თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმარჯვებს.

ბიულეტენების 98,22%-ის დათვლის შედეგებით, ერდოღანი იღებს ხმების 52,12%-ს, ხოლო მისი ოპონენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ - 47,88%.

ამრიგად, ბიულეტენების 100%-იანი დათვლის შემდეგაც, ოპოზიციის წარმომადგენელი მოქმედ პრეზიდენტს ვერ დაამარცხებს.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა. მაშინ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ერთ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების 50%-ზე მეტი.

მოქმედი პრეზიდენტი ერდოღანი და რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ მეორე ტურში, შესაბამისად, 49,52%-ით და 44,88%-ით გავიდნენ.

ერდოღანი 20 წელია, რაც თურქეთში ხელისუფლებაშია სხვადასხვა თანამდებობაზე.