
1691735448
2008 წლის 11 აგვისტოს, მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. ქართველ ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა ამოეწურათ. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და ერთადერთი შემორჩენილი ყუმბარით თავი აიფეთქეს.რუს ოკუპანტებთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

1688714387
დასკვნითი საველე სწავლებისას 44-ე საარტილერიო ბატალიონის ბატარეებმა წინასწარ განსაზღვრულ ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს.ორკვირიანი გეგმური სწავლების ფარგლებში ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლების მიზანი ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო, რასაც ბატალიონმა წარმატებით გაართვა თავი.სწავლებას, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის ჯორჯიის შტატის 118-ე საარტილერიო ბატალიონის წარმომადგენლები დაესწრნენ და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

1688553086
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელი ცნობილი მაღალტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელთან თავდაცვის მინისტრმა სამომავლო შესყიდვების საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებულ სიახლეებსაც.შვედეთში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შვედეთის თავდაცვის მინისტრს პოლ იონსონს, სამოქალაქო თავდაცვის მინისტრს კარლ-ოსკარ ბოჰლინს და შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა.

1688550169
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეულის დონის ერთკვირიანი სწავლება პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას ისახავდა მიზნად და მრავალეროვნული წვრთნები Agile Spirit 2023-სა და საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) წვრთნასა და შეფასებაში მონაწილეობისთვის წინამოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა.წვრთნებში ჩართული იყო ამერიკული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება „ჯაველინი“, ასევე ამერიკული წარმოების მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი M2A1 და ავტომატური ყუმბარმტყორცნი MK-19. ქვედანაყოფს მხარდაჭერას საარტილერიო დანადგარის გარდა, საქართველოში წარმოებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ და ტაქტიკური მართვის პულტი (WOLF) უწევდა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიური სისტემებით არის აღჭურვილი და ქვედანაყოფების მართვასა და კონტროლს ამარტივებს.

1688453346
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების კუთხით, აღსანიშნავია ნატოსა და ევროკავშირის დახმარება. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი 64 ერთეულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო აპარატურას მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხს. ჰოსპიტალი აღიჭურვება ისეთი მნიშვნელოვანი აპარატურით, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) 2 ერთეული სკანერი, ართროსკოპი, მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფი 3T, ციფრული რენტგენი, პორტატული რენტგენი.ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში კი, სამხედრო ჰოსპიტლისთვის გათვალისწინებულია 5 225 161 ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული დახმარების ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებამ უკვე მიიღო პორტატული რენტგენისა და ულტრასონოგრაფიის აპარატები. მიმდინარეობს ნეიროქირურგიული მიკროსკოპის, პლაზმაფერეზისის, სიცოცხლის მონიტორის, ართროსკოპიის აპარატებისა და საოპერაციო მაგიდის შესყიდვისა და შემოტანის პროცესი.სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ქირურგიისა და ნევროლოგიის განყოფილებებში. გარემონტდება ინფექციური, თერაპიული, ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილებებიც. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორიული განყოფილების ახალი კორპუსისა და სასადილოს მშენებლობა. განახლდა სამხედრო ჰოსპიტლის ავტოპარკიც. ახალი სატრანსპორტო საშუალებები ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალს მოემსახურება.სამხედრო ჰოსპიტლის გორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებასა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მასშტაბური განახლება რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. მთლიანობაში, უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით აღჭურვისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია, დაახლოებით, 35 მილიონი ლარი.

1688024208
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო და ასევე, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის ქსელის ასოცირებული პარტნიორის სტატუსი მოიპოვა, რაც ნატოსთან თავსებადობისა და ინტეგრაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯს წარმოადგენს.სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ მელქაძემ კი, სკოლის სამომავლო განვითარების გეგმებზე ისაუბრა, თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და DIBS-ის საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის უწყებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წელს შეიქმნა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

1687596811
თამაშს ინტელექტკლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა. საინტერესო და დაძაბული თამაშის შედეგად სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდის ტიტული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტს ხვდა წილად, მეორე და მესამე ადგილები კი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გუნდმა და სპეციალური ოპერაციების ძალებმა გადაინაწილეს.გამარჯვებული გუნდების თითოეულ წევრს ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორებისგან სამახსოვრო ბუ გადაეცათ, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.თავდაცვის უწყებაში „რა? სად? როდის?” სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანს ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობა და გუნდური სულისკვეთების ამაღლება წარმოადგენს.

1687596217
სამხედრო მოსამსახურეები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტს სტუმრობდნენ და ახალგაზრდებს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს პირადად აცნობდნენ. სტუდენტებთან შეხვედრებზე, რაც დიდწილად ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სიახლეები ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა. თავდაცვის ძალების ოფიცრები და სერჟანტები მათ თავდაცვის სფეროს აქტუალურ საკითხებსაც აცნობდნენ.პროექტის ფარგლებში წლის ბოლო შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებთან გაიმართა.თავდაცვის უწყება პროექტს „ჩვენი ჯარი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდება.

1687422137
კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა გივი თუმანიშვილმა და აპარატის უფროსის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ. მოხსენებები შეეხო გლობალურ და რეგიონულ საფრთხეებს და გამოწვევებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საქართველოს უსაფრთხოებაზე. ასევე, საქართველოსა და ნატოს წევრი ქვეყნების მაგალითზე, განიხილეს კრიზისულ სიტუაციებში შიდა გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები.სალექციო კურსი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხებზე საბაზისო ცოდნას მიიღებენ.მსმენელებს ლექციებს თავდაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოწვეული მომხსენებლები ჩაუტარებენ.შემეცნებითი კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

1687421900
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეების დასახვედრად და ერთკვირიანი დაუვიწყარი დღეების გასატარებლად ბანაკში შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური აქტივობებისათვის განკუთვნილი სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. დღეს საზაფხულო „ჯარის ბანაკში“ მიმდინარე სამუშაოები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დაათვალიერა. ბავშვებისთვის უკვე მოწყობილია საველე კლასებიც.საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების იმ სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლებს, რომლებშიც 2021-2022 და 2022-2023 სასწავლო წლებში ისწავლებოდა საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“, ასევე მთის სტატუსის მქონე 18 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებშიც 2022-2023 სასწავლო წელს საგანი "სამხედრო საქმე" ისწავლებოდა.ბანაკში ყოფნის პერიოდში ბავშვები ჩაერთვებიან საცეცხლე მომზადებაში, ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციაში, გაივლიან პირველადი სამედიცინო დახმარების და დაშავებულის ევაკუაციის პრაქტიკულ და სახალისო დავალებებს, თვითგადარჩენის კურსს, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საინჟინრო მომზადებასა და სამთო მომზადებაში, მათ შორის ავსტრალიურ დაშვებასა და პარალელური ტროსებით წინაღობის გადალახვაში.საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული პროექტია და მას თავდაცვის უწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად ახორციელებს. მის აღსრულებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს. ჯარის ბანაკის მიზანს ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირება წარმოადგენს.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო
1696096112
თბილისის მერიამ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, 20 ელექტროდამტენი დაამონტაჟა
1695197550
22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1695324787
28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1695844181
ოთარ ფარცხალაძემ მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა
1695240578