ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის, –  ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისი, "შედეგები მისი მმართველობის მომდევნო ხუთი წლისკენ მიდის“.

"ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი“, – მიმართა ედროღანმა მხარდამჭერებს სტამბოლში.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.