კულტურა
"ერთს გპირდებით: უფრო დიდ მასშტაბებზე და უფრო ხშირად გაიგებთ სახელს “ნუცა”

1682944145

"მეგობრებო, ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ხომ არ გგონიათ, რომ გულდაწყვეტილი ვარ ამ შედეგებით? არა! ველოდი, ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა ძალები მომესინჯა ამერიკაში და ეს მხოლოდ დასაწყისია!ძალიან მადლობელი ვარ პროექტის, რომ დაუშვა პრეცედენტი და ჩემი სახით არა ადგილობრივი კონკურსანტი მიიღო, ეს ამერიკის ვარსკვლავის ისტორიაში პირველად მოხდა და ის შედეგი, რაც მივიღეთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არის გამარჯვება!დიდი მადლობა თქვენ - ჩემს გულშემატკვრებს! თქვენი თანადგომა ძალიან მაძლიერებს. ცალკე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულანთებულ ემიგრანტებს - საუკეთესოები ხართ და ძალიან მიყვარხართ!!!!დღეს, ვარ ბედნიერი და სავსე ვარ ენერგიით, მოტივაციით, შემართებით რომ შემდეგი ნაბიჯებით გადავდიდე კარიერაში. ერთს გპირდებით: უფრო დიდ მასშტაბებზე და უფრო ხშირად გაიგებთ სახელს “ნუცა” ან #nutsfornutsa ს. მიყვარხართ", - წერს ბუზალაძე.ამე­რი­კუ­ლი მე­გა­შო­უს American idol-ის ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ტოპ 10 კონ­კურ­სანტს შორის ვერ მოხვდა, რად­გან ხმე­ბი არ ეყო, თუმცა კონკურსში მისი ყველა გამოსვლა წარმატებულად შეფასდა.

XX საუკუნის დასაწყისის ქართული საეკლესიო მხატვრობის შესახებ  ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა

1682605808

გამოფენის დამთვალიერებელი გაეცნობა XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოღვაწე თვითნასწავლი თუ პროფესიონალი, ქართველი თუ უცხოელი მხატვრების (დიმიტრი შევარდნაძე, ჰენრიკ ჰრინევსკი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი და სხვ.) საეკლესიო მხატვრობის ხელოვნებას.ექსპონატები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივსა და მხატვრების საოჯახო არქივებში, ასევე შეგროვილია იმჟამინდელი პერიოდიკიდან და საეკლესიო მოხატულობების შესწავლის შედეგად.გამოფენის კურატორია მხატვარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ანა მგალობლიშვილი.გამოფენა 5 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. 

ფოთის საკათედრო ტაძარში ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

1682345791

ღონისძიება ფოთში აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის განახლების (ენკენიობა) ათი წლის იუბილეს მიეძღვნა. ნიკო ნიკოლაძის სახელი მიენიჭა ტაძრის სამრევლო დარბაზს.გამოფენა „ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით გაიმართა.

ირაკლი ფარჯიანი - გაცოცხლებული სახარებები

1681823223

ირაკლი ფარჯიანის „სახარებები“ რთული ტექნიკური მახასიათებლების გამო თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვერ გამოიცა. იგი შეიცავს ოქროსა და ვერცხლის პიგმენტებს. ნამუშევრები უნიკალურია ფერებითაც, რადგან შესრულებულია ირაკლი ფარჯიანის მიერ მიგნებული სპეციალური ტექნიკით, რაც საღებავების თავისებური დამუშავებით ფერების მიღებას გულისხმობს.ირაკლი ფარჯიანი (1950-1991) მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ქართული მხატვრობის წინამძღოლია, რომელმაც თაობის პოზიცია, სტილი და მიმართულება განსაზღვრა. ქართულ ხელოვნებაში ქრისტიანული ფერწერის გაწყვეტილი ტრადიციის აღდგენა სწორედ მის სახელს უკავშირდება.ფარჯიანის „სახარებები“ შუა საუკუნეების გავლენებსა და იმავდროულად, თანამედროვე კულტურის ნიშნებს ატარებს. აქ თანაარსებობს ხელნაწერი რელიგიური წიგნის კანონიკური იკონოგრაფია და მხატვრის საავტორო ინტერპრეტაცია. საბჭოთა საქართველოში შეიქმნა ირაკლი ფარჯიანის მიერ სახარების უნიკალური ვერსია, რომლის ანალოგიც დღემდე არ არსებობს.ირაკლი ფარჯიანის სახარებების ფაქსიმილე გამოცემა საქართველოში ექსკლუზიურად ჩამოაქვს კომპანია “Smart Innovations”-ს.გამოფენა ,,ათინათის“ კულტურის ცენტრში 19 აპრილიდან 23 აპრილამდე გაგრძელდება.

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა

1681196016

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი დიმიტრი ღვთისიაშვილი ავრცელებს."უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს!!! მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი ბესო მეგრელიშვილი!სიტყვები უძლურია - 31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა - რაღაც ვერ ვარ კარგადო, წნევები შემომეჩვიაო... ვაჰ... ჯერ მეტს ვერაფერს ვწერ!!!", - წერს ღვთისიაშვილი.ინფორმაციას ავრცელებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიც."გარდაიცვალა, ჩვენი თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, მეგობარი, ყველასათვის საყვარელი ბესო მეგრელიშვილი. ვუსამძიმრებთ თეატრის ყველა თანამშრომელს და ოჯახს. ბესო მეგრელიშვილი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა: ახმეტელის, რუსთავის, თავისუფალი, მეტეხის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის თეატრებთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო სახე შექმნა“, - აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ბესო მეგრელიშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული ათამდე ფილმში, ასევე მონაწილეობდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში".

მსახიობი ალექსი გეწაძე გარდაიცვალა

1681039428

"1980 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, საინტერესო იყო მის მიერ განსახიერებული როლები, რომელსაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა იშვიათი ხმის ტემბრი, ნიჭიერი მსახიობი და უღალატო მეგობარი დააკლდა მარჯანიშვილის თეატრს.თეატრი სამძიმარს უცხადებს მის ძმას, კოლეგებს და მეგობრებს.პანაშვიდი 9 და 10 აპრილს! მისამართი: დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის 2. გადასვენება 11 აპრილს ზესტაფონში.დაკრძალვა 13 აპრილს, 14:00 საათზე. ზესტაფონი, პირველი სვირი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსახიობი ზაზა მიქაშავიძე გარდაიცვალა

1680268517

"თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე. ზაზა მიქაშავიძე იყო მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.ზაზა მიქაშავიძე დაიბადა 1954 წლის 8 სექტემბერს.გადაღებულია ფილმებში: „კარიერი“, „სახლი ლესნაიაზე“, "მარადისობის კანონი“, „ტერანგი“, „ახალი არკადია“, „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“, „ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად)“, „ქველი (კეთილისმყოფელი)“, „ტურანდოტი“, „მარტოხელა მონადირე“, დათა თუთაშხია“, „ვალსი პეჩორაზე“, „ვირთხა“, „დათქმულ დღეს“, „ანას დაბადების დღე“.დაარსების დღიდან მუშაობდა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში. 

გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია

1679603678

"გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტიააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!იცით ეს რას ნიშნავს? დედამიწაზე ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა, მას მერე რაც აქციის დარბევას და გაზის კაპსულებს ძლივს გადაურჩა… დილამდე სდიეს “პოლიციელებმა”, მერე გაფრინდა თელ-ავივში და მსოფლიოს წამყვან ახალგაზრდა პიანისტებს შორის გამარჯვებულ ექვსეულში ღირსეული ადგილი მოიპოვა!!!ვერც კი აღვწერ რა ბედნიერი ვარ!!!!!! ❤️❤️❤️", - წერს რაჭველი.

"ჰარი პოტერისა" და "ვარსკვლავური ომების" მსახიობი გარდაიცვალა

1679409678

The Guardian-ის ცნობით, 16 მარტს მსახიობი ჩრდილოეთ ლონდონში, King's Cross-ის სარკინიგზო სადგურთან იპოვეს. გრანტი უგონო მდგომარეობაში იყო, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მსახიობი 20 მარტს გარდაიცვალა.პოლ გრანტი არ მალავდა, რომ ალკოჰოლით ზედმეტად იყო გატაცებული.პოლ გრანტი 56 წლის იყო. მსახიობმა, რომლის სიმაღლეც 132 სანტიმეტრი იყო, არაერთ ფილმში ითამაშა.

გამოფენა "ამ მოგონებამ მიმიყვანა სხვა მოგონებამდე“

1677063389

გამოფენა წარმოადგენს ვიზუალური ხელოვნების და პოეზიის ერთობლივ ექსპოზიციას. ნამუშევრების ერთობლიობა თითქოს ხიდია, რომელიც დამთვალიერებელს გონების ლაბირინთებში მოგზაურობას სთავაზობს. ხან ლექსი აბრუნებს რეალობასთან, ხან ვიზუალური იმპულსი ან ხმა. მნახველი, მისი უახლესი გამოცდილებებით შემოდის საგამოფენო სივრცეში და  წარსულის კვალს ხვდება თითოეულ არტეფაქტში, რითაც ირთვება შინაგანი მოგზაურობის გარდაუვალი ქსელი, - ერთი მოგონებიდან მეორეში გადაეშვება.მოგონებები ჩვენი ცხოვრების და ინდივიდუალური გამოცდილებების განუყოფელი ნაწილია.  აწმყოდან მიღებული მოულოდნელი იმპულსები კი როგორც სამხილები, წარსულის სხვადასხვა მოგონებების გასაღებები, ახალ-ახალ შრეებს ხსნიან ჩვენს გონებაში. კურატორული დუეტის მარიამ ლორიას და მარიამ წიქარიძის მიერ შერჩეული ხელოვანები თავიანთ ნამუშევრებში ეხებიან მეხსიერებას და მის შრეებს სხვადასხვა რაკურსით შლიან.  გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს შემდეგი ხელოვანების ნამუშევრებს: ტატიანა ასათიანი, თეა გვეტაძე, სოფო კობიძე, დავით მესხი, მარიამ მუთიძე, ნინო ქვრივიშვილი, ვაჟიკო ჩაჩხიანი, ნინო ჩუბინიშვილი, ბუკა ღვაბერიძე, ანნა ჯიბლაძე, გ. ჯ.გამოფენის კურატორები: მარიამ ლორია და მარიამ წიქარიძე.გამოფენის გახსნა: 23 თებერვალი | 18:00 საათი.გამოფენის ხანგრძლივობა: 23 თებერვალი - 15 აპრილი, 2023მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, კ. მარჯანიშვილის ქ. #7.