ბიზნესი და ეკონომიკა
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - წმინდა ექსპორტი ზრდის მთავარი ფაქტორია

1696235579

გასულ კვირაში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აგვისტოში სებ-მა 110 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა, რაც მართალია წინა თვეებთან შედარებით უფრო დაბალი, მაგრამ მაინც საკმაოდ სოლიდური ოდენობაა. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ სავალუტო შემოდინებების მხრივ, ნეგატიური დინამიკისათვის, საკმაოდ ძლიერი შოკია საჭირო, რაც არსებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებში არ იკვეთება.გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.

ეკონომიკის ოლიმპიადის 10 ფინალისტთან შეხვედრა გაიმართა - ოლიმპიადის გენერალური სპონსორია "საქართველოს ბანკი"

1696232489

მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე სლოვაკეთში გაემგზავრა საერთაშორისო ტურში საასპარეზოდ, სადაც ისინი 18 ქვეყნის გამორჩეულ მოსწავლეებს პირველობისთვის ეჯიბრებოდნენ.წელს საქართველომ მონაწილე ქვეყნებს შორის საშუალოზე მაღალი შედეგი აჩვენა და ქვეყნების რეიტინგში მეხუთე, ხოლო 2023 წლის დებიუტანტ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.მიღწეული შედეგების აღსანიშნავად კი საუკეთესო შედეგის მქონე ათ მოსწავლესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) დირექტორმა, ლევან ფავლენიშვილმა და Economic Fundamentals Initiative-ის დირექტორმა, რენდი ფილერმა, მოსწავლეებს სერტიფიკატები და პრიზები გადასცეს. ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.“საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნასა და ფინანსური განათლების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორები ვართ. მოსწავლეების მიერ საერთაშორისო ოლიმპიადაში მოპოვებული წარმატება კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენებს ახალგაზრდების დიდ პოტენციალს, რომლის გამოსავლენად ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რათა ახალგაზრდებისთვის შევქმნათ საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენის შესაძლებლობები“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.ეკონომიკის ოლიმპიადისადმი გამოვლენილი მაღალი ინტერესის გამო, საქართველოს ბანკისა და GELi-ს თანამშრომლობა გრძელდება. შესაბამისად, მოსწავლეებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი თავი როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.ეკონომიკის ოლიმპიადა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ფინანსური ინსტიტუტის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პორტფოლიო მრავალ პროექტს ითვლის, რომელთა მეშვეობით ბანკმა 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. (R)

დაესწარი LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენას - ღონისძიების პარტნიორი "საქართველოს ბანკია"

1695992240

30 სექტემბერს, სასტუმრო ბილტმორში, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გაეცნონ ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებს, მათი წარმომადგენლებისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტუდენტური პროექტების და დაფინანსების შესახებ. რაც მათ დაეხმარება,  ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.ღონისძიებაზე დასასწრებად მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/"საქართველოს ბანკისთვის", კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ გვჯერა, რომ უკეთეს მომავალს სწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომელიც აძლევს მათ შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.სწორედ ამ მიზნით, განათლების გამოფენაზე საქართველოს ბანკის მიერ წარმოდგენილი იქნება მის მიერ მხარდაჭერილი საგანმანათლებლო პროგრამები - Chevening, Fulbright და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა. რომელთა ფარგლებშიც, უკვე 50-ზე მეტ სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა, მიეღო განათლება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.აღსანიშნავია, რომ Chevening-ის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება დაწყებულია, ამიტომ საქართველოს ბანკის სტენდთან ახალგაზრდები მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე პასუხს 2022 წლის ჩივნინგის პროგრამის გამარჯვებულისგან, ფიქრია ელიზარაშვილისგან მიიღებენ.აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკის" მიერ განხორციელებული და მხარდაჭერილი პროექტების შედეგად, ბანკმა განათლების შესაძლებლობა უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნა.განათლების ცენტრი LEAF კი 15 წელია, წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე და დაინტერესებულ პირებს განათლების თემაზე კონსულტაციას სთავაზობს. ცენტრი უკვე 1000-ზე მეტ ახალგაზრდას დაეხმარა საზღვარგარეთ  არსებულ უნივერსიტეტებში ჩაბარებასა და დაფინანსების მოპოვებაში."ჩვენი და LEAF-ის თანამშრომლობა არის შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ უფრო მეტ ახალგაზრდას, აისრულონ ოცნებები და მიაღწიონ  დასახულ მიზანს. ეს კი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და აქტიურად გავაგრძელოთ მომავალი თაობის მხარდასაჭერად ინიციატივების განხორციელება“, - ამბობს ანა ლომთაძე.ამასთან, გამოფენაზე მისულ სტუმრებს ბევრი სასიამოვნო სიახლე დახვდებათ. საინტერესო შეხვედრებთან ერთად მათ შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ გათამაშებაში, მოიგონ სხვადასხვა საჩუქრები და სწავლის დაფინანსება. საქართველოს ბანკის Student Card-ის სტენდთან კი ისინი შეძლებენ, მოიგონ 5100 ლარიანი ბიბლუსის ვაუჩერი.(R)

საქართველოს კაპიტალმა, გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $150 მლნ მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების წარმატებით გამოშვების ღონისძიებას უმასპინძლა

1695986008

ღონისძიებას ესწრებოდნენ გარიგებაში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სტრატეგიული ინვესტორების წარმომადგენლები. სს საქართველოს კაპიტალის მთავარ სტრატეგიულ ინვესტორებს წარმოადგენდნენ კომპანიის გრძელვადიანი პარტნიორები: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). ღონისძიებაზე გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის მონაწილეებიც იყვნენ:ირაკლი გილაური, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, საქართველოს კაპიტალი;ალკის დრაკინოს, კავკასიის რეგიონის დირექტორი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD);სიუზან გაბური, კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, აზიის განვითარების ბანკი (ADB); ნია ბერია, ასოცირებული საინვესტიციო ოფიცერი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB);რაფალ გოლებიოვსკი,  მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).პანელური დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა მიმოიხილეს გარიგებისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი, რომელთა შორისაც იყო: ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიის ბოლოდროინდელი და სხვა მსგავსი გარიგების გამოცდილება, კომპანიის და სტრატეგიული ინვესტორების მიზნები მდგრადობასთან დაკავშირებით, ინვესტორთა მოლოდინები და მათი უპრეცედენტო დაინტერესების განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო პლატფორმამ და Georgia Capital PLC-ის (“ჯგუფი”) 100%-იანმა შვილობილმა კომპანიამ, სს საქართველოს კაპიტალმა, სს გალტ & თაგარტისა და შპს თიბისი კაპიტალის დახმარებით ადგილობრივ ბაზარზე $150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მდგრადობასთან დაკავშირებული, 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციები დღემდე განხორციელებულ ყველაზე დიდ კორპორატიულ ტრანზაქციას წარმოადგენს რეგიონალურ ბაზარზე.     

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით Dev Fest 2023 გაიმართება

1695982650

Dev. Fest უკვე მეათედ იმართება საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, სადაც სტუმრები შეძლებენ დაესწრონ როგორც ინდივიდუალურ სესიებს, ასევე პანელურ დისკუსიებს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ვორქშოფებში, სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობებში.ღონისძიების მთავარი სცენა სპიკერებს დაეთმობა, რომლებიც ისაუბრებენ Google ის ტექნოლოგიების, Software Engine პრინციპების გამოყენებაზე, Machine Learning-სა და Data Science-ზე. მოწვეულ სპიკერებს შორის არის საქართველოს ბანკის მთავარი მონაცემთა ანალიტიკოსი მიხეილ ნადარეიშვილი, რომელიც  ML - სა და  Data Science - ზე ისაუბრებს, და გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რომელიც პროდუქტის განვითარების პროცესსა და გამოწვევებზე ისაუბრებს, საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის მაგალითზე.პანელური დისკუსიის მონაწილეები კი განიხილავენ პროდუქტების და პროექტების მენეჯემენტს ტექის მიმართულებით, საუკეთესო პრაქტიკებსა და community-ის განვითარების პერსპექტივებს."მოხარულები ვართ, რომ DevFest უკვე მეათედ იმართება საქართველოში. საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უჭერს მხარს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა Google Developers Group (GDG) - თან პარტნიორობა და მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზება, მათ შორის DevFest-ის რომელიც, მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად იმართება და 300 000 მდე ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს აერთიანებს.  DevFest – ზე მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ ინდივიდუალურ სესიებს, ჩაერთონ შინაარსობრივ დისკუსიებში, გაცვალონ იდეები და გაიცნონ თანამოაზრეები. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ტექნოლოგიური სფეროს განვითარების ხელშეწყობას საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე 

თიბისის ციფრულ ბანკში თანხის განაღდება QR კოდით შეგიძლიათ

1695979133

QR კოდით თანხის განაღდებას თავისი უპირატესობები აქვს.  მაგალითად, ბიომეტრიული იდენტიფიკაცია - თქვენი იდენტიფიცირება ხდება სახის ან ანაბეჭდის ვერიფიკაციით თქვენივე ტელეფონში.უფრო უსაფრთხოა - QR განაღდება არის უსაფრთხო, რადგან თქვენ დაცული ხართ მობაილბანკში ბიომეტრიული იდენტიფიკაციით და დამატებით ერთჯერადი კოდით, რომელიც თქვენ მოგდით ბანკში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე.2-ჯერ უფრო სწრაფია - QR მეთოდით განაღდებას სჭირდება 2-ჯერ უფრო ნაკლები დრო, ვიდრე ბარათით ბანკომატიდან განაღდებას.პროცესი უკონტაქტოა - თანხის განაღდებისას თქვენ არ ეხებით ბანკომატს. პროცესი სრულად იმართება მობილური ტელეფონიდან.იმისათვის რომ ისარგებლოთ QR-ით თანხის განაღდებით, საჭიროა:განაახლოთ მობაილბანკის აპლიკაცია ბოლო ვერსიამდეგახსენით მობაილბანკი, აირჩიეთ QR ნიშანი ზედა მარჯვენა კუთხეშიდაასკანერეთ QR კოდი ბანკომატის ეკრანზეაირჩიეთ ან შეიყვანეთ თანხააირჩიეთ ბარათიდაადასტურეთ თანხა SMS კოდითგაანაღდეთ და აიღეთ თანხა

ორგანული მეღვინეობა "მარტვილის მარანი“ თიბისის მხარდაჭერით ვითარდება

1695885414

სამეგრელოში წარმოებული ორგანული ღვინის პოპულარობა საქართველოში  წლიდან წლამდე იზრდება. ამჟამად "მარტვილის მარანი“ ღვინის 80 %-ს ექსპორტზე ყიდის მსოფლიოს 14 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ს, იაპონიასა და გერმანიაში. დანარჩენის რეალიზაცია კი საქართველოში ხდება, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზაზა გაგუა ამბობს, ორგანულ ღვინოზე მოთხოვნა ნიშური რესტორნებიდან და ბარებიდან მოდის."სოფელ თამაკონში 3 ჰა ვენახი და ჩვენივე მარანი გვაქვს, სადაც ქვევრებში ვამზადებთ ორგანულ ღვინოს. ძირითადად ორიენტაცია დასავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშებზე გვაქვს - მეგრული ოჯალეში, ორბელური ოჯალეში ლეჩხუმიდან, ციცკა, ცოლიკოური, კრახუნა, ამ ჯიშებიდან 10 სხვადასხვა სახეობის ღვინოს ვამზადებთ. მათ შორის ზოგი არის ბლენდი, ვარდისფერი, ქარვისფერი, თეთრი ღვინოები. რაც მთავარია, ყველა მათგანი არის ორგანული, ყოველგვარი დანამატების გარეშე“, - ამბობს ზაზა გაგუა, „მარტვილის მარნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.2020 წელს კომპანიამ ახალი მარნის მშენებლობა დაიწყო, სადაც დღეს უკვე სტუმრებს მასპინძლობენ."სტუმარმასპინძლობის მიმართულებით ჩვენ მხარეს დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენი სოფელი ნოქალაქევსა და მარტვილის კანიონს შორის მდებარეობს, სადაც ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, ამიტომაც ვაპირებთ ამ მიმართულებით გაფართოებას და სასტუმროს აშენებას, რაშიც თიბისი გვეხმარება“.სამომავლო გეგმები ბევრი აქვთ, მათ შორის ვენახების გაშენება, რაც საშუალებას მისცემთ წარმოება 30-დან 50 ათას ბოთლამდე გაზარდონ. უახლეს გეგმებში კი ახალი საექსპორტო ქვეყნების ათვისება შედის, მათ შორის, წელს, „მარტვილის მარნის“ ღვინო ჩინეთის, საბერძნეთისა და იტალიის ბაზრებზე შევა.  

ნათია თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

1695838366

კომერციული ბანკებისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული საფინანსო სისტემა იყო, არის და იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული."საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი,  როგორც  ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ  თანამშრომლობს, გვაქვს  ერთიანი  ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს  ძალიან  საინტერესო სამომავლო  განვითარების გეგმები. ვიხილავთ ბანკების  მიერ  დასმულ  საკითხებს,  თუ  როგორ  უნდა  მოხდეს  დამატებითი  მუხტის  მიცემა  ეკონომიკისთვის. გვაქვს საერთო მიზანი, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა  უფრო  მეტი  რესურსის  დაბანდება  შეძლონ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომელიც საბანკო სექტორში დაინერგება. რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით", - განაცხადა ნათია თურნავამ."საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა რეგულატორთან, სადაც ვიმსჯელეთ რეგულაციის დეტალებზე, რომელთა შეცვლით ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის ხელშეწყობა მოხდება. მისასალმებელია ასეთი სამუშაო რეჟიმი და იმედით ვართ განწყობილნი ამ პროცესის მიმართ", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ."საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გუნდთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიმოვიხილეთ დაახლოებით ექვსი პროექტი. ვფიქრობთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შევჯერდებით გარკვეულ სიახლეებზე, რასაც შემდგომ  ბაზარს წარვუდგენთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ. 

თიბისი აკადემია რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღებას იწყებს

1695807213

რისკების აკადემია თიბისიმ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა. პროგრამას სფეროს პროფესიონალი მენტორები - თიბისის თანამშრომლები და მოწვეული ლექტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური და ტექნიკური უნარებისა და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან.პროგრამა სამთვიან კურსს მოიცავს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ აპლიკაცია 4 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეავსონ. საუკეთესო აპლიკანტების შერჩევა კი ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპების გავლის შემდეგ მოხდება.თიბისი აკადემიის რისკების მართვის მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე.

თიბისი - წამყვანი პარტნიორი ბანკი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით

1695801781

"ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ზედიზედ მეცხრე აღიარება, ადასტურებს, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ ტენდენციებს წარმატებით ვპასუხობთ - კომპანიებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ, მათ ბიზნესპროცესებს ვამარტივებთ და ნებისმიერ რეალობაში, სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“, - აცხადებს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.ADB-ის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის ხელშეწყობის პროგრამა (TSCFP), საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და რეგიონის მდგრადი განვითარების მიზნით, პარტნიორ ბანკებზე გარანტიებსა და სესხებს გასცემს. 2009 წლიდან პროგრამამ ჯამურად 57 მილიარდი დოლარის ღირებულების 45,510 ტრანზაქცია განახორციელა.