11:00 საათზე - "ევექსის“ პოლიკლინიკასთან მშობლების აქცია გაიმართება, რომლებიც პედიატრ ცინარა კუტალიას სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

მისამართი: გურამიშვილის 64

საკონტაქტო პირი: ლევან ბიწაძე - 577110502

14:00 საათზე - სასტუმრო „თბილისი მერიოტის" საპრეზენტაციო დარბაზში, საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის სახელით, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო დამსწრე საზოგადოებას გააცნობს გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის მიმდინარე პროცესს და მომავალი სამუშაოების გეგმას.

 

14:00 საათზე - პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე, ცოდნის გავრცელების ინიციატივა "დინების" ფარგლებში საჯარო ლექციას გამართავს.

თემა: სერგეი ვიტე, რუსეთის პირველი პრემიერი საქართველოდან

მისამართი: თავისუფლების 2 ( ქ.თბილისის საკრებულოს წინ მდებარე საჯარო სივრცე)

საკონტაქტო ნომერი: 598 002 110

 

16:00 საათზე - ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის შენობაში ოლექსანდრ კრასოვიცკის წიგნის „12 საუბარი საქართველოს შესახებ“ პრეზენტაცია გაიმართება.

მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ.7

 

18:00 საათზე - პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ ორგანიზებული აქცია გაიმართება.