10:00 საათზე - ორთაჭალაში, გენერალურ პროკურატურაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე," ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრთან ლაშა ტყეშელაძესთან ერთად, ბრიფინგს გამართავს და განცხადებას შეიტანს ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

მისამართი: ვახტანგ გორგასლის #24, გენერალური პროკურატურა

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

11:00 საათზე - ადვოკატი ბექა ბასილაია და სდს-ის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია ბრიფინგს გამართავენ და პროკურატურას მიმართავენ.

თემა: "ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სახელმწიფო რესურსის გამოყენება პირადი მიზნებისთვის".

მისამართი: არაყიშვილის#3

 

11:00 საათზე - საქართველოს პარლამენტში (ფრაქციის ოთახში), "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და" სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, გამარჯვების პლატფორმის ფარგლებში ბრიფინგს გამართავენ.

თემა: შოვის საგამოძიებო კომისია - საინფორმაციო ბრიფინგი.

საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

 

11:00 საათზე - მთავრობის ადმინისტრაციასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია, ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად აქცია - პერფორმანს გამართავს.

თემა: ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი.

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

 

11:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის შენობაში „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: პარლამენტის მიერ პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება

 

11:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "სტიქიური მოვლენები საქართველოს რეგიონებში".

მისამართი: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

12:30 საათზე - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

 

13:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

(C კორპუსი, II სართული)

 

13:00 საათზე - ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

 

13:00 საათზე - სოფელ ინჩხურში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფისთან (მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია) ბალდის კანიონზე მიმდინარე ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობასა და მასთან დაკავშირებულ კანონდარღვევებს გააპროტესტებენ.

საკონტაქტო პირი: ცოტნე თვარაძე - 555 12 62 60

 

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

16:00 საათზე - პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)