უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 166 570 (+960) ჯარისკაცი დაკარგა. 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 21.03.2023-მდე: ტანკები - 3 552 (+15), ჯავშანტექნიკა - 6 879 (+10), საარტილერიო სისტემები - 2 586 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 507 (+0). 

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 270 (+0), თვითმფრინავი - 305 (+0), ვერტმფრენები - 290 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 2 167 (7), ფრთოსანი რაკეტები - 907 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0). 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი -  5428 (+12), სპეციალური ტექნიკა - 266 (+1).

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 120 თავდასხმა მოიგერიეს, მათ შორის ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას მიმართულებით.