თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

დღევანდელი კენჭისყრა ცხადყოფს, გაახანგრძლივებს თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი მრავალწლიან მმართველობას, თუ მას ოპოზიციის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ შეცვლის.

თურქეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა 17:00 საათამდე გაგრძელდება. უმაღლესი საარჩევნო კომისიის განკარგულებით, 18:00 საათამდე აკრძალულია პროგნოზების გაკეთება, არჩევნებზე კომენტარის გაკეთება და რაიმე შედეგის შეჯამება. პირველი შედეგები 18:00 საათის შემდეგ გამოქვეყნდება.

არჩევნების პირველი ტურში ერდოღანმა 49,52% მიიღო, ქილიჩდაროღლუმ - 44,88%.