ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში 31 წლის ბათუმელი მეზღვაური ილია კახაბერიძე მოკლეს.

ადგილობრივ მედიის ინფორმაციით, მეზღვაურის ცხედარი ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს. ის საწოლზე იყო მიბმული.

სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახაბერიძე სასტუმროში მეგობართან ერთად იყო დაბინავებული, რომელმაც შენობა მოგვიანებით დატოვა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.

მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.