უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ზვიად გიგანი რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ბახმუტთან ახლოს შეეწირა.
ის უკრაინაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.
უკრაინაში პუტინის ომს უკვე 44 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ზვიად გიგანი რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ბახმუტთან ახლოს შეეწირა.
ის უკრაინაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.
უკრაინაში პუტინის ომს უკვე 44 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
1696433527
მანამდე მერაბ ტურავამ მხარეებს მიმართა, გაეგრძელებინათ თუ არა დღევანდელი სასამართლო პროცესი 19:00 საათის შემდეგ, რაზეც ორივე მხარე თანახმა არ იყო. პრეზიდენტის წარმომადგენლებს სხდომის ხვალ გაგრძელება სურდათ, წარდგინების ავტორებს კი პროცესის კიდევ ერთი საათით გაგრძელება.აზრთა სხვადასხვაობის გამო, სასამართლოს შემადგენლობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასამართლო სხდომა ხვალ განახლდეს.კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პარლამენტის 80-მა წევრმა წარადგინა. კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან.
1696432942
"რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ თქვა: გადავკეტოთ აეროპორტის გზები, რომ პრემიერი გრანადაში არ წავიდეს, წავა იქ და მოაწერს ხელს დოკუმენტს, რომლითაც გაუგებარია რას გააკეთებს.ეს არის დოკუმენტი, რომელიც მარიონეტულმა ოპოზიციამ დესტრუქციულ დოკუმენტად წარმოაჩინა. ახლა, რადგან არაფერი გამოუვიდათ, სომხეთი არ დაემორჩილა მარიონეტულ ზეწოლას, გამოხატა მკაფიოდ დასაბუთებული, კონსტრუქციული პოზიცია, მკაფიოდ დააფიქსირა თავისი აზრი და გასაგებია, რომ აეროპორტის გზას ვერავინ გადაკეტავს, ასე რომ, ნახეთ, რა მოხდა. აღმოჩნდა, რომ დაგეგმილი შეხვედრა საერთოდ არ შედგა და ჩვენი ბრალი არ არის“, - განაცხადა ფაშინიანმა.მისი თქმით, "მარიონეტული ოპოზიცია მომავალ პრემიებს არ მიიღებს, რადგან ეს საკითხი მოგვარებულია, მაგრამ არა მათი ხელით“.ფაშინიანმა განაცხადა, რომ, მიუხედავად ამისა, გრანადაში დელეგაცია გაგზავნეს, რომელშიც შედის სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი."ვიზიტი არ გაუქმებულა, წავალთ, გავმართავთ შეხვედრებს და ვეცდებით, უფრო დეტალურად წარმოვადგინოთ ჩვენი პოზიციები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვწუხვართ, რომ შეხვედრა არ შედგება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ კონცეპტუალურ დოკუმენტს, რომელიც მაგიდაზეა, ხელსაყრელ დროს მოეწერება ხელი. მე მზად ვარ ხელი მოვაწერო ამ შეთანხმებას და ძალიან ვწუხვარ, რომ ხვალ არ მექნება შესაძლებლობა განვაცხადო, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულია.ეს დოკუმენტი შეესაბამება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებს. თუ არ არის დაბალანსებული, ხელს ვერავინ მოაწერს და ვერც ვერავინ აიძულებს ამას. სხვა საქმეა, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ხედავენ, რომ სომხეთის ზურგში ბევრი მარგინალური, მარიონეტული ძალაა და მათი გამოყენება შეიძლება სომხეთის ინტერესების საზიანოდ წონასწორობის დასაკარგავად. ვფიქრობ, ისინი განახორციელებენ ამ სცენარს“, - განაცხადა ფაშინიანმა.გრანადაში დაგეგმილი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მასში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო ჩაიშალა. ალიევმა თავისი გადაწყვეტილება საფრანგეთის პოზიციით და შეხვედრაზე თურქეთის მიწვევაზე უარით ახსნა.
1696431915
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის უკიდურესი დარღვევა იქნებოდა ნებისმიერი კონტაქტი ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც აღიარებული აქვთ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები და არ ცნობს ქვეყნის ოკუპაციას.„რა შემთხვევაში დაარღვევს პრეზიდენტი 52-ე მუხლს? პირველ რიგში, სტატუსიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა ნაბიჯი, თუ კონტაქტი, რომელიც შეიძლება დაამყაროს, საკმაოდ შეზღუდულია, რადგან ის ვერ აიღებს ვერანაირ ახალ ვალდებულებას, ვერ შევა მოლაპარაკებებში, მას შეუძლია მხოლოდ ესაუბროს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რათა მოიპოვოს მათი მხარდაჭერა იმ პოლიტიკისთვის, რაც დეკლარირებული აქვს პარლამენტსა და მთავრობას. მაგალითად, რა იქნებოდა დარღვევის ყველაზე მკაფიო და უკიდურესი ზომა? ნებისმიერი კონტაქტი ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც მაგალითად აღიარებული აქვთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები და არ ცნობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. მაგალითად, ის, რაც პრემიერმა გააკეთა და რაც კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს – ჩინეთში სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს მთავრობის მხრიდანაც დარღვევაა და ეს რომ პრეზიდენტსაც განეხორციელებინა, 52-ე მუხლის დარღვევა იქნებოდა. საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი კონსტიტუციით განსაზღვრა, რომ საქართველოს მიზანია იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი – ეს მთავარი ხაზი უკვე განსაზღვრულია. პრეზიდენტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იმოქმედებს პარლამენტის მიერ დადგენილი და მთავრობის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებს გარეთ, ეს იქნება მისგან არაკონსტიტუციური ქმედება. პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, რომელიც საგარეო ურთიერთობების კუთხით მოიცავს კონტაქტს, მაგრამ არ მივყავართ ხელშეკრულების დადებამდე, პოლიტიკური ვალდებულების წარმოშობამდე, თუ სხვა ტიპის შედეგამდე, წარმოდგენილი საგარეო პოლიტიკის ცვლილებამდე პრეზიდენტის მხრიდან არის კანონიერი და კონსტიტუციური ქმედება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.მისივე თქმით, „პრეზიდენტი სხვა ქვეყნების თანამდებობის პირებთან საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სასაუბროების ფარგლებში, ყველა კომუნიკაცია მოიცავს ერთადერთ რამეს – რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ და როგორი აუცილებელია რომ იმ ქვეყნისგან, რომლის ლიდერსაც ხვდება, მხარდაჭერა ჰქონდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში და ეს ძალიან ცალსახაა“.„ამის საწინააღმდეგო უნდა წარმოგვიდგინოს მან, ვინც მოითხოვს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას იმის გამო, რომ პრეზიდენტი ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს მიგვაახლოოს ამ მიზანს. პირადად ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, ეს არ არის დემაგოგია, ეს ჩემთვის გადამწყვეტია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
1696430097
აზნაურაშვილი მინისტრის მოადგილის რანგში გააგრძელებს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას. მინისტრის მოადგილის რანგში, ნიკოლოზ აზნაურაშვილის საკურატორო სფეროებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გარდა, იქნება მუზეუმები და ზოგიერთი სახელოვნებო დაწესებულება.2012-2015 წლებში, ნიკოლოზ აზნაურაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსი იყო; 2015-2016 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ხოლო 2016-2018 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი. 2018-2019 წლებში, ნიკოლოზ აზნაურაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, 2018-2019 წლებში კი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. 2021 წლიდან, ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. 2022 წლის იანვარში ის სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა.რაც შეეხება კობა ხუბუნაიას, მინისტრის მოადგილის რანგში, მის საკურატორო სფეროში, სხვებს შორის, იქნება სამინისტროს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა. ის ასევე გააგრძელებს კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შესრულებას.კობა ხუბუნაია 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ამავე დროს, ის ასრულებდა სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას. ხუბუნაია პროფესიით ეკონომისტია. 2001-2004 წლებში საქართველოს კონტროლის პალატაში იყო საფინანსო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი. 2004-2007 წლებში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში იყო საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი. 2007-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, სადაც იყო საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მოგვიანებით კი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი. 2014-2017 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსების, სტატისტიკისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი. 2017-2019 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეკონომიკური სამსახურის უფროსი. 2019-2021 წლებში მუშაობდა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, სადაც იყო სააგენტოს უფროსის მოადგილე.
1696427516
მისივე თქმით, რუსების მუდმივი შეხსენება მათი ბირთვული იარაღის შესახებ "არის არა სიძლიერის, არამედ სისუსტის გამოვლინება და ასეთ ნაბიჯებს მიმართავენ, რადგან არც სამხედრო ოპერაციებს და არც დიპლომატების მუშაობას არ მოუტანია ოკუპანტებისთვის სასურველი შედეგი"."მათ სურდათ ჩვენი დამოუკიდებლობის განადგურება, მაგრამ ვერ გაიმარჯვეს. წლის ბოლომდე, ჩვენი დაზვერვის მიხედვით, იქნება მეტი ბირთვული საფრთხე", - აღნიშნა ზელენსკიმ.რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პროპაგანდისტებმა არაერთხელ განაცხადეს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. ისინი უკვე დაემუქრნენ არა მარტო უკრაინას, არამედ დასავლეთის ქვეყნებსაც.უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ბირთვული საფრთხეები უბრალო ბლეფად დარჩება მანამ, სანამ სხვა ქვეყნები არ დაიწყებენ ასეთი შანტაჟის დამორჩილებას.
1696425146
"კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია საგარეო ურთიერთობების წარმოებასთან და ქვეყნის საგარეო კურსთან, უნდა განახორციელონ იმ სულისკვეთებით, რომელიც სპეციალურ ნორმაში - 78-ე მუხლშია ასახული. სხვა სიტყვებით, უფლებამოსილებები, რომელიც ინსტრუმენტს წარმოადგენს ყველა გაგებით, მათ უნდა გამოიყენონ შინაარსობრივი კომპეტენციის შესასრულებლად, ამ შემთხვევაში ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ასევე გასათვალისწინებელია საგარეო პოლიტიკის სფეროში სახელმწიფოს პოზიციის „ერთ ხმაში გაჟღერების“ საჭიროება.აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, ვინაიდან პრეზიდენტი მოქმედებდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო მთავრობამ თავად არ შეასრულა შემხვედრი ვალდებულება, რომელიც თანხმობის გაცემას გულისხმობდა პრეზიდენტის მიერ ისეთი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად, როგორიცაა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის შეხვედრების და მოლაპარაკებების წარმოება.პარლამენტს არ აქვს ვალდებულება, სასამართლოს დასკვნით დადგენილი, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი აუცილებლად გადააყენოს. იმპიჩმენტი პოლიტიკურ-სამართლებრივი ელემენტების მქონე პროცესს წარმოადგენს. სამართლებრივი მხარე იკვეთება მისი დაწყების საფუძვლებში და სასამართლოს მიერ მათ დადასტურებაში, ხოლო პოლიტიკური კი - საპარლამენტო ორგანოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, მაგრამ პარლამენტი ვერ შეძლებს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში (დასკვნის მიღებიდან 2 კვირაში) პრეზიდენტის გადაყენებას იმპიჩმენტის წესით, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია. შესაბამისად, სახელმწიფოს შეიძლება ჰყავდეს მეთაური, რომელიც ფორმალურად კონსტიტუციის დამრღვევია, თუმცა მაინც თანამდებობაზეა. ეს აიხსნება იმით, რომ იმპიჩმენტის პროცესი არის პოლიტიკური და საბოლოო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ხელისუფლების ხელშია.იმის გათვალისწინებით, რომ მოახლოებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტი, პრეზიდენტის ეს ვიზიტები არსებით მნიშვნელობას იძენს, ხოლო მთავრობის მხრიდან ამ აქტივობების დაყოვნება თუ ხელშეშლა, თავად მთავრობის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
1696424739
"კანონპროექტის თანახმად ზუსტდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები. კერძოდ, კანონპროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: ა) საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ბ) ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; გ) იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; დ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება".კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, ცვლილებების საფუძველი გახდა 2023 წლის 18 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური განცხადება, თითქოს ოქტომბერ-დეკემბერში ქვეყანაში "დესტრუქციული ქმედებები" იგეგმება."ქართული ოცნების" მორიგ რეპრესიული კანონპროექტს ოპონენტებმა უკვე უწოდეს რუსული კანონი ნომერი 2, რადგან ამ კანონპროექტით, მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს დემონსტრანტებისთვის.
1696421577
აქციაზე შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტში გამკაცრებულ ცვლილებებს გააპროტესტებენ. "ქართული ოცნების შვიდმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა ახალი რუსული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც დღეს მოქმედ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში აპირებენ ცვლილებების შეტანას.კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში დემონსტრანტებს აეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია კანონდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.კანონპროექტის მოსმენა პარლამენტში 5 ოქტომბერს იგეგმება. ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს, 14 საათზე, მოსმენის პარალელურად, პარლამენტის უკან, ერთად გავაპროტესტოთ ახალი რუსული კანონი. რუსულ მთავრობას არ გავატანინოთ მორიგი რუსული კანონი", - აცხადებენ ორგანიზატორები.შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო
1696096112
თბილისის მერიამ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, 20 ელექტროდამტენი დაამონტაჟა
1695197550
22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1695324787
28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1695844181
თბილისის მერი "თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
1695198964