მსახიობი, რომელიც "ჰარი პოტერის“ ერთ-ერთ ნაწილში, ასევე "ვარსკვლავურ ომებში“ თამაშობდა, ლონდონში გარდაიცვალა.

The Guardian-ის ცნობით, 16 მარტს მსახიობი ჩრდილოეთ ლონდონში, King's Cross-ის სარკინიგზო სადგურთან იპოვეს. გრანტი უგონო მდგომარეობაში იყო, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მსახიობი 20 მარტს გარდაიცვალა.

პოლ გრანტი არ მალავდა, რომ ალკოჰოლით ზედმეტად იყო გატაცებული.

პოლ გრანტი 56 წლის იყო. მსახიობმა, რომლის სიმაღლეც 132 სანტიმეტრი იყო, არაერთ ფილმში ითამაშა.