უკრაინის ომის შემდგომი სტრუქტურის მთავარი თემა რუსეთში 100-120 კმ სიღრმეზე დემილიტარიზებული ზონის შექმნა უნდა იყოს. ეს ეხება აგრესორი ქვეყნის ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, როსტოვის ოლქების ტერიტორიებს, - ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს.

"ხარკოვის, ჩერნიგოვის, სუმის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების მცხოვრებთა რეალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაბომბვისგან დასაცავად, აუცილებელი იქნება 100-120 კმ დემილიტარიზებული ზონის შემოღება ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის და როსტოვის ტერიტორიაზე“, - წერს პოდოლიაკი.

მისი აზრით, სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე დემილიტარიზებულ ზონაში საერთაშორისო საკონტროლო კონტინგენტი იმოქმედებს.