ომი უკრაინაში
აშშ-მა უკრაინისთვის დახმარების მორიგი პაკეტი გამოყო

1685562082

"დღეს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა დამატებითი უსაფრთხოების დახმარება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, - ნათქვამია პენტაგონის პრესსამსახურის განცხადებაში.პენტაგონი განმარტავს, რომ უკრაინას ახალი იარაღი მიეწოდება აშშ-ს მარაგების შემცირების ფარგლებში.უკრაინა მიიღებს დამატებითი საბრძოლო მასალას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის; AIM-7-ის რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის; საჰაერო თავდაცვის სისტემები Avenger; საზენიტო სისტემები Stinger; დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის; 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები;105 მმ სატანკო საბრძოლო მასალა; მაღალი სიზუსტის მართვადი საავიაციო საბრძოლო მასალები; საავიაციო რაკეტები Zuni; საბრძოლო მასალა უპილოტო თვითმფრინავების სისტემებისთვის; ტანკსაწინააღმდეგო სისტემები AT-4; 30 მილიონზე მეტი ვაზნა; განაღმვის აღჭურვილობა და სისტემები; საბრძოლო მასალა დაბრკოლებების განადგურების მიზნით; ღამის ხედვის მოწყობილობები."შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინა აღჭურვილი იყოს ბრძოლის ველზე მისი დაუყოვნებელი და უსაფრთხოების გრძელვადიანი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად", - აცხადებენ პენტაგონში.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზვიად გიგანი დაიღუპა

1685560438

ის უკრაინაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.უკრაინაში პუტინის ომს უკვე 44 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 207 910 ჯარისკაცი დაკარგა

1685515797

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 207 910 (+470) ჯარისკაცი დაკარგა. ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 31.05.2023-მდე: ტანკები - 3802 (+0), ჯავშანტექნიკა - 7472 (+3), საარტილერიო სისტემები - 3460 (+15), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 575 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები - 333 (+1), თვითმფრინავი - 313 (+0), ვერტმფრენები - 298 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 3124 (+32), ფრთოსანი რაკეტები - 1107 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი -  6230 (+11), სპეციალური ტექნიკა - 454 (+0).

აშშ 31 მაისს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს

1685475768

"ხვალ ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ ზომებს, რომელიც ეფუძნება ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლს, რომლებიც აღმოჩენილია ირანულ დრონებში და გამოიყენება უკრაინის მოქალაქეებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის“, - განაცხადა ბლინკენმა.აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე რეგულარულად აწესებს.

სუნაკი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ მოლაპარაკებების მიზნით ბაიდენს შეხვდება

1685474488

ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის განცხადებაშია აღნიშნული."სუნაკი მომავალ კვირას ოთხშაბათს და ხუთშაბათს ვაშინგტონში იქნება ბაიდენთან, კონგრესის წევრებთან და აშშ-ის ბიზნეს ლიდერებთან შეხვედრებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.მასში ასევე აღნიშნულია, რომ სუნაკი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ვაშინგტონში პირველ ოფიციალურ ვიზიტს განახორციელებს. მას სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმ დაძაბული ურთიერთობების გამოსწორება, რაც 2020 წელს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ გამოიწვია.ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, ქვეყნების ლიდერებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ სხვადასხვა საკითხები, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერა.

უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

1685428495

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 207 440 (+410) ჯარისკაცი დაკარგა. ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 30.05.2023-მდე: ტანკები - 3802 (+1), ჯავშანტექნიკა - 7469 (+2), საარტილერიო სისტემები - 3445 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 575 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები - 332 (+1), თვითმფრინავი - 313 (+0), ვერტმფრენები - 298 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 3092 (+38), ფრთოსანი რაკეტები - 1107 (+51). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი -  6219 (+12), სპეციალური ტექნიკა - 454 (+1).

"ტერორისტული სახელმწიფოსთვის არ არსებობს იმაზე დიდი დამცირება, ვიდრე ჩვენი ჯარისკაცების წარმატებაა"

1685391341

"დღეს ძალიან გრძელი დღე იყო და ეს დღე ძალიან ადრე დაიწყო ბევრი ჩვენი ხალხისთვის. რამდენიმე რუსული ტერორისტული თავდასხმა ერთ დღეში. "შაჰედები", ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური ბომბები. მადლობა ჩვენ საჰაერო თავდაცვას", - განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, "შაჰედების“ და რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდეს და სულ მცირე ასობით ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ ერთ დღეში გადარჩა. "ყოველი ასეთი ტერორისტული თავდასხმა გვაბრუნებს ჩვენ და მთელ მსოფლიოს აშკარა დასკვნამდე: რუსეთს სურს ბოროტების გზას ბოლომდე მიჰყვეს, ანუ დამარცხებამდე, რადგან ბოროტებას დამარცხების გარდა სხვა დასასრული არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.მისივე თქმით, უკრაინელების ხელში Patriot უზრუნველყოფს ნებისმიერი რუსული რაკეტის 100%-ით ჩამოგდებას და ტერორი ზარალდება ამით. "ტერორისტული სახელმწიფოსთვის არ არსებობს იმაზე დიდი დამცირება, ვიდრე ჩვენი ჯარისკაცების წარმატებაა. ფაქტობრივად, ჩვენი წარმატებებით, ჩვენი ზეწოლით, ჩვენი Patriot-ებით, ჩვენ  გავაგრძელებთ რუსეთისთვის პასუხის გაცემას მისი ბოროტების ყველა გამოვლინებაზე. ჩვენ გავანადგურებთ ამ ბოროტებას. მსოფლიოში არავინ იყენებს იარაღს ბოროტების წინააღმდეგ უფრო ეფექტურად, ვიდრე უკრაინელები", - განაცხადა ზელენსკიმ.

"აუცილებელი იქნება დემილიტარიზებული ზონის შემოღება ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის და როსტოვის ტერიტორიებზე"

1685389541

"ხარკოვის, ჩერნიგოვის, სუმის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების მცხოვრებთა რეალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაბომბვისგან დასაცავად, აუცილებელი იქნება 100-120 კმ დემილიტარიზებული ზონის შემოღება ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის და როსტოვის ტერიტორიაზე“, - წერს პოდოლიაკი.მისი აზრით, სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე დემილიტარიზებულ ზონაში საერთაშორისო საკონტროლო კონტინგენტი იმოქმედებს.

უკრაინამ დღემდე 207 030 ოკუპანტი გაანადგურა

1685343768

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 207 030 (+430) ჯარისკაცი დაკარგა. ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 29.05.2023-მდე: ტანკები - 3801 (+4), ჯავშანტექნიკა - 7467 (+11), საარტილერიო სისტემები - 3435 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 575 (+1). საჰაერო თავდაცვის სისტემები - 331 (+2), თვითმფრინავი - 313 (+0), ვერტმფრენები - 298 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 3054 (+61), ფრთოსანი რაკეტები - 1056 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი -  6207 (+15), სპეციალური ტექნიკა - 453 (+2).

ზალუჟნი - რუსეთმა ღამით 40-მდე რაკეტა და 35 დრონი გაისროლა

1685341969

"ამ ღამით რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინის სამხედრო ობიექტებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ფრთოსანი რაკეტებითა და თავდასხმითი დრონებით“, - წერს ზალუჟნი.მისი თქმით, დამპყრობლებმა კასპიის ზღვის რეგიონიდან ცხრა ტუ-95მს სტრატეგიული თვითმფრინავიდან 40-მდე Kh-101/Kh-555 ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს."ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მტერმა შეტევა განახორციელა ირანული შაჰედ-136/131 უპილოტო საფრენი აპარატებით. ჯამში დაახლოებით 35 თავდასხმის დრონი", - განაცხადა ზალუჟნიმ.მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 67 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.ღამით რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ მასიურად დაბომბა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები. მტერმა მიმართა კომბინირებულ შეტევას რაკეტებისა და "შაჰედის" დრონების გამოყენებით.