სამართალი
ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

1701948999

პროკურატურა პოლიციის თანამშრომლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სამნიძეს გირაოს გადახდა დააკისრა და მას ასევე აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოება.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცოლზე ძალადობის ბრალდებით შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი 5 დეკემბერს დააკავა.ბრალდებულმა ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ფიზიკურად იძალადა ცოლზე და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიესაჯა

1701934381

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფინანსური დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევმა პირმა, ოფიციალური შემოსავლის წყაროს არარსებობის პირობებში, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, 2020-2021 წლებში შეიძინა სამი ძვირად ღირებული უძრავი ქონება, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია მოახდინა.სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით შეძენილი უძრავი ქონება - ბათუმში მდებარე ორი ძვირად ღირებული საცხოვრებელი ბინა და კრწანისში მდებარე  მიწის ნაკვეთი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

1701931681

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში გაასაღა 16 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელიც შემდგომ ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 7 წლამდე ვადით.აქტიურად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენა - მხილების მიზნით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

1701876585

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატურად აუპატიურებდა მას. ასევე, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე და დაზარალებულს  მის წინააღმდეგ  გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებდა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11  პრიმა 137 - ე მუხლის მე- 3 ნაწილის ,,ე“ და მე- 4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ), 11 პრიმა 141-ე მუხლი (გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ოჯახის წევრის მიმართ), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულის იძულება ცრუ ჩვენების მიცემისთვის და ჩვენების შეცვლისათვის) წარედგინა.სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების უვადო აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

1701872597

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ნ.ს-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა.მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა, რაც თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აცხადებენ პროკურატურაში.

მეუღლეზე ძალადობის და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

1701846978

დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გალის რაიონში სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე - 1989 წელს დაბადებულ ა.კ.-ზე. სამართალდამცველებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.

ძალადობის ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს

1701778596

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1969 წელს დაბადებულმა სამართალდამცველმა, 2023 წლის 4 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ა. აბაშიძის ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალისგან დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც სამართალდამცავი ოჯახში ძალადობისთვის იქნა დაკავებული.დანაშაული თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.დაკავებულ სამართალდამცველს ბრალდება 48 საათში წარედგინება.სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას", - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში. 

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

1701775652

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ბრალდებულმა თან ნაქონი დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, გულმკერდისა და მხრების არეში, დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.აღნიშნული ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ბრალდებულს შეჩერებისკენ  მოუწოდეს და სიტუაციის განმუხტვა სცადეს, რა დროსაც, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს და დანა ფეხის არეში დაარტყა.სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აცხადებენ პროკურატურაში.

ნოემბერში დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი გამოავლინეს

1701758243

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 25 748 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 150 000 ლარს აღემატება.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. 

თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

1701626870

დანაშაული თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ, თ.ა.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.ბრალდებულმა ნ.ვ.-მ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც.ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ვ. ცხელ კვალზე დააკავეს.განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.