მსოფლიო
ერდოღანი მოლდოვაში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

1685562076

სამიტის მომზადებაში მონაწილე სამი ანონიმური პირის თქმით, ერდოღანმა სამიტზე ჩასვლაზე ბოლო მომენტში თქვა უარი.ევროპის პოლიტიკური გაერთიანება (EPC) რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიქმა. სამიტის მთავარი მიზანი ევროკავშირის გარეთ ევროპელი ლიდერების გაერთიანებაა.ამჯერად სამიტს დაესწრება 40-ზე მეტი ევროპელი ლიდერი, მათ შორის ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნიდან, ასევე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და დასავლეთ ბალკანეთი.ლიდერთა ხვალინდელი შეხვედრა მეორე იქნება გასული წლის ოქტომბერში პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

აშშ იმედოვნებს, რომ შვედეთი ნატოს უახლოეს კვირებში შეუერთდება

1685513609

მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებამ უარი თქვან ნეიტრალიტეტზე და ნატოში გაწევრიანდნენ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ გამოიწვია.შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა ასევე დღეს განაცხადა, რომ მის ქვეყანას კვლავ იმედოვნებს, რომ ნატოს წევრი ალიანსის ივლისის სამიტამდე გახდება.შვედეთი ერთ წელზე მეტია, ცდილობს გახდეს ნატოს წევრი. მისი წევრობა არ არის რატიფიცირებული უნგრეთის და თურქეთის მიერ. თურქეთის ხელისუფლებას არ სურს მხარი დაუჭიროს შვედეთის ალიანსში შესვლას, რადგან ისინი ქვეყანას "ტერორიზმის მხარდაჭერაში“ ადანაშაულებენ.თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჯერ არ არის მზად, შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.

მოსკოვის მერი დრონებით შეტევას ადასტურებს

1685429790

დრონები მოსკოვში სამ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა: პროფკავშირების ქუჩაზე, ატლასოვის ქუჩაზე ახალ მოსკოვში და ლენინის პროსპექტზე.თვითმხილველების თქმით, ახალ მოსკოვში შემთხვევა 25-ე სართულზე მოხდა. შედეგად მიმდებარე რამდენიმე ბინაში მინები ჩაიმსხვრა. შემთხვევის ადგილზე დრონის ნაწილების მსგავსი ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ტერიტორია შემოსაზღვრეს.კიდევ ერთი დრონი მოსკოვში პროფკავშირების ქუჩაზე მაღალსართულიან შენობას შეეჯახა. იქ მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა. როგორც ცნობილი გახდა, უპილოტო საფრენი აპარატი მე-16 სართულის ფანჯარაში შეფრინდა, ფანჯრები დაზიანდა.მოსკოვში თავდასხმა ამით არ დასრულებულა. დრონი ლენინის პროსპექტზე მაღალსართულიან შენობასაც შეეჯახა. მისი ფრაგმენტები ერთ-ერთი ბინის ფანჯარაში შევარდა. ამის შემდეგ სახლიდან 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.ტელეგრამის არხის Shot-ის ცნობით, მხოლოდ "რუბლიოვკაზე" ხუთი დრონი ჩამოაგდეს.მოსკოვის რეგიონში  ჩამოგდებულია 13 დრონი.Baza-ს ინფორმაციით, სულ 32 დრონი იყო. უმეტესობა, "გარეუბანში ჩამოაგდეს".მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი დრონებით შეტევას ადასტურებს."დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმამ მცირე დაზიანება გამოიწვია რამდენიმე შენობაში. შემთხვევის ადგილზე ქალაქის ყველა სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული. ისინი არკვევენ მომხდარის გარემოებებს. ამ დროისთვის სერიოზულად  დაშავებული არავინ არის. გთხოვთ, ენდოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს და არ გაავრცელოთ გადაუმოწმებელი ინფორმაცია", - წერს სობიანინი.რუსი პროპაგანდისტების ინფორმაციით, პოლიციამ გეგმა "ტაიფუნი" გამოაცხადა.თავდასხმას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა და ტრადიციულად უკრაინა დაადანაშაულა. უწყება ამტკიცებს, რომ თავდასხმაში სულ 8 დრონი მონაწილეობდა და ყველა მათგანი განადგურდა. 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კოსოვოში ნატო-ს მისიის წევრებზე თავდასხმას მკაცრად გმობს

1685389534

"ასეთი თავდასხმები აბსოლუტურად მიუღებელია. ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც კიდევ უფრო ამძაფრებს დაძაბულობას და ჩაერთონ დიალოგში", - აღნიშნულია განცხადებაში.მასში ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამშვიდობო ძალები კოსოვოში მიიღებს ყველა საჭირო ზომას უსაფრთხო და მშვიდი გარემოს შესანარჩუნებლად.კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ეთნიკურ სერბებსა და ნატო-ს ძალებს შორის შეტაკება მოხდა. ზვეჩანის მუნიციპალიტეტში სერბმა დემონსტრანტებმა ცრემლსადენი გაზისა და ხმოვანი ყუმბარები ესროლეს ნატო-ს მისიის სამხედროებს, რომლებიც ადმინისტრაციული შენობებთან განთავსდნენ. ადგილობრივი სერბები ზვეჩანში ასევე დაუპირისპირდნენ პოლიციას.დაძაბული ვითარების ფონზე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა.

ერდოღანი - ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი

1685303923

მისი, "შედეგები მისი მმართველობის მომდევნო ხუთი წლისკენ მიდის“."ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი“, – მიმართა ედროღანმა მხარდამჭერებს სტამბოლში.თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი იმარჯვებს

1685296412

ბიულეტენების 98,22%-ის დათვლის შედეგებით, ერდოღანი იღებს ხმების 52,12%-ს, ხოლო მისი ოპონენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ - 47,88%.ამრიგად, ბიულეტენების 100%-იანი დათვლის შემდეგაც, ოპოზიციის წარმომადგენელი მოქმედ პრეზიდენტს ვერ დაამარცხებს.თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა. მაშინ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ერთ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების 50%-ზე მეტი.მოქმედი პრეზიდენტი ერდოღანი და რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ მეორე ტურში, შესაბამისად, 49,52%-ით და 44,88%-ით გავიდნენ.ერდოღანი 20 წელია, რაც თურქეთში ხელისუფლებაშია სხვადასხვა თანამდებობაზე.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა რუსეთისთვის იარაღის შესაძლო მიწოდების შესწავლის მიზნით კომისია შექმნა

1685271974

"პრეზიდენტმა გადაწყვიტა გამოძიების ჩატარება ბრალდებების სერიოზულობის, საზოგადოებრივი ინტერესის ხარისხისა და ამ საკითხის გავლენის გამო სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებზე", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.ამ გადაწყვეტილებით სამხრეთ აფრიკის ლიდერი ამერიკის ელჩის რუბენ ბრიგეტის განცხადებას გამოეხმაურა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, გასული წლის დეკემბერში რუსული გემზე იარაღი სამხრეთ აფრიკიდან იყო დატვირთული.ამგვარმა ბრალდებებმა გამოიწვია დიპლომატიური კონფლიქტი და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სამხრეთ აფრიკის ნეიტრალური პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით.

"ლუკაშენკო პუტინთან შეხვედრის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს"

1685265659

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც დამატებით დადასტურებას საჭიროებს, პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკო სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ამჟამად იმყოფება.ექიმების მიერ კრიტიკულად შეფასებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საუკეთესო სპეციალისტები გაგზავნეს.ორგანიზებული ღონისძიებები ბელორუსის დიქტატორის გადასარჩენად მიზნად ისახავდა სპეკულაციის თავიდან აცილებას მის მოწამვლაში კრემლის შესაძლო მონაწილეობის შესახებ“, - წერს ოპოზიციონერი Telegram-ზე.მისივე თქმით, ექიმები რეციდივს არ გამორიცხავენ.მოგვიანებით ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ ლუკაშენკოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ყოფნის ახსნას სამედიცინო შემოწმებით ცდილობენ."ასეთი ვერსიის გამოჩენა სავსებით ბუნებრივია, როგორც პაციენტის რეალური მდგომარეობის დამალვის მცდელობა, რომელიც ჯერ კიდევ რთულია. ჯანმრთელობის გაუარესების წინა შემთხვევებიც ცდილობდნენ გაჩუმებას. ეჭვი რომ არ გაჩნდეს, მისი თვითმფრინავი მინსკშიც კი გაგზავნეს“, - აღნიშნა მან.ლუკაშენკოს ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია 9 მაისს რუსეთში აღლუმის დროს გავრცელდა, მას უჭირდა გადაადგილება, არ მისულა არც მიღებაზე პუტინთან.რამდენიმე დღის წინ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ადენოვირუსი ჰქონდა, თუმცა ხშირი მოგზაურობის გამო ვერ იმკურნალა და სიკვდილს არ აპირებს.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

1685260461

დღევანდელი კენჭისყრა ცხადყოფს, გაახანგრძლივებს თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი მრავალწლიან მმართველობას, თუ მას ოპოზიციის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ შეცვლის.თურქეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა 17:00 საათამდე გაგრძელდება. უმაღლესი საარჩევნო კომისიის განკარგულებით, 18:00 საათამდე აკრძალულია პროგნოზების გაკეთება, არჩევნებზე კომენტარის გაკეთება და რაიმე შედეგის შეჯამება. პირველი შედეგები 18:00 საათის შემდეგ გამოქვეყნდება.არჩევნების პირველი ტურში ერდოღანმა 49,52% მიიღო, ქილიჩდაროღლუმ - 44,88%.

"არ იქნება გეგმა B ან მსგავსი რამ, გეგმა B არის გეგმა A - ნატო-ში სრულუფლებიანი გაწევრიანება"

1685130012

"არ იქნება გეგმა B ან მსგავსი რამ. გეგმა B არის გეგმა A - ნატოში სრულუფლებიანი გაწევრიანება და აი, რაზე ვიმუშავებთ მე და მთავრობა ვილნიუსამდე", - განაცხადა ბილსტრომმა.რუსეთის შეჭრამ უკრაინაში დაარწმუნა შვედეთი და ფინეთი 2022 წელს დაეტოვებინათ სამხედრო ნეიტრალიტეტის მრავალწლიანი პოლიტიკა. ფინეთი გასულ თვეში შეუერთდა ნატოს, შვედეთის წევრობას კი თურქეთი და უნგრეთი აფერხებენ.თურქეთი ამ კვირას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება და ბილსტრომმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის პარლამენტი დაიწყებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის რატიფიცირების პროცესს, როგორც კი ქვეყანაში პოლიტიკური სურათი დადგინდება."დროა, თურქეთმა დაიწყოს რატიფიკაციის პროცესი და შეასრულოს შეთანხმების თავისი ნაწილი“, - აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.აღსანიშნავია, რომ შვედეთმა, ფინეთმა და თურქეთმა 2022 წლის ივნისში გააფორმეს სამმხრივი შეთანხმება მადრიდში, რომელიც მიზნად ისახავდა თურქეთის უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებას, თუმცა ანკარა აგრძელებს შვედეთის განაცხადის რატიფიცირების შეფერხებას და აცხადებს, რომ სტოკჰოლმი პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს მებრძოლებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს.