
1685555045
"როგორც იცით, ყოველთვის ვარ ოპტიმისტი და საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. აქ გუშინ და დღეს ჩემი შეხვედრები მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება, ვიყოთ ოპტიმისტები. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი გვაქვს გასაკეთებელი. ძალიან კარგად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი. ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს ამ გზაზე. ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსია, რომ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვეკუთვნის.შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორივემ თქვეს, რომ აპირებენ ჩამოსვლას. ასევე პარლამენტის თავმჯდომარეც აპირებს ჩამოსვლას. ეს სამი ადამიანი თუ ჩამოდის ჩვენთან მომავალი თვეების მანძილზე, ამ ექვს თვეში, ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე არ უთქვამთ უარი და ხედავენ თუ, რამდენად მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამის გამო შეგვიძლია, "ცუდად მოვიქცეთ“. ეს არის ყველას გასაკეთებელი.დავამატებდი იმას, რომ ვისაც ჰგონია ან ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას შეიძლებოდა, რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ესე იგი, ჯერ არ მიცნობენ და ჯობია, გამიცნონ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

1685554366
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ კობახიძემ, მე, როგორც სახელმწიფო მოხელეს, მიწოდა "დაობებული" და „ნაფტალინიდან“ ამოღებული. თუ უკეთესად დაცვა არ შეგიძლიათ, შეურაცხყავით ქალის გარეგნობა.შეიძლება ბებერი და მახინჯი ვარ, მაგრამ მორალური კომპასი მაინც მაქვს. დიდება უკრაინას!", - წერს თორნტონი. Head of @GeorgianDream41 of @governmentgeo Kobakhidze called me a "moldy" "mothball," like any professional, mature statesman. If you have no better defense, insult a woman's looks. I may be an old, ugly mothball, but at least I have my moral compass in tact. Slava Ukraine! pic.twitter.com/7F7u0JVHSM — Laura Thornton (@LauraLThornton) May 31, 2023

1685552964
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, რეგლამენტში ცვლილების შედეგად პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა. რის საფუძველზეც, ისინი შეძლებენ უკეთ განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა და 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ისარგებლონ პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფისთვის რეგლამენტის შესაბამისად მინიჭებული უფლებამოსილებებით.

1685552673
მისივე თქმით, "ქალბატონ სალომეს ალბათ, უნდა ავუხსნათ, რომ როდესაც გამოდის საქართველოს პარლამენტში, 26 მაისის ღონისძიებაზე, ეს ყველაფერიც გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ"."2023 წელია და ამ საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში გამოსვლებიც გაიგონ უცხოელებმა, ამიტომ, აქ სხვანაირი ლაპარაკი, იქ შედარებით დაბალანსებული ლაპარაკი ერთი და იგივეა. მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს პარლამენტში გამოვა, თუ სხვა ღონისძიებაზე, მათ შორის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამ ყველაფერს ისმენენ. აქედან გამომდინარე, უნდა ვთხოვოთ, რომ თუკი შეუძლია მას შედარებით, (გასაგებია, რაღაც პატარ-პატარა არაობიექტური ამბებიც იყო), მაგრამ, შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს და შემდეგ შეიძლება სამართლიანადაც თქვას, რომ ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა, მოვუწოდებთ, რომ საქართველოშიც შეიძლება იგივე გააკეთოს. ამის საპირისპირო გააკეთა მან საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, 26 მაისის ღონისძიებაზე და ეს იყო ძალიან ცუდი, მაგრამ დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, შედარებით დაბალანსებული, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.მისივე თქმით, გარკვეული მესიჯბოქსის ნაწილია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართველ ხალხზე აქცენტირებას აკეთებდა, მაგრამ მთავარია ყველა უმაღლესი ტრიბუნიდან ისმოდეს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს."საქართველო ამ მოცემულობით, სხვაზე მეტად და ამას ევროკავშირიც და მისი კრიტერიუმებიც ადასტურებს, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ყველა დანარჩენი არის დეტალები, რომელსაც შეიძლება მნიშვნელობაც შედარებით აღარ მივანიჭოთ, მაგრამ შედარებით დაბალანსებული, ობიექტური გამოსვლები შეიძლება მისასალმებელიც იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

1685543946
"უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ სწორ გზას ადგას. მისი ყველა განცხადება, მათ შორის უკრაინის სოლიდარობაზე, რუსეთის შეფასება და ხელისუფლების მხრიდან ფაქტობრივად საგარეო კურსის ცვლილებაზე, სწორი გზავნილებია. ეს მისასალმებელია, თუმცა უკმაყოფილების გრძნობა მაინც რჩება, თუნდაც იმის გამო, რომ მას შეეძლო, დღეს ისეთი გადაწყვეტილება მიეღო, რაც პოზიტიურად შეიყვანდა ისტორიაში. შეეძლო, დღეს პირდაპირ შეეწყალებინა ნიკა გვარამია.როდესაც ამბობს, ზეწოლის გარეშე შეუძლია ვინმეს შეწყალება და ირიბად რაღაცას გულისხმობს, ეს დაგვიანებულია. ყოველ შემთხვევაში, ამას არავინ დაუფასებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

1685543580
"როგორც ისტორიამ გვასწავლა, ჩვენი მიტოვება გამოიწვევს რუსეთის მხრიდან დაუსრულებელ აგრესიას. უკრაინაში რუსეთი პოლიტიკურად დამარცხდა, სამხედრო თვალსაზრისითაც დამარცხდა მრავალ ასპექტში. მათ ძალიან დიდი დანაკარგები აქვთ. მათ დაკარგეს ევროპის დანაწევრების, დაქსაქსვის შესაძლებლობა.უკრაინელების მედეგობა, ძალა, მათი ისტორიული არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ზემოხსენებული გახლავთ იმის შედეგი, რომ რუსეთის მთავრობამ ვერ გათვალა ეს ყველაფერი, ვერც წარმოიდგენდა რუსეთი, რომ დაუმარცხებელი არ იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს როდის დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები, ევროპასთან ერთად განსაზღვროს რა გახლავთ მშვიდობა.ჩვენ ნამდვილად მხარში ვუდგავართ უკრაინას, მე ვსაუბრობ საქართველოს მოსახლეობის სახელით ისევე, როგორც აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობის სახელით, რადგანაც ეს ევროპული მომავალი, თავისუფლება, მათი იდენტობის დაცვა მათთვისაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს. მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამოვიდნენ სოხუმში, აფხაზეთში. აფხაზეთი არ იყიდება, რუსეთს არ დავუჩოქებთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

1685543502
"მნიშვნელოვანი გახლავთ რუსეთისგან თავდაცვა. რუსეთი დღესდღეობითაც აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას და ახორციელებს ჰიბრიდულ ომს ქართველი ხალხის წინააღმდეგ.ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი ცდილობს, რომ გაზარდოს თავისი ზეგავლენა საქართველოზე და შეასუსტოს ევროპის გავლენა. ეკონომიკური ურთიერთობა, უვიზო რეჟიმი, ფრენების აღდგენა გამიზნულია იმისთვის, რომ შიდა ესკალაცია და დაძაბულობა გაიზარდოს. ამას ვერ დავუშვებთ. ვერ დაუშვებს საქართველო, ვერ დაუშვებს ევროპა. ევროპა ძალიან აქტიურად იბრძვის ამის წინააღმდეგ. შესაბამისად, უნდა დაეხმაროს საქართველოს, რომ აღუდგეს ამ ყველაფერს. სწორედ ამისთვის გვჭირდება კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

1685542380
"დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ძვირფასო ქალბატონო სალომე, მოგესალმებით ევროპარლამენტში. ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით, დავიწყო მადლობით თქვენი პირადი წვლილისთვის, რომ ევროპულ გზაზე საქართველოს საზოგადოებას უჭერთ მხარს. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მომავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით, ამის გამეორება მინდა, მზად ვართ, დაგეხმაროთ თქვენს მოგზაურობაში, რომ გახდეთ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი.ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მეტად და უფრო მჭიდროდ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს საქართველოს და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ არ დაკარგოს ისტორიული შესაძლებლობა. ამისთვის უნდა დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები სხვადასხვა ეტაპის მისაღწევად – დემოკრატიის მხარდაჭერა, მასმედიის თავისუფლება, სასამართლოს რეფორმა, პატიმრების პირადი ღირსების პატივისცემა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. ჩვენ ვართ მზად, რომ გაგიწიოთ დახმარება ამ წინსვლაში ევროკავშირისკენ. ჩვენ ვიცით, რომ უნდა შევუქმნათ საქართველოს პირობები, რომ საკუთარი მომავალი თვითონ აირჩიოს, თქვენი იმედი გვაქვს, რომ შეძლებთ დაძლიოთ არსებული პოლარიზაცია", - განაცხადა მეცოლამ.

1685541623
"პრეზიდენტის პოზიცია უნდა იყოს ნამდვილად პატივისცემის ღირსი, ისევე როგორც დიდ ქვეყნებში, არ უნდა ხორციელდებოდეს ზეწოლა გარედან და ქვეყნის შიგნიდან. მე მსურს მივმართო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რადგანაც არ აქვს აზრი ჩემს მიმართ მუქარების გაჟღერებას, რადგანაც მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალაშია საქართველოს უკეთესი მომავლისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვეტოები უარყოფილი იქნება უმრავლესობის მიერ, ეს მხარდაჭერილი იქნება ასობით ათასი ქართველის მიერ, რადგანაც ჩვენ გვაქვს საერთო პრინციპი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.რაც შეეხება შეწყალების უფლებას, ზურაბიშვილის თქმით, "გააკეთებს იმას, რასაც თვლის საჭიროდ"."არანაირი ზეწოლა არ უნდა იყოს, რადგან მე გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

1685541073
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ JTEC-ის პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და იუბილე მიულოცა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა უწყებრივი მედლებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა კრწანისის ბაზაზე არსებული სიმულაციების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალი შენობა და სიმულაციურ-ტექნიკური შესაძლებლობები დაათვალიერეს.ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის" ბაზაზე, 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC თავდაცვის ძალების ტაქტიკური დონის ქვედანაყოფებს კოლექტიური წვრთნებისა და შეფასებისათვის, საველე, სიმულაციური და ვირტუალური შესაძლებლობებით უზრუნველყოფს. JTEC-ის ინიციატივის განხორციელებაში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, დაარსების პირველივე დღიდან ჩართულნი არიან ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები. მრჩეველთა ჯგუფში ნორვეგიის, ლიეტუვას, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთისა და დანიის წარმომადგენლები შედიან, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში - ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეები. დღეისათვის JTEC-ის შემადგენლობაში სამი ცენტრია: საბრძოლო მომზადების ცენტრი, წვრთნების შეფასების ცენტრი და სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრი.
"დღეს თბილისში რუსეთიდან თვითმფრინავები მიფრინავენ, ხვალ წავლენ ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები"
1684742188
"ახლახან თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კვლავ გაკეთდა შემოთავაზება ჩვენი ოჯახისთვის გადმოეცათ ბინა"
1685117391
ირაკლი კობახიძე სპორტ დარბაზსა და აუზზე ყოფნის გამო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დაესწრო
1685099608
"მე ძალიან კარგად ვარ, უხერხულიც კი იყო იზოლატორის ამდენი ხანი არ ნახვა"
1684615004
თბილისის მასშტაბით კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი გამოავლინეს
1684997479