ვერძი

საკმაოდ სწორი სტრატეგია გაქვთ გათვლილი, ვის უნდა ენდოთ და ვინ გაიაზრებს თქვენს სამოქმედო გეგმას, ამიტომ, საქმიანი კავშირებიც სამომავლოდ უფრო მდგრადი და მოქნილი იქნება.

კურო

მოსალოდნელია გაუგებრობები ახლობლებთან, მშვიდი განწყობით იოლად დაუმტკიცებთ სხვებს თქვენს სიმართლეს და შესაძლოა, მნიშვნელოვან საკითხზე, ძალიან კარგი ამბავიც შეიტყოთ.

ტყუპები

შესაძლოა, დღეს, ფულის გამომუშავების საკმაოდ ეფექტურ ხერხს მიაგნოთ. თქვენში ახალი კომერციული ნიჭიც გაიღვიძებს და რაიმე ახალი საქმიანობის წამოწყებასაც გადაწყვეტთ.

კირჩხიბი

გააანალიზეთ ახლო წარსული, შესაძლოა, მიხვდეთ, სად დაუშვით შეცდომა და მოახერხოთ მისი გამოსწორება. ნუ მოგერიდებათ თქვენს წარმატებებზე საუბარი. სხვები სწორად შეაფასებენ თქვენს ნიჭსა და საქმიანობას და ღირსეულადაც დაგაფასებენ.

ლომი

ყველა ხერხით შეეცადეთ, მშვიდობიანად მოაგვაროთ მოულოდნელი გაუგებრობები და თავიდან აირიდოთ კონფლიქტური სიტუაციები. არის ალბათობა აგრეთვე ურთიერთობა მოგიწიოთ თქვენთვის ოდესღაც მნიშვნელოვან ადამიანთან.

ქალწული

ძველი გამოცდილებები დაგეხმარებათ ახლა სწორი მიმართულების მოძიებაში. შესაძლოა, გაიცნოთ და ურთიერთობა დაიწყოთ ადამიანთან, რომელზედაც ბევრი კარგი გსმენიათ.

სასწორი

დღეს, კარგის მომტანი იქნება სპონტანური ქმედება, თუ შემთხვევით, უთანხმოება წარმოიშვა, თქვენ უპრობლემოდ, წყენის გარეშე, მოაგვარებთ. გარშემო კი ჰარმონიასა და კომფორტს შეიტანთ.

მორიელი

მიუხედავად უქმე დღისა, თუ თანამოაზრეებთან ერთად საერთო საქმეს წამოიწყებთ, ეს ხანგრძლივი და მტკიცე ურთიერთობის დასაწყისი შეიძლება აღმოჩნდეს. საღამოს კარგი იქნება მხიარულ გარემოში აქტიური დასვენება.

მშვილდოსანი

ეცადეთ, იყოთ დაკვირვებული და თვალთახედვიდან არ გამოგრჩეთ წვრილმანები. ამგვარად, შეძლებთ წარმატებით დაასრულოთ გართულებული ძველი პროექტები თუ გეგმები.  დღეს იღბალი თქვენს მხარესაა, თუმცა დასვენებისთვისაც გამონახეთ დრო.

თხის რქა

ელოდეთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა, ნუ აჰყვებით ცდუნებებს და დაუგეგმავი ხარჯებისა და საყიდლებისგან თავი შეიკავეთ.

მერწყული

შესაძლოა, ძველი დანგრეული ურთიერთობების აღდგენის მცდელობას ჰქონდეს ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობთ, სჯობს, თავად გადადგათ პირველი ნაბიჯი, ნუ იმოქმედებთ ფარული და ცუდი განზრახვით.

თევზები

სიფრთხილე გამოიჩინეთ და გაითვალისწინეთ ყოველი დეტალი, საქმიან ქაღალდებთან თუ დოკუმენტებთან დაკავშირებით. სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ განმარტოვდებით და დაისვენებთ.