში ცვლილების შედეგად პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა. რის საფუძველზეც, ისინი შეძლებენ უკეთ განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა და 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ისარგებლონ პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფისთვის რეგლამენტის შესაბამისად მინიჭებული უფლებამოსილებებით.

"შედარებით დაბალანსებული, ობიექტური გამოსვლები შეიძლება მისასალმებელიც იყოს"

1685552673

მისივე თქმით, "ქალბატონ სალომეს ალბათ, უნდა ავუხსნათ, რომ როდესაც გამოდის საქართველოს პარლამენტში, 26 მაისის ღონისძიებაზე, ეს ყველაფერიც გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ"."2023 წელია და ამ საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში გამოსვლებიც გაიგონ უცხოელებმა, ამიტომ, აქ სხვანაირი ლაპარაკი, იქ შედარებით დაბალანსებული ლაპარაკი ერთი და იგივეა. მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს პარლამენტში  გამოვა, თუ სხვა ღონისძიებაზე,  მათ შორის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამ ყველაფერს ისმენენ. აქედან გამომდინარე, უნდა ვთხოვოთ, რომ თუკი შეუძლია მას შედარებით, (გასაგებია, რაღაც პატარ-პატარა არაობიექტური ამბებიც იყო), მაგრამ, შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს და შემდეგ შეიძლება სამართლიანადაც თქვას, რომ ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა, მოვუწოდებთ, რომ საქართველოშიც შეიძლება იგივე  გააკეთოს. ამის საპირისპირო გააკეთა მან საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, 26 მაისის ღონისძიებაზე და ეს იყო ძალიან ცუდი, მაგრამ დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, შედარებით დაბალანსებული, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.მისივე თქმით, გარკვეული მესიჯბოქსის ნაწილია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართველ ხალხზე აქცენტირებას აკეთებდა, მაგრამ მთავარია ყველა უმაღლესი ტრიბუნიდან ისმოდეს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს."საქართველო ამ მოცემულობით, სხვაზე მეტად და ამას ევროკავშირიც და მისი კრიტერიუმებიც ადასტურებს, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ყველა დანარჩენი არის დეტალები, რომელსაც შეიძლება მნიშვნელობაც შედარებით აღარ მივანიჭოთ, მაგრამ შედარებით დაბალანსებული, ობიექტური გამოსვლები შეიძლება მისასალმებელიც იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"შეეძლო, დღეს ისეთი გადაწყვეტილება მიეღო, რაც პოზიტიურად შეიყვანდა ისტორიაში"

1685543946

"უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ სწორ გზას ადგას. მისი ყველა განცხადება, მათ შორის უკრაინის სოლიდარობაზე, რუსეთის შეფასება და ხელისუფლების მხრიდან ფაქტობრივად საგარეო კურსის ცვლილებაზე, სწორი გზავნილებია. ეს მისასალმებელია, თუმცა უკმაყოფილების გრძნობა მაინც რჩება, თუნდაც იმის გამო, რომ მას შეეძლო, დღეს ისეთი გადაწყვეტილება მიეღო, რაც პოზიტიურად შეიყვანდა ისტორიაში. შეეძლო, დღეს პირდაპირ შეეწყალებინა ნიკა გვარამია.როდესაც ამბობს, ზეწოლის გარეშე შეუძლია ვინმეს შეწყალება და ირიბად რაღაცას გულისხმობს, ეს დაგვიანებულია. ყოველ შემთხვევაში, ამას არავინ დაუფასებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი მიტოვება გამოიწვევს რუსეთის მხრიდან დაუსრულებელ აგრესიას

1685543580

"როგორც ისტორიამ გვასწავლა, ჩვენი მიტოვება გამოიწვევს რუსეთის მხრიდან დაუსრულებელ აგრესიას. უკრაინაში რუსეთი პოლიტიკურად დამარცხდა, სამხედრო თვალსაზრისითაც დამარცხდა მრავალ ასპექტში. მათ ძალიან დიდი დანაკარგები აქვთ. მათ დაკარგეს ევროპის დანაწევრების, დაქსაქსვის შესაძლებლობა.უკრაინელების მედეგობა, ძალა, მათი ისტორიული არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ზემოხსენებული გახლავთ იმის შედეგი, რომ რუსეთის მთავრობამ ვერ გათვალა ეს ყველაფერი, ვერც წარმოიდგენდა რუსეთი, რომ დაუმარცხებელი არ იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს როდის დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები, ევროპასთან ერთად განსაზღვროს რა გახლავთ მშვიდობა.ჩვენ ნამდვილად მხარში ვუდგავართ უკრაინას, მე ვსაუბრობ საქართველოს მოსახლეობის სახელით ისევე, როგორც აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობის სახელით, რადგანაც ეს ევროპული მომავალი, თავისუფლება, მათი იდენტობის დაცვა მათთვისაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს. მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამოვიდნენ სოხუმში, აფხაზეთში. აფხაზეთი არ იყიდება, რუსეთს არ დავუჩოქებთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი ცდილობს, რომ გაზარდოს თავისი ზეგავლენა საქართველოზე"

1685543502

"მნიშვნელოვანი გახლავთ რუსეთისგან თავდაცვა. რუსეთი დღესდღეობითაც აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას და ახორციელებს ჰიბრიდულ ომს ქართველი ხალხის წინააღმდეგ.ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი ცდილობს, რომ გაზარდოს თავისი ზეგავლენა საქართველოზე და შეასუსტოს ევროპის გავლენა. ეკონომიკური ურთიერთობა, უვიზო რეჟიმი, ფრენების აღდგენა გამიზნულია იმისთვის, რომ შიდა ესკალაცია და დაძაბულობა გაიზარდოს. ამას ვერ დავუშვებთ. ვერ დაუშვებს საქართველო, ვერ დაუშვებს ევროპა. ევროპა ძალიან აქტიურად იბრძვის ამის წინააღმდეგ. შესაბამისად, უნდა დაეხმაროს საქართველოს, რომ აღუდგეს ამ ყველაფერს. სწორედ ამისთვის გვჭირდება კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

"მზად ვართ, დაგეხმაროთ თქვენს მოგზაურობაში, რომ გახდეთ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი"

1685542380

"დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ძვირფასო ქალბატონო სალომე, მოგესალმებით ევროპარლამენტში. ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით, დავიწყო მადლობით თქვენი პირადი წვლილისთვის, რომ ევროპულ გზაზე საქართველოს საზოგადოებას უჭერთ მხარს. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მომავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით, ამის გამეორება მინდა, მზად ვართ, დაგეხმაროთ თქვენს მოგზაურობაში, რომ გახდეთ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი.ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მეტად და უფრო მჭიდროდ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს საქართველოს და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ არ დაკარგოს ისტორიული შესაძლებლობა. ამისთვის უნდა დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები სხვადასხვა ეტაპის მისაღწევად – დემოკრატიის მხარდაჭერა, მასმედიის თავისუფლება, სასამართლოს რეფორმა, პატიმრების პირადი ღირსების პატივისცემა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. ჩვენ ვართ მზად, რომ გაგიწიოთ დახმარება ამ წინსვლაში ევროკავშირისკენ. ჩვენ ვიცით, რომ უნდა შევუქმნათ საქართველოს პირობები, რომ საკუთარი მომავალი თვითონ აირჩიოს, თქვენი იმედი გვაქვს, რომ შეძლებთ დაძლიოთ არსებული პოლარიზაცია", - განაცხადა მეცოლამ.

"არ აქვს აზრი ჩემს მიმართ მუქარების გაჟღერებას, რადგან მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალაშია საქართველოს უკეთესი მომავლისკენ"

1685541623

"პრეზიდენტის პოზიცია უნდა იყოს ნამდვილად პატივისცემის ღირსი, ისევე როგორც დიდ ქვეყნებში, არ უნდა ხორციელდებოდეს ზეწოლა გარედან და ქვეყნის შიგნიდან. მე მსურს მივმართო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რადგანაც არ აქვს აზრი ჩემს მიმართ მუქარების გაჟღერებას, რადგანაც მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალაშია საქართველოს უკეთესი მომავლისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვეტოები უარყოფილი იქნება უმრავლესობის მიერ, ეს მხარდაჭერილი იქნება ასობით ათასი ქართველის მიერ, რადგანაც ჩვენ გვაქვს საერთო პრინციპი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.რაც შეეხება შეწყალების უფლებას, ზურაბიშვილის თქმით, "გააკეთებს იმას, რასაც თვლის საჭიროდ"."არანაირი ზეწოლა არ უნდა იყოს, რადგან მე გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს სურს, გახდეს წევრი ევროპული ოჯახის, ეს არის ისტორიული არჩევანი

1685540592

"მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს იმ საშუალებისთვის, რომელიც მომეცით მე, რომ მივმართო ამ ასამბლეას. ეს არის ძალიან სერიოზული გზაგასაყარი ჩემი ქვეყნისთვის, ეს არის პატივისცემა. ქალბატონო პრეზიდენტო, 13 წლის წინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ამ ორგანიზაციის წინაშე და მე გამოვდივარ იმ მისწრაფებით, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე იზიარებს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს სურს, გახდეს წევრი ევროპული ოჯახის. ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, ჩვენ ასეთ მომენტს ვაწყდებით საქართველოს ისტორიაში, სადაც საქართველოს მთავრობა, სადაც მისი ხალხი და 27 ქვეყანა ერთად უნდა წყვეტდეს საქართველოს ხვალინდელ დღეს. თუმცაღა საქართველოს მოსახლეობამ უკვე გადაწყვიტა ეს საკითხი. მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით – ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია. ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისა, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს. მე ვარ ქვეყნის ხელმძღვანელი, იმ ქვეყნისა, რომლის კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციას. მე ამას ვაკეთებ დაუღალავად და ამას გავაკეთებ არა მხოლოდ იმისთვის, რომ შევასრულო კონსტიტუციის მოთხოვნები, არამედ მორალური პოზიციიდან გამომდინარე.ამ გადამწყვეტ დროს ჩვენი მოგზაურობისა ევროპის მიმართულებით, მე ვმუშაობ იმისთვის, რომ საქართველომ დაძლიოს შიდა და საერთაშორისო გამოწვევები და მაქსიმალურად იმოძრაოს ევროპული ინტეგრაციისთვის. ერთადერთი გზა არსებობს ამისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.