მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი დიმიტრი ღვთისიაშვილი ავრცელებს.

"უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს!!! მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი ბესო მეგრელიშვილი!

სიტყვები უძლურია - 31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა - რაღაც ვერ ვარ კარგადო, წნევები შემომეჩვიაო... ვაჰ... ჯერ მეტს ვერაფერს ვწერ!!!", - წერს ღვთისიაშვილი.

ინფორმაციას ავრცელებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიც.

"გარდაიცვალა, ჩვენი თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, მეგობარი, ყველასათვის საყვარელი ბესო მეგრელიშვილი. ვუსამძიმრებთ თეატრის ყველა თანამშრომელს და ოჯახს. ბესო მეგრელიშვილი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა: ახმეტელის, რუსთავის, თავისუფალი, მეტეხის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის თეატრებთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო სახე შექმნა“, - აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბესო მეგრელიშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული ათამდე ფილმში, ასევე მონაწილეობდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში".